There is nothing bigger or older than the universe. The questions I would like to talk about are: one, where did we come from? How did the universe come into being? Are we alone in the universe? Is there alien life out there? What is the future of the human race?
სამყაროზე დიდი და ძველი არაფერია. კითხვები, რომლზეც მინდა გესაუბროთ შემდეგია: პირველ რიგში, საიდან გავჩნდით? როგორ შეიქმნა სამყარო? მარტონი ვართ სამყაროში? არის თუ არა სიცოცხლე ჩვენი პლანეტის გარეთ? რა მომავალი აქვს ადამიანის სახეობას?
Up until the 1920s, everyone thought the universe was essentially static and unchanging in time. Then it was discovered that the universe was expanding. Distant galaxies were moving away from us. This meant they must have been closer together in the past. If we extrapolate back, we find we must have all been on top of each other about 15 billion years ago. This was the Big Bang, the beginning of the universe.
1920 წლამდე, ყველას ეგონა რომ სამყარო ძირითადად სტატიკური იყო და დროში არ იცვლებოდა. შემდეგ აღმოჩნდა, რომ სამყარო ფართოვდება. სხვა გალაქტიკები სულ უფრო და უფრო გვშორდებიან. ეს ნიშნავს, რომ ისინი ერთმანეთთან ახლოს იყვნენ წარსულში. შორეული წარსულისთვის რომ გამოვთვალოთ, გამოვა რომ დაახლოებით 15 მილიარდი წლის წინ ყველა ერთ წერტილში ვიყავით. ეს იყო დიდი აფეთქება, სამყაროს დასაწყისი,
But was there anything before the Big Bang? If not, what created the universe? Why did the universe emerge from the Big Bang the way it did? We used to think that the theory of the universe could be divided into two parts. First, there were the laws like Maxwell's equations and general relativity that determined the evolution of the universe, given its state over all of space at one time. And second, there was no question of the initial state of the universe.
მაგრამ არსებობდა თუ არა რამე დიდ აფეთქებამდე? თუ არა, მაშინ რამ შექმნა სამყარო? რატომ შეიქმნა სამყარო სწორედ ასეთად, დიდი აფეთქების შედეგად? ჩვენ გვეგონა, რომ სამყაროს შექმნის თეორია შეიძლება ორ ნაწილად გაყოფილიყო. პირველში, არსებობდა კანონები როგორც მაქსველის უტოლობა და ფარდობითობის ზოგადი თეორია, რომელიც სამყაროს ევოლუციას განსაზღვრავს დროსა და სივრცეში მისი ადგილის საფუძველზე და მეორეში, ისმოდა კითხვა სამყაროს საწყის მდგომარეობაზე.
We have made good progress on the first part, and now have the knowledge of the laws of evolution in all but the most extreme conditions. But until recently, we have had little idea about the initial conditions for the universe. However, this division into laws of evolution and initial conditions depends on time and space being separate and distinct. Under extreme conditions, general relativity and quantum theory allow time to behave like another dimension of space. This removes the distinction between time and space, and means the laws of evolution can also determine the initial state. The universe can spontaneously create itself out of nothing.
პირველ ნაწილში დიდი პროგრესი მოხდა და დღეს ევოლუციის კანონები ყველგან ვიცით, ყველაზე ექსტრემალური პირობების გარდა. სამაგიეროდ, ბოლო დრომდე, ცოტა რამ ვიცოდით სამყაროს საწყის პირობებზე. თუმცა, ეს დაყოფა ევოლუციის კანონებად და საწყის პირობებად, დამოკიდებულია დროსა და სივრცეზე როგორც განცალკევებულ სიდიდეებზე, ექსტრემალურ პირობებში ზოგადი ფარდობითობის და კვანტური თეორიის თანახმად, დრო იქცევა, როგორც სივრცის კიდევ ერთი განზომილება. ეს დროსა და სირცეს შორის განსხვავებას აქრობს. რაც ნიშნავს, რომ ეცოლუციის კანონებს საწყისი მდგომარეობის განსაზღვრაც შეუძლიათ. სამყაროს შეუძლია სპონტანურად შეიქმნას არაფრისგან.
Moreover, we can calculate a probability that the universe was created in different states. These predictions are in excellent agreement with observations by the WMAP satellite of the cosmic microwave background, which is an imprint of the very early universe. We think we have solved the mystery of creation. Maybe we should patent the universe and charge everyone royalties for their existence.
უფრო მეტიც, ჩვენ შეგვიძლია სამყაროს სხვადასხვა მდგომარეობაში შექმნის ალბათობა გამოვთვალოთ. ეს პროგნოზები იდეალურ თანხვედრაშია WMAP სატელიტის, კოსმოსურ მიკროტალღურ ფონზე დაკვირვებებთან, რომელიც ადრეული სამყაროს ანაბეჭდია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სამყაროს შექმნის გამოცანა ამოვხსენით. შეიძლება სამყაროს დაპატენტება ღირდეს, შემდგომ არსებობისთვის გადასახადის აკრეფის მიზნით.
I now turn to the second big question: are we alone, or is there other life in the universe? We believe that life arose spontaneously on the Earth, so it must be possible for life to appear on other suitable planets, of which there seem to be a large number in the galaxy.
ახლა, მეორე მნიშვნელოვან კითხვას მივუბრუნდები: მარტონი ვართ, თუ არის კიდევ სიცოცხლე სამყაროში? ჩვენ ვიცით, რომ დედამიწაზე სიცოცხლე სპონტანურად შეიქმნა. ამიტომ, შესაძლებელია ის სიცოცხლისთვის სხვა ხელსაყრელ პლანეტებზეც გაჩენილიყო, როგორიც ბევრი უნდა იყოს გალაქტიკაში.
But we don't know how life first appeared. We have two pieces of observational evidence on the probability of life appearing. The first is that we have fossils of algae from 3.5 billion years ago. The Earth was formed 4.6 billion years ago and was probably too hot for about the first half billion years. So life appeared on Earth within half a billion years of it being possible, which is short compared to the 10-billion-year lifetime of a planet of Earth type. This suggests that the probability of life appearing is reasonably high. If it was very low, one would have expected it to take most of the ten billion years available.
მაგრამ ჩვენ არ ვიცით როგორ შეიქმნა სიცოცხლე. ჩვენ გვაქვს ორი დაკვირვებაზე დაფუძნებული მტკიცებულება, სიცოცხლის გაჩენის ალბათობაზე. პირველი, რომ აღმოჩენილია 3.5 მილიარდი წლის წყალმცენარის ნამარხი. დედამიწა 4.6 მილიარდი წლის წინ ფორმირდა და ზედმეტად ცხელი იყო, ალბათ დაახლოებით პირველი ნახევარი მილიარდი წლის მანძილზე. ამიტომ სიცოცხლე, სადღაც ნახევარი მილიარდი წლის შუალედში შეიქმნა, რაც საკმაოდ მოკლე პერიოდია 10 მილიარდ წლოვანი დედამიწის მსგავსი პლანეტებისთვის. ეს აჩვენებს, რომ სხვა პლანეტებზე სიცოცხლის გაჩენის ალბათობა საკმაოდ მაღალია. ალბათობა დაბალი რომ ყოფილიყო, მაშინ მის შექმნას, 10 მილიარდი წლის დიდი ნაწილი უნდა წაეღო დედამიწაზეც.
On the other hand, we don't seem to have been visited by aliens. I am discounting the reports of UFOs. Why would they appear only to cranks and weirdos? If there is a government conspiracy to suppress the reports and keep for itself the scientific knowledge the aliens bring, it seems to have been a singularly ineffective policy so far. Furthermore, despite an extensive search by the SETI project, we haven't heard any alien television quiz shows. This probably indicates that there are no alien civilizations at our stage of development within a radius of a few hundred light years. Issuing an insurance policy against abduction by aliens seems a pretty safe bet.
მეორეს მხრივ, არ ჩანს რომ უცხოპლანეტელები როდისმე გვეწვივნენ. ამო-ებზე ცნობებს არ ვთვლი. რატომ უნდა ჩნდებოდნენ ისინი მხოლოდ შერყეული და უცნაური ტიპებისთვის? თუ ეს მთავრობის შეთქმულებაა, რომ მიჩქმალონ მსგავსი ცნობები და თავისთვის შეინახონ უცხოპლანეტელების მეცნიერული ცოდნა, როგორც ჩანს ეს სრულიად არაეფექტურია ჯერ-ჯერობით. უფრო მეტიც, SETI პროექტის ფარგლებში ინტენსიური ძებნის მიუხედავად, ჩვენ არცერთი ტელე შოუ არ დაგვიჭერია სხვა პლანეტებიდან. ეს ალბათ აჩვენებს, რომ რამდენიმე ასეული სინათლის წლის რადიუსში, ჩვენი განვითარების დონის ცივილიზაცია არ არსებობს. ამიტომ, უცხოპლანეტელების მიერ გატაცების დაზღვევა საკმაოდ უსაფრთხოდ მომგებიანია.
This brings me to the last of the big questions: the future of the human race. If we are the only intelligent beings in the galaxy, we should make sure we survive and continue. But we are entering an increasingly dangerous period of our history. Our population and our use of the finite resources of planet Earth are growing exponentially, along with our technical ability to change the environment for good or ill. But our genetic code still carries the selfish and aggressive instincts that were of survival advantage in the past. It will be difficult enough to avoid disaster in the next hundred years, let alone the next thousand or million.
აქ მივედი უკანასკნელ მნიშვნელოვან კითხვამდე: ადამიანის სახეობის მომავალი. თუ ჩვენ ერთადერთი მოაზროვნე არსებები ვართ გალაქტიკაში, უნდა ვეცადოთ, რომ გადავრჩეთ და განვაგრძოთ არსებობა, მაგრამ ამჟამად ჩვენ მზარდად სახიფათო პერიოდში შევდივართ. ჩვენი მოსახლეობის რაოდენობა და დედამიწის სასრული რესურსების გამოყენება ექსპონენციურად იზრდება. ასევე იზრდება ტექნოლოგიური უნარები შევცვალოთ გარემო უკეთესობისკენ, ან უარესობისკენ. ამ დროს ჩვენი გენეტიკური კოდი, ისევ იმ ეგოისტური და აგრსეიული ინსტიქტების მატარებელია, რაც წარსულში გადარჩენაში გვეხმარებოდა. შემდეგი 100 წლის მანძილზეც კი, საკმაოდ ძნელი იქნება კატასტროფის თავიდან აცილება, არა თუ ათასი, ან მილიონი წლის განმავლობაში.
Our only chance of long-term survival is not to remain inward-looking on planet Earth, but to spread out into space. The answers to these big questions show that we have made remarkable progress in the last hundred years. But if we want to continue beyond the next hundred years, our future is in space. That is why I am in favor of manned -- or should I say, personned -- space flight.
ჩვენი გრძელვადიანი გადარჩენის ერთადერთი შანსი, არა დედამიწაზე დარჩენაში, არამედ კოსმოსში გაფართოებაშია. ამ მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხებმა აჩვენა, რომ ბოლო ასი წლის მანძილზე მნიშვნელოვანი პროგრესი განვიცადეთ, მაგრამ თუ გვინდა მომდევნო ასი წლის შემდეგაც გავძლოთ, ჩვენი მომავალი კოსმოსშია. ამიტომაც ვარ კოსმოსში ადამიანების ფრენის მომხრე. ამიტომაც ვარ კოსმოსში ადამიანების ფრენის მომხრე.
All of my life I have sought to understand the universe and find answers to these questions. I have been very lucky that my disability has not been a serious handicap. Indeed, it has probably given me more time than most people to pursue the quest for knowledge. The ultimate goal is a complete theory of the universe, and we are making good progress. Thank you for listening.
მთელი ჩემი ცხოვრება სამყაროს შეცნობას და ამ კითხვებზე პასუხის გაცემას ვცდილობ. მე საკმაოდ გამიმართლა, რომ ჩემი შეზღუდული შესაძლებლობა, არ აღმოჩნდა სერიოზილი დაბრკოლება. ამან ალბათ სხვებთან შედარებით უფრო მეტი დრო მომცა შემეცნებისა და ძიებისთვის. საბოლოო მიზანი სამყაროს სრული თეორიაა და ჩვენ ვპროგრესირებთ. მადლობა მოსმენისთვის.
Chris Anderson: Professor, if you had to guess either way, do you now believe that it is more likely than not that we are alone in the Milky Way, as a civilization of our level of intelligence or higher? This answer took seven minutes, and really gave me an insight into the incredible act of generosity this whole talk was for TED.
კრის ანდერსონი: პროფესორო, ფიქრობთ რომ უფრო დიდი შანსია, რომ ჩვენნაირად, ან ჩვენზე განვითარებულ ცივიზაციებს შორის მარტონი ვართ ირმის ნახტომის გალაქტიკაში? ამ პასუხის გაცემას 7 წუთი დასჭირდა და ამან კიდევ ერთხელ დამანახა, თუ რა საოცარი დიდსულოვნების გამოვლენა იყო TED-ის მიმართ ეს გამოსვლა.
Stephen Hawking: I think it quite likely that we are the only civilization within several hundred light years; otherwise we would have heard radio waves. The alternative is that civilizations don't last very long, but destroy themselves.
სტივენ ჰოკინგი: მე ვფიქრობ, დიდი ალბათობით ჩვენ ერთადერთი ცივილიზაცია ვართ, რამდენიმე ასეული სინათლის წლის რადიუსში; სხვა შემთხვევაში რადიო ტალღებს დავიჭერდით. ამის ალტერნატიული აზრია, რომ ცივილიზაციები დიდ ხანს ვერ ძლებენ და საკუთარ თავს ანადგურებენ.
CA: Professor Hawking, thank you for that answer. We will take it as a salutary warning, I think, for the rest of our conference this week. Professor, we really thank you for the extraordinary effort you made to share your questions with us today. Thank you very much indeed.
კა: პროფესორო ჰოკინგ, მადლობა ამ პასუხისთვის. მგონი ჩვენ მას, როგორც სასარგებლო გაფრთხილებას მივიღებთ ამ კვირაში, კონფერენციის ბოლომდე. პროფესორო, დიდი მადლობა განსაკუთრებული ძალისხმევისთვის, რომ გაგვიზიარეთ თქვენი კითხვები. დიდი მადლობა.
(Applause)
(აპლოდისმენტები)