Some people are obsessed by French wines. Others love playing golf or devouring literature. One of my greatest pleasures in life is, I have to admit, a bit special. I cannot tell you how much I enjoy watching cities from the sky, from an airplane window.
ზოგიერთი ადამიანი გატაცებულია ფრანგული ღვინით, ზოგს გოლფის თამაში უყვარს, ან ლიტერატურის გატაცებით კითხვა. ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი უდიდესი სიამოვნება, უნდა ვაღიარო, ცოტათი განსაკუთრებულია. ვერ აღგიწერთ, თუ რა სიამოვნებას მანიჭებს ქალაქების ციდან, თვითმფრინავის ფანჯრიდან ყურება
Some cities are calmly industrious, like Dusseldorf or Louisville. Others project an energy that they can hardly contain, like New York or Hong Kong. And then you have Paris or Istanbul, and their patina full of history.
ზოგიერთი ქალაქი ინდუსტრიულია. მაგალითად დუსელდორფი, ან ლუივილი. სხვები წარმოქმნიან ენერგიას, რომელსაც ისინი რთულად აკონტროლებენ მაგალითად, ნიუ-იორკი, ან ჰონკონგი და შემდეგ გვაქვს პარიზი, ან სტამბული და მათი ისტორიით სავსე პატინა.
I see cities as living beings. And when I discover them from far above, I like to find those main streets and highways that structure their space. Especially at night, when commuters make these arteries look dramatically red and golden: the city's vascular system performing its vital function right before your eyes. But when I'm sitting in my car after an hour and a half of commute every day, that reality looks very different.
მე ქალაქებს, როგორც ცოცხალ არსებებს ისე აღვიქვამ და როდესაც მათ ზემოდან აღმოვაჩენ, მათი სტრუქტურის განმსაზღვრელი მთავარი ქუჩების და გზატკეცილების პოვნა მიყვარს. განსაკუთრებით ღამით, როცა მოძრაობა ამ არტერიებს წითელად და ოქროსფრად აქცევს. ქალაქის სისხლძარღვთა სისტემა თავის სასიცოცხლო ფუნქციას თქვენს თვალწინ ასრულებს, მაგრამ როცა მანქანაში ვზივარ ყოველდღე საათნახევრიანი მგზავრობის შემდეგ, ეს რეალობა ძალიან სხვანაირად გამოიყურება
(Laughter)
(სიცილი)
Nothing -- not public radio, no podcast --
არაფერი... არც რადიო, არც პოდკასტი
(Laughter) Not even mindfulness meditation makes this time worth living.
(სიცილი) არც მედიტაცია ხდის ამ დროს სიცოცხლეს ღირებულს
(Laughter)
(სიცილი)
Isn't it absurd that we created cars that can reach 130 miles per hour and we now drive them at the same speed as 19th-century horse carriages?
განა ეს აბსურდი არაა, რომ ჩვენ ვქმნით მანქანებს, რომლებსაც შეუძლიათ 200 კმ/სთ-ს გადააჭარბონ ჩვენ კი მათ იმავე სიჩქარით ვატარებთ, როგორც მე-19 საუკუნის ეტლებს?
(Laughter)
(სიცილი)
In the US alone, we spent 29.6 billion hours commuting in 2014. With that amount of time, ancient Egyptians could have built 26 Pyramids of Giza.
მხოლოდ შეერთებულ შტატებში 2014 წელს 29.6 მილიარდი საათი მგზავრობაში გავატარეთ. ამ დროის მონაკვეთში ძველ ეგვიპტელებს შეეძლოთ 26 გიზის პირამიდა აეშენებინათ.
(Laughter)
(სიცილი)
We do that in one year. A monumental waste of time, energy and human potential.
ჩვენ ამას ერთ წელში ვაკეთებთ. ეს არის უდიდესი დროის, ენერგიისა და ადამიანის პოტენციალის ფლანგვა
For decades, our remedy for congestion was simple: build new roads or enlarge existing ones. And it worked. It worked admirably for Paris, when the city tore down hundreds of historical buildings to create 85 miles of transportation-friendly boulevards. And it still works today in fast-growing emerging cities. But in more established urban centers, significant network expansions are almost impossible: habitat is just too dense, real estate, too expensive and public finances, too fragile. Our city's vascular system is getting clogged, it's getting sick, and we should pay attention.
ათწლეულების განმავლობაში, გზების გადატვირთულობის ჩვენეული წამალი მარტივი იყო: ახალი გზების აშენება, ან არსებულების გაფართოება. ამან იმუშავა, შესანიშნავად იმუშავა პარიზში. როდესაც ქალაქმა ათასობით ისტორიული შენობა დაანგრია, რათა 137 კმ სატრანსპორტო გზა შეექმნა და დღეს, სწრაფად მზარდ ქალაქებში ის კვლავაც მუშაობს. მაგრამ უფრო დიდ ურბანულ ცენტრებში, სატრანსპორტო ქსელის მნიშვნელოვანი გაფართოება, თითქმის შეუძლებელია: დასახლება მეტისმეტად მჭიდროა კერძო საკუთრება მეტისმეტად ძვირი და დაფინანსება კი - არასაკმარისი. ჩვენი ქალაქების სისხლღარღვთა სისტემა იჭედება და ავადდება და ყურადღება უნდა მივაქციოთ.
Our current way of thinking is not working. For our transportation to flow, we need a new source of inspiration.
ჩვენი ამჟამინდელი ხედვები არ მუშაობს. ჩვენი მოძრაობის გაადვილებისთვის, ახალი შთაგონების წყარო გვჭირდება.
So after 16 years working in transportation, my "aha moment" happened when speaking with a biotech customer. She was telling me how her treatment was leveraging specific properties of our vascular system. "Wow," I thought, "Our vascular system -- all the veins and arteries in our body making miracles of logistics every day." This is the moment I realized that biology has been in the transportation business for billions of years. It has been testing countless solutions to move nutrients, gases and proteins. It really is the world's most sophisticated transportation laboratory.
ასე რომ სატრანსპორტო სფეროში 16 წლიანი მუშაობის შემდეგ, ჩემი "აჰაა" მომენტი დადგა ბიოტექნიკ კლიენტთან საუბრის დროს. ის მიყვებოდა, თუ როგორ აუმჯობესებდა მისი მკურნალობის მეთოდი ჩვენს გულსისხლძარღვთა გარკვეულ ნაწილებს "ვაუ", გავიფიქრე, "ჩვენი გულსისხლღარღვთა სისტემა, ჩვენი ყველა ვენა და არტერია, ჩვენ სხეულში ლოჯისტიკის სასწაულებს სჩადის ყოველდღიურად" ამ მომენტში გავაცნობიერე, რომ ბიოლოგია მილიარდობით წელია სატრანსპორტო საქმეშია. ის უამრავ გადაწყვეტებს სცდიდა, რომ გადაეადგილებინა საკვები პროდუქტები, გაზები და ცილები. ის ნამდვილად არის მსოფლიოს ყველაზე დახვეწილი ტრანსპორტირების ლაბორატორია.
So, what if the solution to our traffic challenges was inside us? I wanted to know: Why is it that blood flows in our veins most of our lives, when our big cities get clogged on a daily basis? And the reality is that you're looking at two very different networks. I don't know if you realize, but each of us has 60,000 miles of blood vessels in our bodies -- 60,000 miles. That's two-and-a-half times the Earth's circumference, inside you. What it means is that blood vessels are everywhere inside us, not just under the surface of our skin.
მაშ, შეიძლება ჩვენი საგზაო პრობლემების გასაღები სწორედ ჩვენშია. მინდოდა გამეგო: რატომ არის, რომ სისხლი ჩვენ ვენებში მთელი ჩვენი ცხოვრება მიედინება, მაშინ როცა ჩვენი დიდი ქალაქები ყოველდღიურად იჭედება? საქმე ისაა, რომ თქვენ ორ განსხვავებულ ქსელს უყურებთ. არ ვიცი, თუ აცნობიერებთ, მაგრამ თითოეულ ჩვენგანს 100 000 კმ სისხლძარღვი აქვს ჩვენ სხეულში 100 000 კმ, ეს ორ-ნახევარჯერ დედამიწის გარშემოწერილობაა თქვენში. რაც გულისხმობს იმას, რომ სისხლის უჯრედები ჩვენ მთელ სხეულში არიან და არა მხოლოდ ჩვენი კანის ქვეშ.
But if you look at our cities, yes, we have some underground subway systems and some tunnels and bridges, and also some helicopters in the sky. But the vast majority of our traffic is focused on the ground, on the surface. So in other words, while our vascular system uses the three dimensions inside us, our urban transportation is mostly two-dimensional. And so what we need is to embrace that verticality. If our surface grid is saturated, well, let's elevate our traffic.
თუმცა, თუ შეხედავთ ჩვენს ქალაქებს დიახ, ჩვენ გვაქვს მიწისქვეშა მეტროს რაღაც ქსელები, გვირაბები და ხიდები და ვერტმფრენები ცაში, მაგრამ ჩვენი საცობების დიდი უმრავლესობა, ხმელთის ზედაპირზეა. სხვა სიტყვებით, მაშინ როცა ჩვენი სისხლძარღვთა სისტემა იყენებს სამ განზომილებას ჩვენში, ჩვენი საქალაქო ტრანსპორტი ძირითადად ორგანზომილებიანია. ამიტომ, ჩვენ ამ ვერტიკალურობის ათვისება გვჭირდება. თუ ჩვენი ზედაპირის ქსელი გაჟღენთილია, მოდით ავწიოთ ჩვენი ტრანსპორტი.
This Chinese concept of a bus that can straddle traffic jams -- that was an eye-opener on new ways to think about space and movement inside our cities. And we can go higher, and suspend our transportation like we did with our electrical grid. Tel Aviv and Abu Dhabi are talking about testing these futuristic networks of suspended magnetic pods. And we can keep climbing, and fly. The fact that a company like Airbus is now seriously working on flying urban taxis is telling us something. Flying cars are finally moving from science-fiction déjà vu to attractive business-case territory. And that's an exciting moment.
ეს ავტობუსის ჩინური კონცეფციაა, რომელსაც შეუძლია საცობებში იაროს. ეს ჩვენ ქალაქებში გზების, სივრცისა და მოძრაობის სფეროში აღმოჩენა იყო. ჩვენ უფრო მაღლა ასვლაც შეგვიძლია. ჩვენი ტრანსპორტი ჩამოკიდება, როგორც ჩვენი ელექტრული სისტემის შემთხვევაში გავაკეთეთ. თელავივში და აბუდაბიში საუბრობენ ჩამოკიდებული მაგნიტური ტრანსპორტის ფუტურისტული ქსელების გამოცდაზე და ჩვენ შეგვიძლია განვაგრძოთ ცოცვა და ფრენა. ის ფაქტი, რომ კომპანია, როგორიცაა ეარბასი სერიოზულად მუშაობს მფრინავ საქალაქო ტაქსებზე, მრვალისმთქმელია ჩვენთვის. მფრინავი მანქანები, საბოლოოდ გადმოდიან სამეცნიერო ფანტასტიკის დეჟავუდან, მიმზიდველი ბიზნეს სექტორის სფეროში. და ეს მეტად ამაღელვებელი მომენტია
So building this 3-D transportation network is one of the ways we can mitigate and solve traffic jams. But it's not the only one. We have to question other fundamental choices that we made, like the vehicles we use. Just imagine a very familiar scene: You've been driving for 42 minutes. The two kids behind you are getting restless. And you're late. Do you see that slow car in front of you? Always comes when you're late, right?
ასე რომ ამ სამგანზომილებიანი სატრანსპორტო ქესლის აშენება არის საცობების პრობლემის შემსუბუქებისა და გადაჭრის ერთ-ერთ გზა. მაგრამ ეს ერთადერთი გზა არაა. ჩვენ სხვა ჩვენი ფუნდამენტური გადაწყვეტილებები უნდა დავაყენოთ კითხვის ნიშნის ქვეშ. მაგალითად, მანქანები, რომელსაც ვიყენებთ. უბრალოდ წარმოიდგინეთ ძალიან ნაცნობი სცენა: თქვენ მანქანას 42 წუთი ატარებთ. ორი ბავშვი თქვენ უკან ვერ ისვენებს და თქვენ გაგვიანდებათ ხედავთ ნელა მოსიარულე მანქანს თქვენ წინ? ყოველთვის გეღობებათ, როცა გაგვიანდებათ, არაა?
(Laughter)
(სიცილი)
That driver is looking for parking. There is no parking spot available in the area, but how would he know? It is estimated that up to 30 percent of urban traffic is generated by drivers looking for parking. Do you see the 100 cars around you? Eighty-five of them only have one passenger. Those 85 drivers could all fit in one Londonian red bus. So the question is: Why are we wasting so much space if it is what we need the most? Why are we doing this to ourselves?
ეს მძღოლი პარკინგის ადგილს ეძებს. არც ერთი ადგილი არაა თავისუფალი, მაგრამ მას საიდან უნდა სცოდნოდა? დათვლილია, რომ ქალაქში საცობების 30 პროცენტამდე, პარგინგის მაძებარი მძღოლები იწვევენ. ხედავთ 100 მანქანას თქვენ გარშემო? 85 მათგანს მხოლოდ ერთი მგზავრი ჰყავს. ეს 85 მძღოლი, შეიძლება ერთ ლონდონის წითელ ავტობუსში ჩატეულიყო. ასე რომ ისმის კითხვა: რატომ ვფლანგავთ ამდენ სივრცეს, თუ ესაა, რაც ყველაზე მეტად გვჭირდება რატომ ვუკეთებთ ამას საკუთარ თავს?
Biology would never do this. Space inside our arteries is fully utilized. At every heartbeat, a higher blood pressure literally compacts millions of red blood cells into massive trains of oxygen that quickly flow throughout our body. And the tiny space inside our red blood cells is not wasted, either. In healthy conditions, more than 95 percent of their oxygen capacity is utilized. Can you imagine if the vehicles we used in our cities were 95 percent full, all the additional space you would have to walk, to bike and to enjoy our cities?
ბიოლოგია ამას არასდროს იზამდა. სივრცე ჩვენი არტერიების შიგნით მთლიანად გამოყენებულია. ყოველ გულისცემაზე მაღალი სისხლის წნევა მილიონობით წითელ სისხლის უჯრედებს ჟანგბადის მასიურ მატარებლად აქცევს, რომელიც სწრაფად მიედინება ჩვენ სხეულში და ჩვენი სისხლის წითელი უჯრედების შიგნით მცირე სივრცეც კი არ იკარგება. ჯანსაღ მდგომარეობაში, მათი ჯანგბადის მოცულობის 95%-ზე მეტი გამოყენებულია. წარმოგიდგენიათ მაქნანები, რომლებსაც ჩვენ ქალაქებში ვიყენებთ, 95%-ით სავსე რომ ყოფილიყო, რამდენიმე დამატებითი სივრცე გვექნებოდა, ფეხით და ველოსიპედით სასეირნოდ, და ჩვენი ქალაქებისგან სიამოვნების მისაღებად?
The reason blood is so incredibly efficient is that our red blood cells are not dedicated to specific organs or tissues; otherwise, we would probably have traffic jams in our veins. No, they're shared. They're shared by all the cells of our body. And because our network is so extensive, each one of our 37 trillion cells gets its own deliveries of oxygen precisely when it needs them.
მიზეზი, რის გამოც სისხლი ასეთი ეფექტურია, არის ის, რომ სისხლის წითელი უჯრედები არ არიან განაწილებულნი სპეციფიურ ორგანოებსა თუ ქსოვილებზე, სხვაგვარად ალბათ საცობი გვექნებოდა ჩვენ ვენებში. არა, ისინი საერთოა. ისინი საერთო მოხმარებისაა, ჩვენი ორგანიზმის ყველა უჯრედისთვის. და რადგან ჩვენი ქსელი ასეთი ვრცელია, თითოეული ჩვენი 37 ტრილიონი უჯრედიდან, საკუთარ ჟანგბადის იღებს, ზუსტად მაშინ, როცა სჭირდება.
Blood is both a collective and individual form of transportation. But for our cities, we've been stuck. We've been stuck in an endless debate between creating a car-centric society or extensive mass-transit systems. I think we should transcend this. I think we can create vehicles that combine the convenience of cars and the efficiencies of trains and buses. Just imagine. You're comfortably sitting in a fast and smooth urban train, along with 1,200 passengers. The problem with urban trains is that sometimes you have to stop five, ten, fifteen times before your final destination.
სისხლი არის როგორც კოლექტიური, ასევე ინდივიდუალური ტრანსპორტიების ფორმა, მაგრამ ჩვენი ქალაქების შემთხვევაში, გაჭედილები ვართ. ჩვენ დაუსრულებელ კამათში ვართ გაჭედილები, შევქმნათ მანქანებზე ორიენტირებული საზოგადოება, თუ ფართო მასობრივი სატრანზიტო სისტემები. ვფიქრობ, ჩვენ უნდა გავცდეთ ამას. ვფიქრობ, შეგვიძლია შევქმნათ სატრანსპორტო საშუალება, რომელიც აერთიანებს მანქანების მოხერხებულობასა და მატარებლებისა, თუ ავტობუსების ეფექტურობას. უბრალოდ წარმოიდგინეთ. თქვენ კომფორტულად ზიხართ სწრაფ და მოსახერხებელ ქალაქის მატარებელში, სხვა 1 200 მგზავრთან ერთად. პრობლემა ქალაქის მატარებლებში ისაა, რომ ზოგჯერ თქვენი დანიშნულების საბოლოო ადგილამდე გაჩერება გიწევთ ხუთ, ათ, თხუთმეტჯერ.
What if in this train you didn't have to stop? In this train, wagons can detach dynamically while you're moving and become express, driverless buses that move on a secondary road network. And so without a single stop, nor a lengthy transfer, you are now sitting in a bus that is headed toward your suburb. And when you get close, the section you're sitting in detaches and self-drives you right to your doorstep. It is collective and individual at the same time. This could be one of the shared, modular, driverless vehicles of tomorrow.
რა იქნებოდა, რომ ამ მატარებელში თქვენ არ გიწევდეთ გაჩერება? ამ მატარებელს ვაგონები, შეიძლება დინამიურად დაშორდნენ, როდესაც თქვენ გადაადგლდებით და სწრაფ უმძღოლო ავტობუსებად იქცნენ, რომლებიც მეორადი გზის ქსელში იმოძრავებენ. გაუჩერებლად, გრძელი ტრანფერის გარეშე. თქვენ ახლა ზიხართ ავტობუსში, რომელიც მიეშურება თქვენი გარეუბნის მიმართულებით და როდესაც მას მიუახლოვდებით, სექცია რომელშიც ზიხართ, მოშორდება და თვითმართვის საშუალებით ზუსტად თქვენი სახლის კარამდე მიგიყვანთ. ეს არის კოლექტიურიც და ინდივიდუალურიც ერთდროულად. ეს შეიძლება ერთი-ერთი საერთო, მოდულური უმძღოლო ტრანსპორტები იყოს მომავალში.
Now ... as if walking in a city buzzing with drones, flying taxis, modular buses and suspended magnetic pods was not exotic enough, I think there is another force in action that will make urban traffic mesmerizing. If you think about it, the current generation of driverless cars is just trying to earn its way into a traffic grid made by and for humans. They're trying to learn traffic rules, which is relatively simple, and coping with human unpredictability, which is more challenging.
ახლა... თითქოს სეირნობა ქალაქში, რომელიც ახმაურებულია უპილოტო თვითმფრინავებით, მფრინავი ტაქსებით, მოდულარული ავტობუსებით და ჩამოკიდული მაგნეტური ტრანსპორტით არ იყო საკმარისად ეგზოტიკური, ვფიქრობ კიდევ ერთი ძალა არსებობს, რომელიც ქალაქის საგზაო სისტემას გასაოცარს გახდის. თუ დაფიქდრებით, უმძღოლო მანქანების ახლანდელი თაობა, ადამიანების მიერ ადამიანებისთვის შექმნილ საგზაო სისტემაში ცდილობს საკუთარი გზა იპოვოს. ეს მანქანები ცდილობენ ისწავლონ შედარებით მარტივი მოძრაობის წესები და გაუმკლავდნენ ადამიანურ არაპროგნოზირებადობას, რომელიც უფრო რთულია.
But what would happen when whole cities become driverless? Would we need traffic lights? Would we need lanes? How about speed limits? Red blood cells are not flowing in lanes. They never stop at red lights. In the first driverless cities, you would have no red lights and no lanes. And when all the cars are driverless and connected, everything is predictable and reaction time, minimum. They can drive much faster and can take any rational initiative that can speed them up or the cars around them. So instead of rigid traffic rules, flow will be regulated by a mesh of dynamic and constantly self-improving algorithms. The result: a strange traffic that mixes the fast and smooth rigor of German autobahns and the creative vitality of the intersections of Mumbai.
მაგრამ რა მოხდება, როცა მთელ ქალაქებში მემანქანები მძღოლების გარეშე ივლიან? დაგვჭირდებოდა შუქნიშნები? დაგვჭირდებოდა სამანქანო ბილიკები? სიჩქარის შეზღუდვა? სისხლის წითელი უჯრედები არ მიედინებიან საქანქანო ბილიკებზე. ისინი არასდროს ჩერდებიან წითელზე. პირველ უმძღოლო ქალაქებში, არ გექნებათ წითელი და ბილიკები. და როდესაც ყველა მანქანა მძღოლის გარეშე და დაკავშირებული იქნება, ყველაფერი პროგნოზირებადია და რეაქციის საჭირო დრო კი მინიმალური. მათ შეუძლიათ გაცილებით სწრაფად იარონ და შეუძლიათ სცადონ ნებისმიერი რაციონალური გზა, რომელიც მათ, ან მათ გარშემო მანქანებს აასწრაფებს. ასე რომ მკაცრი მოძრაობის წესების ნაცვლად ნაკადი იქნება დარეგულირებული დინამიური და მუდმივად თვითგაუმჯობესებადი ალგორითმებით. შედეგად უცნაურ საგზაო მოძრაობას მივიღებთ, რომელიც აერთიანებს სწრაფ და კომფორტულ გერმანულ ავტობანებსა და კრეატიულ სიცოცხლისუნარიანობას მუმბაის გზაჯვარედინებზე.
(Laughter)
(სიცილი)
Traffic will be functionally exuberant. It will be liquid like our blood. And by a strange paradox, the more robotized our traffic grid will be, the more organic and alive its movement will feel.
საგზაო მოძრაობა ენერგიული იქნება. ის იქნება სითხესავით, როგორც ჩვენი სისხლი და უცნაური პარადოქსია, მაგრამ რაც უფრო მეტად იქნება რობოტიზებული ჩვენი საგზაო სისტემა, მით მეტად ორგანულად და ცოცხალად აღიქმება მისი მოძრაობა.
So yes, biology has all the attributes of a transportation genius today. But this process has taken billions of years, and went through all sorts of iterations and mutations.
ასე რომ, დიახ, ბიოლოგიას ყველა ატრიბუტი აქვს იმისთვის, რომ დღევანდელი ტრანსპორტის გენია იყოს, მაგრამ ამ პროცესს მილიარდობით წელი დასჭირდა
We can't wait billions of years to evolve our transportation system. We now have the dreams, the concepts and the technology to create 3-D transportation networks, invent new vehicles and change the flow in our cities.
და ყველა ტიპის იტერაცია და მუტაცია გაიარა. ჩვენ მიალიარობით წელი ჩვენი სატრანსპორტო სისტემის ევოლუციას ვერ დავუცდით. ჩვენ ახლა გვაქვს ოცნებები, კონცეფცია და ტექნოლოგია რომ სამგანზომილებიანი სატრანსპორტო ქსელი შევქმნათ, ახალი სატრანსპორტო საშუალება გამოვიგონოთ და შევცვალოთ დინება ჩვენ ქალაქებში.
Let's do it.
მოდით გავაკეთოთ ეს
Thank you.
გმადლობთ.
(Applause)
(აპლოდისმენტები)