What stands between Africa's current prostrate condition and a future of prosperity and abundance for its long-suffering populations? One word: knowledge. If Africa is to become a continent that offers the best life for humans, it must become a knowledge society immediately. This is what I have called "Africa's knowledge imperative."
რა დგას აფრიკის ამჟამინდელ, დაუძლურებულ მდგომარეობასა და მისი ხანგრძლივად ნატანჯი ერების მომავალ კეთილდღეობასა და სიმდიდრეს შორის? მხოლოდ ერთი რამ: ცოდნა. თუ აფრიკა იმ კონტინენტად იქცევა, რომელიც ადამიანებს საუკეთესო ცხოვრების პირობებს შესთავაზებს, ის დაუყონებლივ ცოდნის საზოგადოება უნდა გახდეს. მე ამას ,,აფრიკის განათლების გარდაუვალი მოთხოვნა" ვუწოდე.
Our universities must reduce emphasis on producing manpower for running our civil society, our economy and our political institutions. They should be dedicated mainly to knowledge production. What sense is there in producing civil engineers who are not supported by soil scientists and geologists, who make it their business to create knowledge about our soil and our rocks? What use is there in producing lawyers without juries who produce knowledge of the underlying philosophical foundations of the legal system? We must seek knowledge. We must approach the matter of knowledge with a maniacal commitment, without let or hindrance.
ჩვენმა უნივერსიტეტებმა მუშახელის შექმნაზე აქცენტირება უნდა შეამცირონ სამოქალაქო საზოგადოების, ჩვენი ეკონომიკისა და პოლიტიკური ინსტიტუტების მართვისას. ისინი, ძირითადად,ინტელექტუალური დოვლათის შექმნაზე მიმართულნი უნდა იყვნენ. რა აზრი აქვს სამოქალაქო ინჟინრების აღრზდას თუ მათ ნიადაგმცოდნეები და გეოლოგები მხარს არ უჭერენ, რომლებმაც, თავიანთი საქმიანობის ფარგლებში, ჩვენი ნიადაგისა და კლდეების შესახებ ცოდნა დააგროვეს? რა აზრი აქვს იურისტების აღზრდას სამართალმცოდნეების გარეშე, რომლებიც ცოდნას სამართლის სისტემის ფილოსოფიურ საფუძვლებზე ქმნიან. ჩვენ ცოდნა უნდა ვეძიოთ. შემეცნების საკითხებს მანიაკური თავდადებით უნდა მივუდგეთ, შეუფერხებლად და დაუბრკოლებლად.
Though we must seek knowledge to solve problems we know of, we must also seek knowledge when there is no problem in view -- especially when there is no problem in view. We must seek to know as much of what there is to know of all things, limited only by the insufficiency of our human nature, and not only when the need arises. Those who do not seek knowledge when it is not needed will not have it when they must have it.
თუმცაღა,ცოდნა არსებული პრობლემების გადასაჭრელად უნდა ვეძიოთ ასევე იმ ცოდნასაც უნდა ვეძიოთ, რომლებშიც სირთულეები არ ჩანს -- განსაკუთრებით მაშინ,როდესაც სირთულეები არ ჩანს. მაქსიმალურად უნდა გამოვიკვლიოთ ყველაფერი, ადამიანური შესაძლებლობების ფარგლებში და არა მხოლოდ მაშინ, როდესაც ამის საჭიროება დგება. ის,ვინც არ ეძიებს ცოდნას, როდესაც მისი საჭიროება არ არის, არ ექნება ის, როდესაც დასჭირდება.
The biggest crisis in Africa today is the crisis of knowledge: how to produce it, how to manage it, and how to deploy it effectively. For instance, Africa does not have a water crisis. It has a knowledge crisis regarding its water, where and what types it is, how it can be tapped and made available where and when needed to all and sundry. How does a continent that is home to some of the largest bodies of water in the world -- the Nile, the Niger, the Congo, the Zambezi and the Orange Rivers -- be said to have a water crisis, including in countries where those rivers are? And that is only surface water.
აფრიკის ყველაზე დიდი კრიზისი დღესდღეობით ცოდნის დეფიციტია: როგორ შევქმნათ იგი, როგორ ვმართოთ და როგორ გავანაწილოთ ეფექტურად. მაგალითად, აფრიკას წყლის დეფიციტი არ აქვს. მას წყალთან დაკავშირებული ცოდნის დეფიციტი აქვს, სად და რა სახით არსებობს, როგორ ჩამოვასხათ და ყველასთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ, საჭირო დროსა და ადგილას. როგორ შეიძლება, კონტინენტზე, რომელიც მსოფლიოს ისეთი უმსხვილესი მდინარეების სამშობლოა, როგორებიცაა ნილოსი, ნიგერი, კონგო, ზამბეზი და ორანჟი, ითქვას, რომ წყლის კრიზისს განიცდის, იმ ქვეყნების ჩათვლით სადაც ეს მდინარეები მიედინებიან? და ეს მხოლოდ ზედაპირული წყლის რესურსია.
While we wrongly dissipate our energies fighting the wrong crises, all those who invest in knowledge about us are busy figuring out how to pipe water from Libya's aquifers to quench Europe's thirst. Such is our knowledge of our water resources that many of our countries have given up on making potable water a routine presence in the lives of Africans, rich or poor, high and low, rural and urban. We eagerly accept what the merchants of misery and the global African Studies safari professoriat and their aid-addled, autonomy-fearing African minions in government, universities and civil society tell us regarding how nature has been to stinting towards Africa when it comes to the distribution of water resources in the world. We are content to run our cities and rural dwellings alike on boreholes. How does one run metropolises on boreholes and wells?
სანამ ენერგიას ტყუილუბრალოდ სხვა კრიზისებთან ბრძოლაში ვფლანგავთ, ყველამ, ვინც ჩვენს შესწავლაში ინვესტიცია ჩადო, ახლა იმის გარკვევას ცდილობენ ლიბიის მიწისქვეშა წყალი მილებში როგორ გაუშვან,რათა ევროპას წყურვილის გრძნობა მოუკლან. ჩვენი წყლის რესურსის შესახებ ის ვიცით რომ აფრიკის ბევრმა ქვეყანამ უარი თქვა სასმელი წყალი აფრიკელების ცხოვრების ყოველდღიურ რუტინად ექცია მდიდარისა თუ ღარიბისთვის, მაღალი თუ დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენელისთვის ქალაქის თუ სოფლის მკვიდრისთვის. მხურვალედ ვიზიარებთ,რასაც სიღარიბით მოვაჭრეები, მსოფლიოს აფრიკის შემსწავლელი საფარის მკვლევარები და მათი მხარდამჭერები ავტონომიის მოშიში აფრიკელი მინიონები მთვარობაში,უნივერსიტეტებსა და სამოქალაქო საზოგადოებაში გვუბნებიან თუ როგორი მწირია აფრიკის ბუნება მსოფლიოში წყლის რესურსების წარმოების თვალსაზრისით. ჩვენ კმაყოფილები ვართ ჩვენი ქალაქებსა და სოფლების საცხოვრებლების ჭაბურღილებზე ყოფნით. მაგრამ როგორ უნდა ვმართოთ მეტროპოლისებს ჭაბურღილებსა და ჭებზე?
Does Africa have a food crisis? Again, the answer is no. It is yet another knowledge crisis regarding Africa's agricultural resources, what and where they are, and how they can be best managed to make Africans live more lives that are worth living. Otherwise, how does one explain the fact that geography puts the source of the River Nile in Ethiopia, and its people cannot have water for their lives? And the same geography puts California in the desert, but it is a breadbasket.
აფრიკას საკვების კრიზისი აქვს? პასუხი კვლავ არის - არა. ეს არის კიდევ ერთი ცოდნის დეფიციტი აფრიკის სასოფლო-სამეურნეო რესურსებზე რა სახის რესურსი გვაქვს და სად, და როგორ შეიძლება მათი უკეთესად გამოყენება, ისე რომ აფრიკლებმა,რომლებიც ამას იმსახურებენ უფრო დიდხანს იცოცხლონ. სხვაგვარად, როგორ აიხსნება ფაქტი, რომ ბუნება ეთიოპიაში მდინარე ნილოსის შენაკადს ათავსებს და მის მოქალაქეებს სიცოცხლისთვის საჭირო წყალი ვერ მიეწოდება? იმავე ბუნება კალიფორნიას უდაბოში ათავსებს, მაგრამ ის რეგიონის ბეღელს წარმოადგენს.
The difference, obviously, is not geography. It is knowledge. Colorado's aquifers grow California's pistachios. Why can't Libya's aquifers grow sorghum in northern Nigeria? Why does Nigeria not aspire to feed the world, not just itself? If Africa's land is so poor, as we are often told, why are outsiders, from the United Arab Emirates all the way to South Korea, buying up vast acreages of our land, to grow food, no less, to feed their people in lands that are truly more geographically stinting? The new landowners are not planning to import new topsoil to make their African acquisitions more arable. Again, a singular instance of knowledge deficiency.
ცხადია, განსხვავება გეოგრაფიულ მდებარეობაში არ არის. განსხვავება ცოდნაშია. კოლორადოს მიწისქვეშა წყლები კალიფორნიაში ფისტებს ზრდის. რატომ არ შეიძლება მიწისქვეშა წყლებმა ჩრდილოეთ ნიგერიაში სორგო მოგვაყვანინოს? რატომ არ ისწრაფის ნიგერია, რომ მსოფლიო და არამხოლოდ საკუთარი თავი გამოკვებოს? თუკი აფრიკის ნიადაგი ისეთი მწირია, როგორც ხშირად გვეუბნებიან, რატომ არის, რომ უცხოელები არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან მოყოლებული სამხრეთ კორეამდე ჩვენი მიწის უზარმაზარ ფართობებს ყიდულობენ არც მეტი, არც ნაკლები, მოსავლის მისაღებად და, თავიანთი, უნაყოფო მიწებზე დასახლებული ხალხის გამოსაკვებად? მიწების ახალ მფლობელები არ გეგმავენ ნიადაგის ახალი ფენის შემოტანას, თავიანთი აფრიკული შენაძენის უფრო მეტად დასამუშავებლად -კიდევ ერთი მაგალითი ჩვენი ცოდნის დეფიციტის.
In the 19th century, our predecessors, just years removed from the ravages of slavery and the slave trade, were exploring the Niger and Congo Rivers with a view to turning Africa's resources to the advantage of its people and to the rest of humanity, and their 20th-century successors were dreaming of harnessing the powers of the River Congo to light up the whole continent. Now only buccaneer capitalists from Europe are scheming of doing the same, but for exports to Europe and South Africa. And they are even suggesting that Congolese may not benefit from this scheme, because, according to them, Congolese communities are too small to make providing them with electricity a viable concern.
მეცხრამეტე საუკუნეში, ჩვენი წინაპრები, რომლებიც სულ რამდენიმე წლის გათავისუფლებულნი იყვნენ მონობისა და მონებით ვაჭრობის უღლიდან, მდინარე ნიგერსა და კონგოს იკვლევდნენ რათა აფრიკის რესურსები თავისი ხალხისა და დანარჩენი კაცობრიობის სასარგებლოდ გამოეყენებინათ. მათი მემკვიდრეები მეოცე საუკუნეში ოცნებობდნენ,რომ მდინარე კონგოს ენერგია მთელი კონტინენტის გასანათებლად გამოეყენებინათ. ახლა კი, მხოლოდ ევროპელი მეკობრე კაპიტალისტები გეგმავენ, იმავე გააკეთონ ევროპასა და სამხრეთ აფრიკაში ექსპორტისთვის. და ისინი იმასაც კი ვარაუდობენ, რომ კონგოელები ვერ ისარგებლებენ ამ პროექტით, ვინაიდან, მათ შეხედულებით, კონგოური დასახლებები ძალიან მცირე ზომისაა რომ მათი ელექტროენერგიით მომარაგება რეალური საზრუნავი გახდეს.
The solution? Africa must become a knowledge society, a defining characteristic of the modern age. We neither are, nor are we on the path to becoming, a knowledge society.
გამოსავალი? აფრიკა ცოდნის საზოგადოება უნდა გახდეს, ეს თანამედროვე ეპოქისთვის დამახასიათებელი მოცემულობაა. ჩვენ არ წარმოვადგენთ ცოდნის საზოგადოებას და ამ გზას არც კი ვადგავართ.
Things have not always been this way when it comes to knowledge production and Africa. In antiquity, the world went to Africa for intellectual enrichment. There were celebrated centers of learning, attracting questers from all parts of the then-known world, seeking knowledge about that world. What happened then has implications for our present. For example, how Roman Africa managed the relationship between settlers and natives between the second and fourth centuries of our era might have something to teach us when it comes to confronting not-too-dissimilar problems at the present time. But how many classics departments do we have in our universities? Because we do not invest in knowledge, people come to Africa now not as a place of intellectual enrichment, but as a place where they sate their thirst for exotica.
თუმცა, ყოველთვის ამგვარად არ ყოფილა. როდესაც საქმე ცოდნის შქმნასა და აფრიკას ეხება. ანტიკურ ხანაში მსოფლიო აფრიკაში ინტელექტუალური განვითარებისთვის ჩადიოდა. აქ იყო ცნობილი განათლების ცენტრები, რომლებიც მკვლევარებს მსოფლიოს იმჟამად ცნობილი ყველა კუთხიდან იზიდავდნენ, რომლებიც ამ სამყაროს ნაწილს შეისწავლიდნენ. ხოლო რაც შემდგომში მოხდა, ჩვენს აწმყოზეც იქონია გავლენა. მაგალითად, თუ როგორ დაარეგულირა ურთიერთობა რომაული ხანის აფრიკამ დამპყრობლებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის, ჩვენი წელთაღრიცხვით მეორე-მეოთხე საუკუნეებში. შეიძლება რაიმე გვასწავლოს როდესაც საქმე დღევანდელ და არც ისე განსხვავებული პრობლემების კონფრონტაციას ეხება. მაგრამ რამდენი ანტიკის შემსწავლელი ფაკულტეტი გვაქვს ჩვენს უნივერსიტეტებში? იმის გამო, რომ ცოდნაში ინვესტიციას არ ვდებთ, ხალხი ახლა აფრიკაში არა როგორც ინტელექტუალური განვითარების ადგილას ჩამოდის, არამედ როგორც ადგილას, სადაც ეგზოტიკის წყურვილს იკმაყოფილებენ.
Yet for the last half-millennium, Africa has been hemorrhaging and exporting knowledge to the rest of the world. Regardless of the popular description of it as a trade in bodies, the European trans-Atlantic slave trade and slavery was one of the most radical and longest programs of African brains export in history. American slave owners may have pretended that Africans were mere brutes, beasts of burden, almost as inert and dumb as other farm implements they classified them with in their ledgers. And that's what they did.
ჯერ კიდევ ბოლო ათასწლეულის მეორე ნახევარში აფრიკა სისხლად იღვრებოდა და ცოდნა დანარჩენ მსოფლიოში გაქონდა მიუხედავად იმისა, რომ ევროპულ ტრანს- ატლანტიკურ მონებით ვაჭრობასა და მონობას სხეულებით ვაჭრობას უწოდებდნენ, ეს ისტორიის მანძილზე აფრიკული ტვინების ექსპორტის ერთ-ერთი ყველაზე რადიკალური და ხანგრძლივი პროექტი იყო. ამერიკელ მონათმფლობელებს, შესაძლოა, თავს ისე მოქონდათ თითქოს აფრიკელები უბრალო ველურები, საჭაპნე პირუტყვი იყვნენ, თითქმის ისეთივე ინერტული და უჭკუო, როგორც ფერმის სხვა ინვენტარი, რომლებთან ერთადაც საბუღალტრო წიგნებში აჯგუფებდნენ. ასეც იქცეოდნენ.
The enslaved Africans, on the other hand, knew their were embodiments of knowledge. They were smiths, they were poets, they were political counselors, they were princes and princesses, they were mythologists, they were herbologists, they were chefs. The list is endless. They, to take a single example, brought the knowledge of rice cultivation to the American South. They created some of the most original civilizational elements for which the United States is now celebrated. They deployed their knowledge, for the most part, without compensation.
დამონებული აფრიკელები, მეორეს მხრივ, აცნობიერებდნენ, რომ ისინი ცოდნას ხორცს ასხამდნენ. ისინი იყვნენ მჭედლები, პოეტები, პოლიტიკური მრჩევლები, პრინცები და პრინცესები, მითოლოგები, ჰერბოლოგები, მზარეულები... ეს სია უსასრულოა. თუნდაც ერთი მაგალითი რომ ავიღოთ, მათ ბრინჯის მოყვანის ცოდნა ამერიკის სამხრეთში წამოიღეს. მათ ცივილიზაციის ისეთი თვითმყოფადი ელემენტები შექმნეს, რომლითაც დღეს შეერთებული შტატები თავს იწონებს. მათ თავისი ცოდნის უმეტესი ნაწილი ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე გაანაწილეს.
For the last half-millennium, beginning with the slave trade, Africa has been exporting brains while simultaneously breaking the chains of knowledge transmission on the continent itself, with dire consequences for the systems of knowledge production in Africa. Successive generations are cut off from the intellectual production of their predecessors. We keep producing for external markets while beggaring our own internal needs. At present, much of the best knowledge about Africa is neither produced nor housed there, even when it is produced by Africans. Because we are dominated by immediate needs and relevant solutions when it comes to what we should know, we are happy to hand over to others the responsibility to produce knowledge, including knowledge about, of and for us, and to do so far away from us. We are ever eager to consume knowledge and have but a mere portion of it without any anxiety about ownership and location. African universities are now all too content to have e-connections with libraries elsewhere, having given up ambitions on building libraries to which the world would come for intellectual edification. Control over who decides what should be stocked on our shelves and how access to collections should be determined are made to rest on our trust in our partners' good faith that they will not abandon us down the road.
ბოლო ათასწლეულის მეორე ნახევარში, რომელიც მონათა ვაჭრობით დაიწყო, აფრიკას მოაზროვნე ადამიანები ტოვებდნენ. ამავდროულად, თავად კონტინენტზე ცოდნის გადაცემის ჯაჭვი წყდებოდა, რამაც აფრიკაში ცოდნის წარმოების სისტემას მძიმე შედეგები მოუტანა. წარმატებული თაობები თავიანთი წინაპრების ინტელექტუალურ შემოქმედებას მოკვეთეს ჩვენ გარე ბაზრისთვის წარმოებას ვაგრძლებეთ და, ამავდროულად, ჩვენი შიდა საჭიროებებისთვის ვმათხოვრობთ. დღევანდელი მდგომარეობით, აფრიკის შესახებ მეცნიერების უმეტესი და საუკეთესო ნაწილი აფრიკაში არც იქმნება და არც ინახება . მაშინაც კი,როდესაც ის აფრიკელების მიერ არის შექმნილი. რადგანაც უშუალო მოთხოვნილები და შესაბამისი გადაწყვეტილებები გვმართავენ როდესაც საქმე ჩვენი ცოდნის არეალს ეხება, სხვებს სიხარულით ვაკისრებთ ცოდნის შექმის პასუხისმგებლობას ჩვენს შესახებ და ჩვენთვის განკუთვნილი ცოდნის ჩათვლით და ჩვენგან შორს ვქმნით. ყოველთვის ვისწრაფვით ცოდნა გამოვიყენოთ და მისი თუნდაც უბრალო წილი გვქონდეს მფლობელობასა და ადგილმდებარეობაზე წუხილის გარეშე. აფრიკული უნივერსიტეტები, დღესდღეობით, მეტისმეტად კმაყოფილები არიან სხვა ბიბლიოთეკებთან ელექტრონული კავშირებით და არ გააჩნიათ ამბიცია, შექმნან ბიბლიოთეკები რომლისთვისაც მსოფლიოდან ინტელექტუალური განვითარებისთვის ჩამოვიდოდნენ. კონტროლი მათზე, ვინც წყვეტს, რა უნდა ეწყოს ჩვენს თაროებზე და როგორ უნდა განისაზღვროს კოლექციებთან წვდომის პირობები ჩვენი პარტნიორების კეთილსინდისიერებაზე არის დამოკიდებული, ჩვენ კი იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ისინი შუა გზაზე არ მიგვატოვებენ.
This must change. Africa must become a place of knowledge again. Knowledge production actually expands the economy. Take archaeological digs, for instance, and their impact on tourism. Our desires to unearth our antiquity, especially those remote times of which we have no written records, requires investment in archaeology and related disciplines, e.g., paleoanthropology. Yet, although it is our past we seek to know, by sheer serendipity, archaeology may shed light on the global human experience and yield economic payoffs that were no part of the original reasons for digging.
ეს უნდა შეიცვალოს. აფრიკა კვლავ ცოდნის ადგილი უნდა გახდეს. ცოდნის წარმოება ეკონომიკას ნამდვილად გაზრდის. ავიღოთ, მაგალითად, არქეოლოგიური გათხრები და მათი ზეგავლენა ტურიზმზე. ჩვენი სურვილი მზის სინათლე იხილოს ჩვენმა სიძველეებმა, განსაკუთრებით, იმ პერიოდის რელიქვიებმა, რომლის შესახებ ხელნაწერებიც არ არსებობს, საჭიროებს არქეოლოგიასა და მის მონათესავე დისციპლინებში ინვესტირებას. მაგალითად, პალეოანთროპოლოგიაში. თუმცაღა წარსულს სუფთა ინტუიციით ვიძიებთ. არქეოლოგიას, შეუძლია, ნათელი მოჰფინოს კაცობრიობის გამოცდილებას, იყოს ეკონომიკურად მომგებიანი, რაც გათხრების თავდაპირველ მიზეზებში არ მოიაზრება.
We must find a way to make knowledge and its production sexy and rewarding; rewarding, not in the crass sense of moneymaking but in terms of making it worthwhile to indulge in the pursuit of knowledge, support the existence of knowledge-producing groups and intellectuals, ensuring that the continent becomes the immediate locus of knowledge production, distribution and consumption, and that instead of having its depositories beyond Africa's boundaries, people once more come from the rest of the world, even if in virtual space, to learn from us. All this we do as custodians on behalf of common humanity.
უნდა ვიპოვნოთ გზა ცოდნა და მისი შედეგი მიმზიდველი და ღირებული გავხადოთ ღირებულში არ იგულისხმება, მაინცდამაინც, ფინანსური შემოსავლის მიღება. მას უნდა ქონდეს ხარისხი და უნარი, ცოდნის ასპარეზზე გამოვიდეს ცოდნის შემქმნელი ჯგუფებისა და ინტელექტუალების არსებობას მხარი დაუჭიროს უზრუნველყოს, რომ კონტინენტი ცოდნის წარმოების, გავრცელებისა და გამოყენების კერა გახდება. და რომ აფრიკელებს საზღვრებს გარეთ ცოდნის დეპოზიტარები კი არ ეყოლებათ, არამედ პირიქით, ხალხი კვლავ გვესტუმრება დანარჩენი მსოფლიოდან, თუნდაც ვირტუალური სივრცის მეშვეობით, რათა ჩვენგან ისწავლონ . ამ ყველაფერს კაცობრიობის ინტერესებიდან გამომდინარე ვაკეთებთ.
Creating a knowledge society in Africa, for me, would be one way to celebrate and simultaneously enhance diversity by infinitely enriching it with material and additional artifacts -- artifacts that we furnish by our strivings in the knowledge field.
აფრიკაში ცოდნის საზოგადოების შექმნა, ჩემთვის, იქნება, ერთის მხრივ, ბრწყინვალე მოვლენა. ამავდროულად, ცოდნის სპექტრი გაიზრდება და გამდიდრდება უკიდეგანოდ მრავალფეროვანი მასალითა და ახალი არტეფაქტებით. არტეფაქტებით, რომლებსაც ცოდნის ასპარეზზე ჩვენი მიზანსწრაფვით წარვადგენთ.
Thank you very much.
მადლობას მოგახსენებთ.
(Applause)
(აპლოდისმენტები)