Why do so many people reach success and then fail? One of the big reasons is, we think success is a one-way street. So we do everything that leads up to success, but then we get there. We figure we've made it, we sit back in our comfort zone, and we actually stop doing everything that made us successful. And it doesn't take long to go downhill. And I can tell you this happens, because it happened to me.
რატომ არის რომ ამდენი ადამიანი აღწევს წარმატებას და შემდეგ ფსკერზე ეშვება? ამის ერთ–ერთი განმაპირობებელი მიზეზი არის ის, რომ წარმატება ცალმხრივი მოძრაობა მიგვაჩნია. ვაკეთებთ ყველაფერს, რაც კი წარმატებასთან მიგვიყვანს. ერთხელაც მივაღწევთ მას. ვაცნობიერებთ, რომ ეს შევძელით, ვიწყებთ მიღწეულით ტკბობას და ვწყვეტთ ყველაფერ იმის კეთებას, რამაც წარმატებულები გაგვხადა. მწვერვალიდან ჩამოვარდნას კი, დიდი ხანი არ ჭირდება. დამერწმუნეთ, რომ ვიცი რასაც ვამბობ, რადგან ეს საკუთარ თავზე ვიწვნიე.
Reaching success, I worked hard, I pushed myself. But then I stopped, because I figured, "Oh, you know, I made it. I can just sit back and relax."
წარმატებისაკენ სვლაში, ბევრს ვმუშაობდი, თავს არ ვზოგავდი. შემდეგ კი შევწყვიტე, რადგან ჩავთვალე, რომ "მე ეს შევძელი. ახლა შემიძლია მშვიდად ვიყო და დავისვენო."
Reaching success, I always tried to improve and do good work. But then I stopped because I figured, "Hey, I'm good enough. I don't need to improve any more."
წარმატებისაკენ სვლაში, მუდმივად ვმუშაობდი საკუთარ თავზე და ბევრს ვშრომობდი. შემდეგ კი შევწყვიტე, რადგან ჩავთვალე, რომ "მე უკვე ძალიან მაგარი ვარ. საკუთარ თავზე მუშაობა აღარ მჭირდება."
Reaching success, I was pretty good at coming up with good ideas. Because I did all these simple things that led to ideas. But then I stopped, because I figured I was this hot-shot guy and I shouldn't have to work at ideas, they should just come like magic. And the only thing that came was creative block. I couldn't come up with any ideas.
წარმატებისაკენ სვლაში, ძალიან ბევრი კარგი იდეა მომდიოდა თავში, რადგან ვიყენებდი მარტივ მეთოდებს, რომლებსაც იდეებისაკენ მივყავართ. შემდეგ კი შევწყვიტე, რადგან ჩავთვალე რომ ძალიან მაგარი ტიპი ვიყავი და იდეებზე მუშაობა აღარ მჭირდებოდა. ისინი სასწაულისებრ უნდა მოსულიყვნენ. თუმცა ერთადერთი რაც მომივიდა, ეს კრეატიული ჩიხი გახლდათ. თავში აღარაფერი მომდიოდა.
Reaching success, I always focused on clients and projects, and ignored the money. Then all this money started pouring in. And I got distracted by it. And suddenly I was on the phone to my stockbroker and my real estate agent, when I should have been talking to my clients.
წარმატებისაკენ სვლაში, კონცენტრაციას მომხმარებლებსა და პროექტებზე ვახდენდი და ვუგულებელყოფდი ფულს. შესაბამისად, ფული ტომრებით მომდიოდა. ამან ჭკუა დამაკარგინა. მოულოდნელად, მომხმარებლებთან ურთიერთობის ნაცვლად, მუდმივად ჩემს ბროკერსა და უძრავი ქონების აგენტთან საუბრით ვიყავი გართული.
And reaching success, I always did what I loved. But then I got into stuff that I didn't love, like management. I am the world's worst manager, but I figured I should be doing it, because I was, after all, the president of the company.
წარმატებისაკენ სვლაში, მიყვარდა რასაც ვაკეთებდი. მაგრამ შემდეგ მომიხდა კეთება იმისა რაც არ მიყვარს, კერძოდ მენეჯმენტისა. მე კი მსოფლიოში ყველაზე ცუდი მენეჯერი ვარ. თუმცა ჩავთვალე, რომ უნდა მეკეთებინა ეს. რამეთუ, ბოლო–ბოლო, კომპანიის პრეზიდენტი გახლდით.
Well, soon a black cloud formed over my head and here I was, outwardly very successful, but inwardly very depressed. But I'm a guy; I knew how to fix it. I bought a fast car. (Laughter) It didn't help. I was faster but just as depressed.
მალე, ჩემს თავზე შავი ღრუბელი ჩამოწვა და მე, ერთი შეხედვით ძალიან წარმატებული, დეპრესიაში ჩავვარდი. თუმცა კაცი ვარ. ვიცოდი, როგორ გამომესწორებინა სიტუაცია. სწრაფი მანქანა ვიყიდე. (სიცილი) არ მიშველა. უფრო სწრაფად დავდიოდი, მაგრამ დეპრესია არ განიავდა.
So I went to my doctor. I said, "Doc, I can buy anything I want. But I'm not happy. I'm depressed. It's true what they say, and I didn't believe it until it happened to me. But money can't buy happiness." He said, "No. But it can buy Prozac." And he put me on anti-depressants. And yeah, the black cloud faded a little bit, but so did all the work, because I was just floating along. I couldn't care less if clients ever called. (Laughter)
ამიტომ მივედი ჩემს ექიმთან და ვუთხარი, "ექიმო, მე ყველაფრის ყიდვა შემიძლია. თუმცა, ბედნიერი არ ვარ. დეპრესია მაქვს. თურმე მართალი ყოფილა. მე კი არ ვიჯერებდი, სანამ თვითონ არ შემემთხვა. ფულით ბედნიერებას ვერ იყიდი." მან კი მიპასუხა, "არა, მაგრამ Prozac–ს კი იყიდი" და ასე დავიწყე ანტი–დეპრესანტების სმა. შავმა ღრუბელმა, თანდათანობით, წარსულს ჩაბარება დაიწყო. ისევე როგორც ჩემმა ბიზნესმა. უბრალოდ, დინებას მივყვებოდი. აღარ მანაღვლებდა რეკავდნენ თუ არა მომხმხარებლები. (სიცილი)
And clients didn't call. (Laughter) Because they could see I was no longer serving them, I was only serving myself. So they took their money and their projects to others who would serve them better.
მათაც შეწყვიტეს. (სიცილი) რამეთუ იგრძნეს რომ აღარ ვზრუნავდი მათზე, მარტო საკუთარ თავზე ვზრუნავდი. ამიტომ აიღეს თავიანთი ფული და პროექტები და წავიდნენ იქ, სადაც მათზე უკეთ იზრუნებდნენ.
Well, it didn't take long for business to drop like a rock. My partner and I, Thom, we had to let all our employees go. It was down to just the two of us, and we were about to go under. And that was great. Because with no employees, there was nobody for me to manage.
ცოტა ხანში ბიზნესმა დაშლა და მსხვრევა დაიწყო. მე და ჩემი პარტნიორი, ტომი, იძულებულები გავხდით თანამშრომლები გაგვეშვა. მხოლოდ, ჩვენ ორნი–ღა დავრჩით და უკვე ფსკერზე ვეშვებოდით. და ეს შესანიშნავი იყო. თანამშრომლები აღარ მყავდა და აღარც ვინმეს მართვა მჭირდებოდა.
So I went back to doing the projects I loved. I had fun again, I worked harder and, to cut a long story short, did all the things that took me back up to success. But it wasn't a quick trip. It took seven years.
ამიტომ ისევ იმ პროექტების კეთებას დავუბრუნდი, რომლებიც ასე მიყვარდა. ისევ კარგად ვგრძნობდი თავს. მეტს ვმუშაობდი და ძალიან რომ არ გამიგრძელდეს: ვაკეთებდი ყველაფერ იმას, რამაც წარმატება დამიბრუნა. მაგრამ, ეს მალე არ მოხდა. ამან შვიდი წელი წაიღო.
But in the end, business grew bigger than ever. And when I went back to following these eight principles, the black cloud over my head disappeared altogether. And I woke up one day and I said, "I don't need Prozac anymore." And I threw it away and haven't needed it since.
თუმცა, ბოლოში ბიზნესი ისე გაიზარდა როგორც არასოდეს. და როდესაც ისევ ამ რვა წესის დაცვას დავუბრუნდი, შავი ღრუბელი ერთიანად აორთქლდა ჩემი თავიდან. შედეგად, ერთ დღესაც გავიღვიძე და მივხვდი, რომ Prozac–ი აღარ მჭირდებოდა." ამიტომ გადავაგდე და მას მერე აღარ დავბრუნებულვარ.
I learned that success isn't a one-way street. It doesn't look like this; it really looks more like this. It's a continuous journey. And if we want to avoid "success-to-failure-syndrome," we just keep following these eight principles, because that is not only how we achieve success, it's how we sustain it. So here is to your continued success. Thank you very much. (Applause)
ვისწავლე, რომ წარმატება ცალმხრივი მოძრაობა არ არის. ის ასე არ გამოიყურება. ის ამას უფრო გავს. წარმატება განგრძობითი მოგზაურობაა. და თუკი გვინდა, რომ თავიდან ავიცილოთ "წარმატებიდან ფსკერამდე სინდრომი," უბრალოდ, უნდა დავიცვათ ეს რვა წესი. რამეთუ ისინი მარტო წარმატების მიღწევაში კი არ გვეხმარებიან, არამედ მის შენარჩუნებაშიც. ასე რომ, გისურვებთ განგრძობით წარმატებებს. ძალიან დიდი მადლობა. (აპლოდისმენტები)