When I was seven years old and my sister was just five years old, we were playing on top of a bunk bed. I was two years older than my sister at the time -- I mean, I'm two years older than her now -- but at the time it meant she had to do everything that I wanted to do, and I wanted to play war. So we were up on top of our bunk beds. And on one side of the bunk bed, I had put out all of my G.I. Joe soldiers and weaponry. And on the other side were all my sister's My Little Ponies ready for a cavalry charge.
როდესაც 7 წლის ვიყავი, ჩემი და კი მხოლოდ 5 წლის იყო, ჩვენს ორსართულიან საწოლზე ვთამაშობდით ხოლმე. მაშინ ჩემს დაზე 2 წლით უფროსი ვიყავი ანუ, ახლაც მასზე ორი წლით უფროსი ვარ, მაგრამ მაშინ ეს იმას ნიშნავდა, რომ მას იმის გაკეთება უწევდა რაც მე მსურდა, და მე ომობანას თამაში მინდოდა. ჰოდა, ჩვენი ორსართულიანი საწოლის თავზე ვართ და საწოლის ერთ მხარეს მომიწია "ჯი აი ჯოს" ყველა ჯარისკაცისა და სრული შეიარაღების მობილიზაცია. საწოლის მეორე მხარეს კი ჩემი დის ყველა "ჩემი პატარა პონი" მზად იყო იერიშისთვის.
There are differing accounts of what actually happened that afternoon, but since my sister is not here with us today, let me tell you the true story --
რამდენიმე ვერსიაა იმის შესახებ თუ რეალურად რა მოხდა იმ შუადღეს, მაგრამ ვინაიდან ჩემი და დღეს აქ არ იმყოფება ნება მიბოძეთ ამ ისტორიის რეალური ვერსია გიამბოთ
(Laughter)
(სიცილი)
which is my sister's a little on the clumsy side. Somehow, without any help or push from her older brother at all, Amy disappeared off of the top of the bunk bed and landed with this crash on the floor. I nervously peered over the side of the bed to see what had befallen my fallen sister and saw that she had landed painfully on her hands and knees on all fours on the ground.
რომელიც ჩემი დის ცოტა მოუქნელ მხარეს წარმოაჩენს. როგორღაც, მისი უფროსი ძმის დახმარებისა და ხელის კვრის გარეშე, ემი საწოლის კიდიდან გაუჩინარდა და იატაკზე დაენარცხა. აღელვებულმა გადავიხედე საწოლის კიდიდან, რომ დამენახა რა დაემართა ჩემს დაცემულ დას და დავინახე, რომ ხელებსა და მუხლებზე მტკივნეულად დაცემულიყო და ოთხივე კიდურით იატაკს ეყრდნობოდა.
I was nervous because my parents had charged me with making sure that my sister and I played as safely and as quietly as possible. And seeing as how I had accidentally broken Amy's arm just one week before --
ძალიან განვიცადე, რადგან მშობლებმა დამავალეს ჩემი დისთვის მიმეხედა და მასთან მეთამაშა რაც შეიძლება უსაფრთხოდ და მშვიდად. იმწუთას თვალწინ მედგა სრულიად შემთხვევით როგორ მოვტეხე ემის ხელი სულ რაღაც ერთი კვირით ადრე
(Laughter)
(სიცილი)
(Laughter ends)
heroically pushing her out of the way of an oncoming imaginary sniper bullet,
წარმოსახვითი სნაიპერის ტყვიისგან მისი გმირულად გადარჩენის მცდელობისას,
(Laughter) for which I have yet to be thanked, I was trying as hard as I could -- she didn't even see it coming -- I was trying hard to be on my best behavior.
(სიცილი) რომლისთვისაც ჯერაც არ მიმიღია დამსახურებული მადლობა, არადა ყველაფერი გავაკეთე - მას კი არც დაუნახავს მისკენ მიმართული საშიშროება - ამ ყველაფრის შემდეგ, მაქსიმუმს ვაკეთებდი, რომ საუკეთესოდ მოვქცეულიყავი.
And I saw my sister's face, this wail of pain and suffering and surprise threatening to erupt from her mouth and wake my parents from the long winter's nap for which they had settled. So I did the only thing my frantic seven year-old brain could think to do to avert this tragedy. And if you have children, you've seen this hundreds of times. I said, "Amy, wait. Don't cry. Did you see how you landed? No human lands on all fours like that. Amy, I think this means you're a unicorn."
და ამ დროს დავინახე ჩემი დის სახე, რომელსაც ტკივილი, ტანჯვა და გაოცება აღბეჭდვოდა და კივილის ამოხეთქვის საშიშროება, რომელიც მშობლებს გამოაღვიძებდა მათი გრძელი ზამთრისეული ძილისგან. და მე ის ერთადერთი რამ გავაკეთე, რაც ჩემმა გასაოცარმა 7 წლის ტვინმა იმწუთას მოიფიქრა ამ ტრაგედიის თავიდან ასაცილებლად. და თუ თქვენც გყავთ ბავშვები, ეს მრავალჯერ გექნებათ ნანახი. ემის ვუთხარი: "მოიცადე, არ იტირო. დაინახე როგორ დაეცი? ვერცერთი ადამიანი შეძლებს შენსავით დაეცეს ოთხივე კიდურზე. ემი, მე ვფიქრობ ეს ნიშნავს, რომ შენ უნიკორნი ხარ."
(Laughter)
(სიცილი)
Now, that was cheating, because there was nothing she would want more than not to be Amy the hurt five year-old little sister, but Amy the special unicorn. Of course, this option was open to her brain at no point in the past. And you could see how my poor, manipulated sister faced conflict, as her little brain attempted to devote resources to feeling the pain and suffering and surprise she just experienced, or contemplating her new-found identity as a unicorn. And the latter won. Instead of crying or ceasing our play, instead of waking my parents, with all the negative consequences for me, a smile spread across her face and she scrambled back up onto the bunk bed with all the grace of a baby unicorn --
რასაკვირველია, ეს ეშმაკობა იყო რადგან მას არაფერი სურდა იმაზე მეტად რომ 5 წლის ტკივილით აღსავსე ჩემი უმცოსი და ემი კი არ ყოფილიყო არამედ, ემი - განსაკუთრებული უნიკორნი. რა თქმა უნდა ეს ვერსია მის ტვინში ამ მომენტამდე არ არსებობდა. და ნათლად დაინახავდით როგორ უმკლავდებოდა ჩემი საწყალი, მანიპულირებული და კონფლიქტს, როდესაც მისი პატარა ტვინი ცდილობდა აერჩია, რომ გონებრივი რესურსი დაეთმო ტკივილის, ტანჯვისა და იმ გაოცებისთვის რომელიც იმწუთას დაეუფლა, თუ ჩაღრმავებოდა მის ახალ იდენტობას, როგორც უნიკორნი. და ამ უკანასკნელმა გაიმარჯვა. იმის მაგივრად, რომ ეტირა და თამაში შეეწყვიტა, იმის მაგივრად, რომ მშობლები გაეღვიძებინა, და ჩემთვის ყოველმხრივ უარყოფითი შედეგები მოეტანა, მის სახეზე ღიმილი გაკრთა და საწოლზე ამოძვრა მთელი მისი ახალდაბადებული უნიკორნის მოხდენილობით -
(Laughter)
(სიცილი)
with one broken leg.
და ერთი მოტეხილი ფეხით.
What we stumbled across at this tender age of just five and seven -- we had no idea at the time -- was was going be at the vanguard of a scientific revolution occurring two decades later in the way that we look at the human brain. We had stumbled across something called positive psychology, which is the reason I'm here today and the reason that I wake up every morning.
ის რაც ჩვენ აღმოვაჩინეთ 5 და 7 წლის უმანკო ასაკში - და რასაც მაშინ ვერ ვაცნობიერებდით - იყო მოწინავე მეცნიერული რევოლუცია, რომელიც ორი ათწლეულის შემდეგ მოხდა ადამიანის ტვინის აღქმასთან მიმართებაში. ჩვენ მაშინ გადავაწყდით რაღაცას, რომელსაც პოზიტიური ფსიქოლოგია ჰქვია და რომელიც დღეს ჩემი აქ ყოფნის მთავარი მიზეზია და ყოველი ახალი დღის დაწყების სტიმულიც.
When I started talking about this research outside of academia, with companies and schools, the first thing they said to never do is to start with a graph. The first thing I want to do is start with a graph. This graph looks boring, but it is the reason I get excited and wake up every morning. And this graph doesn't even mean anything; it's fake data. What we found is --
როდესაც აკადემიური წრის გარეთ ამ კვლევაზე საუბარი დავიწყე, კომპანიებთან და სკოლებან, პირველი რაც მირჩიეს იყო, რომ საუბარი არ დამეწყო დიაგრამის ჩვენებით. მაგრამ მაინც მინდა ამ დიაგრამით დავიწყო. ეს დიაგრამა მოსაწყენად გამოიყურება, მაგრამ ისაა ჩემი შთაგონების წყარო, რომლითაც ყოველ დილით ვიღვიძებ. და ეს დიაგრამა რამესაც კი არ ნიშნავს: ის ყალბი მონაცემებისგან შედგება. ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ -
(Laughter)
(სიცილი)
If I got this data studying you, I would be thrilled, because there's a trend there, and that means that I can get published, which is all that really matters. There is one weird red dot above the curve, there's one weirdo in the room -- I know who you are, I saw you earlier -- that's no problem. That's no problem, as most of you know, because I can just delete that dot. I can delete that dot because that's clearly a measurement error. And we know that's a measurement error because it's messing up my data.
თუ ამ მონაცემებს თქვენს შესასწავლად გამოვიყენებდით, აღფრთოვანებული დავრჩებოდი, რადგან ამ მონაცემებში გარკვეული ტენდენციაა, და ეს ნიშნავს, რომ ჩემი კვლევა შეიძლება გამოქვეყნდეს, რაც რეალურად ყველაზე მნიშვნელოვანია. მრუდის ზემოთ ერთი უცნაური წითელი წერტილია, ოთახში ერთი უცნაური ადამიანია - ვიცი რომელიც ხარ, წეღან დაგინახე - მაგრამ პრობლემა არაა. ეს პრობლემა არაა, რადგან, როგორც უმრავლესობა თქვენგანმა იცის, მე უბრალოდ შემიძლია წავშალო ეს წერტილი. მე შემიძლია წავშალო ეს წერტილი, რადგან ნათელია, რომ ის კვლევითი შეცდომაა. და ვიცით, რომ ეს კვლევითი შეცდომაა, რადგან ჩემს მონაცემებს თავდაყირა აყენებს.
(Laughter)
(სიცილი)
So one of the first things we teach people in economics, statistics, business and psychology courses is how, in a statistically valid way, do we eliminate the weirdos. How do we eliminate the outliers so we can find the line of best fit? Which is fantastic if I'm trying to find out how many Advil the average person should be taking -- two.
ასე რომ, ერთერთი პირველი რამ რასაც ვასწავლით ეკონომიკაში, სტატისტიკაში, ბიზნესსა და ფსიქოლოგიაში, არის სტატისტიკურად გამართლებული გზით, უცნაური შემთხვევების აღკვეთა. როგორ მოვიშოროთ ცდომილებები, რომ უნაკლო მრუდი მივიღოთ? რაც შესანიშნავად გამომადგებოდა თუ ვეცდებოდი გამერკვია საშუალოდ რამდენი აბი "ადვილი" უნდა მიიღოს ადამიანმა - ორი.
But if I'm interested in your potential, or for happiness or productivity or energy or creativity, we're creating the cult of the average with science. If I asked a question like, "How fast can a child learn how to read in a classroom?" scientists change the answer to "How fast does the average child learn how to read in that classroom?" and we tailor the class towards the average. If you fall below the average, then psychologists get thrilled, because that means you're depressed or have a disorder, or hopefully both. We're hoping for both because our business model is, if you come into a therapy session with one problem, we want to make sure you leave knowing you have ten, so you keep coming back. We'll go back into your childhood if necessary, but eventually we want to make you normal again. But normal is merely average.
მაგრამ თუ მე თქვენი პოტენციალით, ან ბედნიერების ან პროდუქტიულობის, ან ენერგიის, ან შემოქმედებითობის დონით ვარ დაინტერესებული, მეცნიერებაში საშუალოს კულტს ვქმნით. თუ მე გკითხავდით: "რამდენად სწრაფად შეუძლია ბავშვს კითხვის სწავლა კლასში" მეცნიერები ამ კითხვას შეცვლიდნენ: "რამდენად სწრაფად შეუძლია საშუალო შესაძლებლობის ბავშვს ისწავლის კითხვა კლასში?" და ჩვენ კლასს ვქმნით საშუალო შესაძლებლობების გარშემო. თუ თქვენ საშუალოზე დაბლა დგახართ, ფსიქოლოგებს აღაფრთოვანებთ, რადგან ეს ნიშნავს, რომ თქვენ დეპრესია ან რაიმე სხვა აშლილობა გაქვთ, ან იმედია ორივე. ორივეს ვიმედოვნებთ, რადგან ჩვენი ბიზნეს მოდელის მიხედვით, თუ თერაპიაზე მხოლოდ ერთი პრობლემით მოხვალთ, ჩვენ ვუზრუნველყოფთ, წასვლისას გაიაზროთ, რომ ათი პრობლემა გაქვთ, რომ განაგრძოთ ჩვენთან ვიზიტები. თუ საჭიროა, თქვენს ბავშვობასაც დავუბრუნდებით, მაგრამ დროთა განმავლობაში გვინდა ისევ ნორმალურად გაქციოთ. მაგრამ ნორმალური უბრალოდ საშუალოს ნიშნავს.
And positive psychology posits that if we study what is merely average, we will remain merely average. Then instead of deleting those positive outliers, what I intentionally do is come into a population like this one and say, why? Why are some of you high above the curve in terms of intellectual, athletic, musical ability, creativity, energy levels, resiliency in the face of challenge, sense of humor? Whatever it is, instead of deleting you, what I want to do is study you. Because maybe we can glean information, not just how to move people up to the average, but move the entire average up in our companies and schools worldwide.
პოზიტიურ ფსიქოლოგიას მიაჩნია, რომ თუ ჩვენ უბრალოდ საშუალოს შევისწავლით, ჩვენც უბრალოდ საშუალო დავრჩებით. ამიტომ, იმ პოზიტიური ცდომილებების წაშლის მაგივრად მე გამიზნულად ვურღმავდები მსგავს ადამიანებს და ვსვამ კითხვას: რატომ? რატომ დგახართ ზოგიერთი თქვენგანი მრუდიდან საკმაოდ მაღლა თქვენი ინტელექტუალური, ათლეტური და მუსიკალური შესაძლებლობებით, თქვენი შემოქმედებითობით, ენერგიის დონით, მდგრადობით გამოწვევების წინაშე, იუმორის გრძნობით? რომელიც არ უნდა იყოს, იმის მაგივრად რომ წაგშალოთ, მინდა შეგისწავლოთ. რადგან იქნებ შევძლოთ, რომ მოვიძიოთ ინფორმაცია არა მხოლოდ იმაზე, თუ როგორ ავიყვანოთ ადამიანები საშუალოზე მაღლა, არამედ, როგორ ავწიოთ თავად საშუალო მარჟა, ჩვენს კომპანიებსა და სკოლებში, მსოფლიოს მასშტაბით.
The reason this graph is important to me is, on the news, the majority of the information is not positive. in fact it's negative. Most of it's about murder, corruption, diseases, natural disasters. And very quickly, my brain starts to think that's the accurate ratio of negative to positive in the world. This creates "the medical school syndrome." During the first year of medical training, as you read through a list of all the symptoms and diseases, suddenly you realize you have all of them.
მიზეზი იმისა, თუ რატომ არის ეს დიაგრამა ჩემთვის მნიშვნელოვანი წარმოდგენილია ახალ ამბებშიც - ინფორმაციის უმრავლესობა არ არის პოზიტიური. უფრო მეტიც, ის ნეგატიურია. ინფორმაციის უმრავლესობა ეხება მკვლელობებს, კორუფციას, დაავადებებს, ბუნებრივ კატასტროფებს. და უნებლიედ, ჩვენი ტვინი იწყებს ფიქრს, რომ ზუსტად ესაა პოზიტივისა და ნეგატივის თანაფარდობა მსოფლიოში. ამას კი "სამედიცინო სკოლის სინდრომთან" მივყავართ. სამედიცინოზე სწავლების პირველ წელს, როდესაც დაავადებების და მათი სიმპტომების სიას ეცნობი უეცრად აცნობიერებ რომ ყველა მათგანი გჭირს.
(Laughter)
(სიცილი)
I have a brother in-law named Bobo, which is a whole other story. Bobo married Amy the unicorn. Bobo called me on the phone --
ჩემს სიძეს ჰქვია ბობო, რომელიც ცალკე ისტორიაა მოსაყოლად. ბობო დაქორწინებულია უნიკორნ ემიზე. ერთხელაც ბობო მირეკავს ტელეფონზე -
(Laughter)
(სიცილი)
from Yale Medical School, and Bobo said, "Shawn, I have leprosy."
იელის სამედიცინო სკოლიდან, და მეუბნება: "შონ, კეთრი მაქვს."
(Laughter)
(სიცილი)
Which, even at Yale, is extraordinarily rare. But I had no idea how to console poor Bobo because he had just gotten over an entire week of menopause.
რომელიც, იელშიც კი საოცრად იშვიათია. წარმოდგენა არ მქონდა როგორ მენუგეშებინა საცოდავი ბობო, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ გადაიტანა ერთკვირიანი მენოპაუზა.
(Laughter)
(სიცილი)
We're finding it's not necessarily the reality that shapes us, but the lens through which your brain views the world that shapes your reality. And if we can change the lens, not only can we change your happiness, we can change every single educational and business outcome at the same time.
აღმოვაჩინეთ, რომ აუცილებლად რეალობა კი არ გვქმნის, არამედ თქვენს რეალობას ქმნის ის ლინზები, რომლითაც თქვენი ტვინი აღიქვამს სამყაროს. და თუ ჩვენ შევძლებთ ლინზები შევცვალოთ, ეს არამხოლოდ ჩვენს ბედნიერებას შეცვლის, არამედ თითოეული საგანმანათლებლო და ბიზნეს მიღწევების შეცვლასაც შევძლებთ.
I applied to Harvard on a dare. I didn't expect to get in, and my family had no money for college. When I got a military scholarship two weeks later, they let me go. Something that wasn't even a possibility became a reality. I assumed everyone there would see it as a privilege as well, that they'd be excited to be there. Even in a classroom full of people smarter than you, I felt you'd be happy just to be in that classroom. But what I found is, while some people experience that, when I graduated after my four years and then spent the next eight years living in the dorms with the students -- Harvard asked me to; I wasn't that guy.
ჰარვარდში გაბედულად გავაგზავნე განაცხადი. არ ველოდი, რომ ჩავირიცხებოდი და არც ჩემს ოჯახს ჰქონდა ფული სწავლის გადასახადისთვის. ორი კვირის შემდეგ, როდესაც სამხედრო სტიპენდია მივიღე, მათ გამიშვეს. ის რაც შესაძლებელიც კი არ იყო, რეალობა გახდა. ვვარაუდობდი, რომ ამას ყველა ჩემსავით პრივილეგიად აღიქვამდა და ყველას უხაროდა რომ იქ მოხვდა. აუდიტორიაშიც კი, რომელიც თქვენზე ჭკვიანი ადამიანებით იყო სავსე, ვფიქრობდი, რომ იქ ყოფნაც კი ბედნიერებას მოგგვრიდათ. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ზოგი ადამიანი ნამდვილად განიცდიდა ამას, თუმცა 4 წლიანი სწავლის შემდეგ და მას მერე რაც 8 წელი ვიცხოვრე სტუდენტთა საცხოვრებელში - ეს ჰარვარდმა მთხოვა - ეგ ტიპი არ ვიყავი.
(Laughter)
(სიცილი)
I was an officer to counsel students through the difficult four years. And in my research and my teaching, I found that these students, no matter how happy they were with their original success of getting into the school, two weeks later their brains were focused, not on the privilege of being there, nor on their philosophy or physics, but on the competition, the workload, the hassles, stresses, complaints.
სტუდენტთა მრჩეველი ვიყავი მათი რთული 4 წლის განმავლობაში და ჩემი კვლევისა და სწავლების პერიოდში აღმოვაჩინე, რომ ეს სტუდენტები, მნიშვნელობა არ აქვს რამდენად ბედნიერი იყვნენ, მათი პირვანდელი წარმატებით, რომ ჰარვადში ჩაირიცხნენ, ორი კვირის შემდეგ მათი ტვინი აქცენტს აკეთებდა არა იმ პრივილეგიაზე რომ ისინი აქ სწავლობდნენ, არც ფილოსოფიაზე და ფიზიკაზე, არამედ კონკურენციაზე, დატვირთვაზე, სურთულეებზე, სტრესზე, ჩივილებზე.
When I first went in there, I walked into the freshmen dining hall, which is where my friends from Waco, Texas, which is where I grew up -- I know some of you know this. When they'd visit, they'd look around, and say, "This dining hall looks like something out of Hogwart's." It does, because that was Hogwart's and that's Harvard. And when they see this, they say, "Why do you waste your time studying happiness at Harvard? What does a Harvard student possibly have to be unhappy about?"
როდესაც პირველად პირველკურსელთა სასადილო დარბაზში შევაბიჯე სადაც ჩემი მეგობრები ვაკოდან, ტეხასის შტატიდან - ეს ის ადგილია სადაც გავიზარდე - ვიცი რომ ზოგიერთ თქვენგანს გაუგია სად არის - მეწვეოდნენ ხოლმე, მიმოიხედავდნენ და იტყოდნენ "ეს სასადილო დარბაზი ჰოგვარტსს გავს ჰარი პოტერიდან" ნამდვილად გავს, რადგან ჰოგვარტსი ჰარი პოტერში ჰარვარდია. შემდეგ ამას დაინახავდნენ და მკითხავდნენ: "შონ, რატომ ფლანგავ შენ დროს ჰარვარდში ბედნიერების შესასწავლად? სერიოზულად, რამ შეიძლება გახადოს ჰარვარდის სტუდენტი უბედური?"
Embedded within that question is the key to understanding the science of happiness. Because what that question assumes is that our external world is predictive of our happiness levels, when in reality, if I know everything about your external world, I can only predict 10% of your long-term happiness. 90 percent of your long-term happiness is predicted not by the external world, but by the way your brain processes the world. And if we change it, if we change our formula for happiness and success, we can change the way that we can then affect reality. What we found is that only 25% of job successes are predicted by IQ, 75 percent of job successes are predicted by your optimism levels, your social support and your ability to see stress as a challenge instead of as a threat.
ზუსტად ამ კითხვას უკავშირდება ბედნიერების შესახებ მეცნიერების გასაღებიც. რადგან კითხვა მოიცავს ვარაუდს, რომ გარემო განსაზღვრავს ჩვენი ბედნიერების დონეს მაშინ როცა რეალურად, მე რომც ყველაფერი ვიცოდე თქვენი გარემოს შესახებ მხოლოდ 10%-ით შევძლებ გამოვიცნო თქვენი სამომავლო ბედნიერების დონე. თქვენი სამომავლო ბედნიერების 90% არა არსებული გარემოთი არამედ იმით განისაზღვრება თუ როგორ აღიქვამს თქვენი ტვინი ამ გარემოს. და თუ ჩვენ ამას შევცვლით, თუ ბედნიერებისა და წარმატების ფორმულას შევცვლით, რეალობის ჩვენეულ აღქმასაც შევცვლით. ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ პროფესიული წარმატების მხოლოდ 25%-ს განაპირობებს IQ, პროფესიული წარმატების 75% კი განპირობებულია თქვენი ოპტიმიზმის დონით, სოციალური მხარდაჭერით და თქვენი უნარით, შეხედოთ სტრესს როგორც გამოწვევას და არა საფრთხეს.
I talked to a New England boarding school, probably the most prestigious one, and they said, "We already know that. So every year, instead of just teaching our students, we have a wellness week. And we're so excited. Monday night we have the world's leading expert will speak about adolescent depression. Tuesday night it's school violence and bullying. Wednesday night is eating disorders. Thursday night is illicit drug use. And Friday night we're trying to decide between risky sex or happiness."
როდესაც "ნიუ ინგლენდის" პანსიონს ვესაუბრე, რომელიც ერთერთი პრესტიჟული სკოლაა, მათ მითხრეს: "ჩვენ ეს კარგად ვიცით. სწორედ ამიტომ ყოველწლიურად ჩვეულებრივ სასწავლო პროცესთან ერთად, ჩვენ გვაქვს კეთილდღეობის კვირა. და ამაღელვებელია, რომ ორშაბათ საღამოს გვესტუმრება მსოფლიოს წამყვანი ექსპერტი და ისაუბრებს ზრდასრულთა დეპრესიაზე. სამშაბათ საღამოს თემაა ძალადობა სკოლაში და ბულინგი. ოთხშაბათ საღამოს კვებით დარღვევებს შევეხებით. ხუთშაბათს საღამოს - ნარკოტიკების მოხმარებას. აი პარასკევისთვის კი, ვცდილობთ არჩევანი გავაკეთოთ რისკიან სექსსა და ბედნიერებას შორის.
(Laughter)
(სიცილი)
I said, "That's most people's Friday nights."
მე ვუპასუხე: "ეგ ხომ ისეც ყველა ჩვენგანის პარასკევი საღამოს თემაა."
(Laughter)
(სიცილი)
(Applause)
(აპლოდისმენტები)
Which I'm glad you liked, but they did not like that at all. Silence on the phone. And into the silence, I said, "I'd be happy to speak at your school, but that's not a wellness week, that's a sickness week. You've outlined all the negative things that can happen, but not talked about the positive."
მიხარია, რომ ჩემი კომენტარი მოგეწონათ, მაგრამ მათ სულაც არ ჰქონიათ იგივე რეაქცია. სატელეფონო საუბრისას დუმილი ჩამოვარდა. ეს დუმილი გამოვიყენე და დავამატე: "მოხარული ვიქნები თქვენს სკოლაში სიტყვით გამოვიდე, მაგრამ კეთილდღეობის კვირა კი არა, ავადმყოფობის კვირა გამოდის. თქვენ ყველა შესაძლო ნეგატიურ მოვლენას მოუყარეთ თავი და პოზიტიურზე სიტყვაც არ დაგიძრავთ."
The absence of disease is not health. Here's how we get to health: We need to reverse the formula for happiness and success. In the last three years, I've traveled to 45 countries, working with schools and companies in the midst of an economic downturn. And I found that most companies and schools follow a formula for success, which is this: If I work harder, I'll be more successful. And if I'm more successful, then I'll be happier. That undergirds most of our parenting and managing styles, the way that we motivate our behavior.
ავადმყოფობის არ არსებობა ჯანმრთელობას არ ნიშნავს. ჯანმრთელობას კი აი ასე მივაღწევთ: ბედნიერებისა და წარმატების ფორმულა უნდა გადავანაცვლოთ. ბოლო სამი წლის განმავლობაში 45 ქვეყანაში ვიმოგზაურე, ვმუშაობდი სკოლებთან და კომპანიებთან, ეკონომიკური კრიზისის შუაგულში. და მე აღმოვაჩინე, რომ კომპანიებისა და სკოლების უმრავლესობა წარმატების შემდეგ ფორმულას იყენებს: თუ უფრო მეტს ვიმუშავებ, უფრო წარმატებული ვიქნები. და თუ მეტ წარმატებას მივაღწევ, უფრო ბედნიერიც ვიქნები. ძალიან ხშირად ეს იდეა ჩვენი აღზრდისა და მართვის სტილშიც იკვეთება და ჩვენი ქცევის მოტივაციაშიც.
And the problem is it's scientifically broken and backwards for two reasons. Every time your brain has a success, you just changed the goalpost of what success looked like. You got good grades, now you have to get better grades, you got into a good school and after you get into a better one, you got a good job, now you have to get a better job, you hit your sales target, we're going to change it. And if happiness is on the opposite side of success, your brain never gets there. We've pushed happiness over the cognitive horizon, as a society. And that's because we think we have to be successful, then we'll be happier.
მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ ეს მეცნიერულად გაუმართავი და არასწორი მიდგომაა ორი მიზეზის გამო: ყოველ ჯერზე, როდესაც თქვენი ტვინი წარმატებას მიაღწევს, ის ცვლის წარმატების სამიზნეს. თუ კარგი ნიშნები უკვე მიიღეთ, ახლა უკეთესი ნიშნების მიღების დროა. კარგ უნივერსიტეტში ჩაირიცხეთ, შემდეგ უკეთესში ჩაირიცხებით. კარგი სამსახური იშოვნეთ, ახლა დროა უკეთესი ნახოთ. გაყიდვებში თქვენს მიზანს მიაღწიეთ, ახლა კი ახალი მიზნის დასახვის დროა. და თუ ბედნიერება წარმატების შემდეგ მდებარეობს, თქვენი ტვინი იქამდე ვერასდროს მიაღწევს. როგორც საზოგადოება, ჩვენ მუდმივად გადავაჩოჩებთ ხოლმე ბედნიერებას წარმოსახვით ჰორიზონტზე. და ამიტომაა, რომ გვგონია თუ წარმატებული ვიქნებით, ეს ბედნიერებასაც მოგვიტანს. მაგრამ რეალური პრობლემა ისაა, რომ ჩვენი ტვინი საპირისპირო ფორმულით მუშაობს.
But our brains work in the opposite order. If you can raise somebody's level of positivity in the present, then their brain experiences what we now call a happiness advantage, which is your brain at positive performs significantly better than at negative, neutral or stressed. Your intelligence rises, your creativity rises, your energy levels rise. In fact, we've found that every single business outcome improves. Your brain at positive is 31% more productive than your brain at negative, neutral or stressed. You're 37% better at sales. Doctors are 19 percent faster, more accurate at coming up with the correct diagnosis when positive instead of negative, neutral or stressed.
თუ შეძლებთ გაზარდოთ ადამიანის პოზიტიურობის დონე აწმყოში, მისი ტვინი იმის განცდას იწყებს, რასაც ჩვენ ბედნიერების უპირატესობას ვუწოდებთ, რაც იმაში მდგომარეობს, რომ პოზიტიურ განწყობაზე თქვენი ტვინი მნიშვნელოვნად უკეთ მუშაობს ვიდრე ნეგატიურზე, ნეიტრალურზე ან სტრესულზე. თქვენი ინტელექტი, შემოქმედებითი უნარები და ენერგიის დონე იზრდება. რეალურად, ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ საქმიანობის ყველა შედეგი უმჯობესდება. თქვენი ტვინი პოზიტიურ განწყობაზე 31%-ით უფრო პროდუქტიულია, ვიდრე ნეგატიურზე, ნეიტრალურზე ან სტრესულზე. თქვენი უნარები გაყიდვებში 37%-ით უმჯობესდება. ექიმები 19%-ით უფრო სწრაფები და ზუსტები არიან სწორი დიაგნოზის დასმაში როდესაც პოზიტიურ განწყობაზე არიან, ნაცვლად ნეგატიურისა, ნეიტრალურისა ან სტრესულისა.
Which means we can reverse the formula. If we can find a way of becoming positive in the present, then our brains work even more successfully as we're able to work harder, faster and more intelligently. We need to be able to reverse this formula so we can start to see what our brains are actually capable of. Because dopamine, which floods into your system when you're positive, has two functions. Not only does it make you happier, it turns on all of the learning centers in your brain allowing you to adapt to the world in a different way.
რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ჩვენ შეგვიძლია ფორმულა გადავანაცვლოთ. თუ შევძლებთ, რომ პოზიტიურ განწყობაზე დავდგეთ, ჩვენი ტვინი კი უფრო წარმატებით დაიწყებს მუშაობას და შევძლებთ უკეთ, უფრო სწრაფად და უფრო გონივრულად ვიმუშაოთ. ჩვენ გვჭირდება შევძლოთ ფორმულის გადანაცვლება იმისთვის, რომ დავინახოთ რეალურად რა შეუძლია ჩვენს ტვინს. რადგანაც დოპამინს, რომელსაც თქვენი ორგანიზმი პოზიტიური განწყობის დროს გამოყოფს ორი ფუნქცია აქვს. ის არა მარტო უფრო ბედნიერს გხდით, არამედ თქვენს ტვინში ასტიმულირებს სასწავლო ცენტრებს, რომელიც საშუალებას გაძლევთ სხვაგვარად შეძლოთ გარე სამყაროსთან ადაპტაცია.
We've found there are ways that you can train your brain to be able to become more positive. In just a two-minute span of time done for 21 days in a row, we can actually rewire your brain, allowing your brain to actually work more optimistically and more successfully. We've done these things in research now in every company that I've worked with, getting them to write down three new things that they're grateful for for 21 days in a row, three new things each day. And at the end of that, their brain starts to retain a pattern of scanning the world not for the negative, but for the positive first.
ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ არსებობს გზები თქვენი ტვინის გასავარჯიშებლად, რომ ის უფრო პოზიტიური გახადოთ. მხოლოდ 2 წუთით დღეში, 21 დღის განმავლობაში, შეგიძლიათ გადატვირთოთ თქვენი ტვინის პროგრამა ისე, რომ რეალურად შეძლოთ უფრო ოპტიმისტურად და წარმატებულად მუშაობა. ჩვენს კვლევებში ვცადეთ ეს მიდგომა ყველა კომპანიასთან, რომელთანაც ვმუშაობდით და ვთხოვეთ ჩამოეწერათ სამი რამ რაზეც მადლიერი იყვნენ 21 დღის განმავლობაში, 3 ახალი რამ, ყოველ დღე. და ამ პროცესის დასასრულს, მათი ტვინი იწყებს სქემის ათვისებას, რომელიც გარე სამყაროს პირველ რიგში პოზიტივით აღიქვამს და არა ნეგატივით.
Journaling about one positive experience you've had over the past 24 hours allows your brain to relive it. Exercise teaches your brain that your behavior matters. We find that meditation allows your brain to get over the cultural ADHD that we've been creating by trying to do multiple tasks at once and allows our brains to focus on the task at hand. And finally, random acts of kindness are conscious acts of kindness. We get people, when they open up their inbox, to write one positive email praising or thanking somebody in their support network.
ბოლო 24 საათში მომხდარი ერთი პოზიტიური გამოცდილების შესახებ ჩანაწერის გაკეთებით თქვენი ტვინი გაითავისებს მას. ეს სავარჯიშო თქვენს ტვინს ასწავლის, რომ თქვენი ქცევა მნიშვნელოვანია. ჩვენი აღმოჩენით, ეს მედიტაცია ტვინს საშუალებას აძლევს ჩვენი კულტურის მიერ თავმსოხვეულ ყურადღების დეფიციტს გაუმკლავდეს, რომელიც რამდენიმე ამოცანის ერთდროულად შესრულების მცდელობით შევიძინეთ. ის საშუალებას აძლევს ტვინს ფოკუსი გააკეთოს ჩვენს წინაშე არსებულ ერთ ამოცანაზე. და ბოლოს, ყოველდღიური მარტივი კეთილი საქმეებიც გაცნობიერებული სიკეთეა. ჩვენ შეგვხედრია ადამიანები, რომლებიც ხსნიან ელ-ფოსტას, რომ ერთი პოზიტიური წერილი მიწერონ ვინმეს მათი სოციალური წრიდან, რომელშიც შეაქებენ ან მადლობას გადაუხდიან მათ. და ამ ქმედებით
And by doing these activities and by training your brain just like we train our bodies, what we've found is we can reverse the formula for happiness and success, and in doing so, not only create ripples of positivity, but a real revolution.
და მათი ტვინის გავარჯიშებით ისე, როგორც ჩვენ ვავარჯიშებთ ჩვენს სხეულს, ჩვენ აღმოჩენით, ისინი ახდენენ ბედნიერებისა და წარმატების ფორმულის გადანაცვლებას. ამ ცვლილებით არამარტო პოზიტიურ ტალღებს ქმნიან, არამედ რეალურ რევოლუციასაც! დიდი მადლობა!
Thank you very much.
(აპლოდისმენტები)
(Applause)