What I thought I would do is I would start with a simple request. I'd like all of you to pause for a moment, you wretched weaklings, and take stock of your miserable existence. (Laughter)
ვიფიქრე რა უნდა გამეკეთებინა დავიწყებდი უბრალო თხოვნით ყველა თქვენგანმა დააპაუზეთ ერთი წუთით თვენ უსუსურებო, და მიაქციეთ ყურადღება თქვენს საცოდავ არსებობას (სიცილი)
Now that was the advice that St. Benedict gave his rather startled followers in the fifth century. It was the advice that I decided to follow myself when I turned 40. Up until that moment, I had been that classic corporate warrior -- I was eating too much, I was drinking too much, I was working too hard and I was neglecting the family. And I decided that I would try and turn my life around. In particular, I decided I would try to address the thorny issue of work-life balance. So I stepped back from the workforce, and I spent a year at home with my wife and four young children. But all I learned about work-life balance from that year was that I found it quite easy to balance work and life when I didn't have any work. (Laughter) Not a very useful skill, especially when the money runs out.
ეს ის რჩევა იყო, რომელიც წმ. ბენედიქტმა მისცა მის მიმდევრებს მეხუთე საუკუნეში ეს ის რჩევა იყო, რომელსაც გადავწყვიტე რომ მე გავყოლოდი როცა 40 წლის გავხდი. ამ მომენტამდე, მე ვიყავი კლასიკური კორპორატიული მებრძლი ვჭამდი ზედმეტად ბევრს, ვსვამდი ბევრს, და ბევრს ვმუშაობდი , და უარვყოფდი ჩემს ოჯახს. და გადავწყვიტე, რომ მეცადა და შემომებრუნებინა ჩემი ცხოვრება სხვა მხარეს, კონკრეტულად კი, გადავწყვიტე, რომ მიმემართა უსიამოვნო საკითხისთვის - სამუშაოსა და პირადი ცხოვრების დასაბალანსებლად. ასე რომ, გვერდზე გავდექი სამუშაო ძალიდან და გავატარე ერთი წელი სახლში ჩემს ცოლთან და შვილებთან ერთად მაგრამ სულ რაც შევისწავლე ამ ბალანსის შესახებ ამ ერთი წლის განმავლობაში იყო ის, რომ ძალიან მარტივია. დააბალანსო სამუშაო და ცხოვრება მაშინ, როდესაც არ გაქვს სამუშაო. (სიცილი) არც თუ ისე პრაქტიკული თვისებაა. განსაკუთრებით მაშინ, როცა ფული გამოგელევა
So I went back to work, and I've spent these seven years since struggling with, studying and writing about work-life balance. And I have four observations I'd like to share with you today. The first is: if society's to make any progress on this issue, we need an honest debate. But the trouble is so many people talk so much rubbish about work-life balance. All the discussions about flexi-time or dress-down Fridays or paternity leave only serve to mask the core issue, which is that certain job and career choices are fundamentally incompatible with being meaningfully engaged on a day-to-day basis with a young family. Now the first step in solving any problem is acknowledging the reality of the situation you're in. And the reality of the society that we're in is there are thousands and thousands of people out there leading lives of quiet, screaming desperation, where they work long, hard hours at jobs they hate to enable them to buy things they don't need to impress people they don't like. (Laughter) (Applause) It's my contention that going to work on Friday in jeans and [a] T-shirt isn't really getting to the nub of the issue.
ასე, რომ მე დავუბრუნდი სამსახურს, და გავატარე 7 წელი სწავლაში სამუშაოსა და პირდი ცხოვრების დაბალანსების შესახებ წერაში. მე მაქვს ოთხი დაკვირვება რომელიც მინდა დღეს გაგიზიაროთ. პირველი: თუ საზოგადოებას უნდა ამ საკითხთან დაკავშირებით პროგრესი განიცადოს, ჩვენ გვჭირდება გულახდილი დებატები მაგრამ, პრობლემა ის არის, რომ ამდენი ხალხი ლაპარაკობს ბევრ უაზრობას სამუშაო-პირადი ცხოვრების ბალანსის შესახებ. ყველა დისკუსია დროის მოქნილობის თავისუფალი პარასკევის, ან მამაკაცთა დეკრეტის შესახებ ემსახურება მხოლოდ იმას, რომ შენიღბოს მთავარი საკითხი რაც არის ის, რომ კონკრეტული საქმე და კარიერული არჩევანი ფუნდამენტურად შეუთავსებელია, იმის შეძლებასთან, რომ თავიდან ბოლომდე ჩაერთო ყოველდღიურ ცხოვრებაში ახლად შექმნილ ოჯახთან. პირველი ნაბიჯი პრობლემის გადაჭრისკენ არის ის, რომ გააცნობიერო რეალურად რა სიტუაციაში ხარ. დღევანდელი საზოგადოების რეალობა არის ის, რომ ათასობით ადამიანი არსებობს, რომლებიც ცხოვრობენ წყნარი, სასოწარკვეთილი ცხოვრებით, სადაც ისინ მუშაობენ ხანგრძლივად, იმ სამსახურებში, რომლებიც ეზიზღებათ, იმისთვის, რომ ჰქონდეთ საშუალება, იყიდონ საგნები, რომლებიც არ სჭირდებათ, რომ შთაბეჭდილება მოახდინონ ადამიანებზე, რომლებიც არ მოსწონთ. (სიცილი) (აპლოდისმენტები) მე ვამტკიცებ, რომ პარასკევს სამსახურში ჯინსებით და მაისურით მისვლა არ ამოგვიხსნის აღნიშნულ პრობლემას.
(Laughter)
(სიცილი)
The second observation I'd like to make is we need to face the truth that governments and corporations aren't going to solve this issue for us. We should stop looking outside. It's up to us as individuals to take control and responsibility for the type of lives that we want to lead. If you don't design your life, someone else will design it for you, and you may just not like their idea of balance. It's particularly important -- this isn't on the World Wide Web, is it? I'm about to get fired -- it's particularly important that you never put the quality of your life in the hands of a commercial corporation. Now I'm not talking here just about the bad companies -- the "abattoirs of the human soul," as I call them. (Laughter) I'm talking about all companies. Because commercial companies are inherently designed to get as much out of you [as] they can get away with. It's in their nature; it's in their DNA; it's what they do -- even the good, well-intentioned companies. On the one hand, putting childcare facilities in the workplace is wonderful and enlightened. On the other hand, it's a nightmare -- it just means you spend more time at the bloody office. We have to be responsible for setting and enforcing the boundaries that we want in our life.
მეორე დაკვირვება, რომელიც მინდა წარმოგიდგინოთ არის ის, რომ თვალი უნდა გავუსწოროთ იმ სიმართლეს, რომ, ხელისუფლება და კორპორაციები ამ პრობლემას არ გადაგვიჭრიან. უნდა მოვრჩეთ გარეთ ყურებას, ჩვენ, ინდივიდუალურმა პიროვნებებმა უნდა გავუწიოთ კონტროლი და ავიღოთ ვალდებულება იმ ცხოვრებისთვის, რომელიც ჩვენ გვინდა რომ გვქონდეს. თუ თქვენ თვითონ არ გამოძერწავთ თქვენს ცხოვრებას, თქვენს მაგივრად ამას სხვა გააკეთებს, და თქვენ უბრალოდ, შეიძლება არ მოგეწონოთ როგორ დაგიბალანსებენ ისინი ცხოვრებას. ეს ცალსახად მნიშვნელოვანია ეს ინტერნეტში, ხომ არ გამოქვეყნდება, არ გამათავისუფლონ სამსახურიდან -- ცალსახად მნიშვნელოვანია რომ თქვნი ცხოვრების ხარისხი არასოდეს ჩაუგდოთ კომერციულ კორპორაციას ხელში. ეხლა მე მხოლოდ ცუდ კომპანიებზე არ ვსაუბრობ-- ადამიანის სულის სასაკლაოზე - როგორც მე ვიტყოდი. (სიცილი) მე ვსაუბრობ ყველა კომპანიაზე რადგან კომერციული კომპანიები არიან არსებითად შექმნილნი იმისთვის, რომ თქვენგან მიიღონ იმდენი რამდენიც შერჩებათ. ეს მათ ბუნებრივად აქვთ, ეს მათი დე-ენ-ემის ნაწილია. ეს არის რასაც აკეთებენ -- კარგი, კეთილი ზრახვების მქონე კომპანიებიც კი. ერთის მხრივ, ბავშვთა მოვლის საშუალებების სამუშაო ადგილზე განთავსება გასაოცარია და კარგი სიახლეა. მეორეს მხრივ, ეს კოშმარია. ეს იმას ნიშნავ, რომ თქვენ მეტ დროს თქვენს დამქანცველ ოფისში ატარებთ. ჩვენ უნდა ვიყოთ პასუხისმგებლები იმ საზღვრების ჩამოყალიბებაზე და ბიძგის მიცემაზე, რომლებიც გვინდა რომ გვქონდეს ჩვენს ცხოვრებაში.
The third observation is we have to be careful with the time frame that we choose upon which to judge our balance. Before I went back to work after my year at home, I sat down and I wrote out a detailed, step-by-step description of the ideal balanced day that I aspired to. And it went like this: wake up well rested after a good night's sleep. Have sex. Walk the dog. Have breakfast with my wife and children. Have sex again. (Laughter) Drive the kids to school on the way to the office. Do three hours' work. Play a sport with a friend at lunchtime. Do another three hours' work. Meet some mates in the pub for an early evening drink. Drive home for dinner with my wife and kids. Meditate for half an hour. Have sex. Walk the dog. Have sex again. Go to bed. (Applause) How often do you think I have that day? (Laughter) We need to be realistic. You can't do it all in one day. We need to elongate the time frame upon which we judge the balance in our life, but we need to elongate it without falling into the trap of the "I'll have a life when I retire, when my kids have left home, when my wife has divorced me, my health is failing, I've got no mates or interests left." (Laughter) A day is too short; "after I retire" is too long. There's got to be a middle way.
მესამე დაკვირვება არის ის, რომ უნდა ვიყოთ ფრთხილები იმ დროის შუალედის არჩევის დროს, რის მიხედვითაც ბალანსს ვადგენთ. სანამ სამუშაოს დავუბრუნდებოდი, სახლში გატარებული ერთი წლის შემდეგ, დავჯექი და ჩამოვწერე დეტალური, სიტყვა-სიტყვითი აღწერა თუ როგორი მინდოდა ყოფილიყო ჩემი დაბალანსებული დღე რისკენაც მივისწრაფვოდი. და დავიწყე ასე: გავიღვიძო კარგად დასვენებულმა კარგი ძილის შემდეგ. მქონდეს სექსი გავასეირნო ძაღლი ვისაუზმო ჩემს ცოლთან და შვილებთან ერთად. ისევ სექსი. (სიცილი) წავიყვანო ჩემი შვილები სკოლაში გზად ოფისისკენ. ვიმუშავო სამი საათი ვითამაშო სპორტული თამაშები მეგობართან ერთად ლანჩის დროს, ვიმუშავო კიდევ სამი საათი. შევხვდე ჩემს მეგობრებს პაბში ადრიანი საღამოს სმისთვის. მივიდე სახლში სადილისთვის ჩემს ცოლთან და შვილებთან ერთად. ნახევარი საათით მედიტაცია მქონდეს, და სექსი. გავასეირნო ძაღლი, კიდევ ერთი სექსი. წავიდე დასაძინებლად. (აპლოდისმენტები) როგორ ფიქრობთ, რამდენად ხშირად მაქვს ასეთი დღე? (სიცილი) ჩვენ უნდა შევხედოთ ყველაფერს რეალისტურად. ამ ყველაფერს ერთ დღეში ვერ გააკეთებ. უნდა განვაცრცოთ ის დროის მონაკვეთი, რომლის მიხედვითაც ჩვენი ცხოვრების ბალანსს ვადგენთ, მაგრამ ეს ისე უნდა გავაკეთოთ, რომ არ მოვექცეთ შემდეგი ფრაზის ხაფანგში: ”მე მექნება ცხოვრება მაშინ, როცა პენსიაზე გავალ”♫ როცა ჩემი შვილები წავლენ სახლიდან, როცა ცოლი გამშორდება და ჩემი ჯანმრთელობა შეირყევა, როცა არც მეგობრები და ინტერესები აღარ შემრჩება” (სიცილი) დღე ზედმეტად მოკლეაა ხოლო პენსიონერობისას, ზედმეტად გრძელი. სადღაც უნდა იყოს შუალედი.
A fourth observation: We need to approach balance in a balanced way. A friend came to see me last year -- and she doesn't mind me telling this story -- a friend came to see me last year and said, "Nigel, I've read your book. And I realize that my life is completely out of balance. It's totally dominated by work. I work 10 hours a day; I commute two hours a day. All of my relationships have failed. There's nothing in my life apart from my work. So I've decided to get a grip and sort it out. So I joined a gym." (Laughter) Now I don't mean to mock, but being a fit 10-hour-a-day office rat isn't more balanced; it's more fit. (Laughter) Lovely though physical exercise may be, there are other parts to life -- there's the intellectual side; there's the emotional side; there's the spiritual side. And to be balanced, I believe we have to attend to all of those areas -- not just do 50 stomach crunches.
მეოთხე დაკვირვება: უნდა მივუახლოვდეთ ბალანსს დაბალანსებული გზით. შარშან ჩემი მეგობარი მესტუმრა -- (მას არ აქვს პრობლემა ამ ისტორიის მოყოლაზე) და მითხრა ”ნაიჯელ, მე წავიკითხე შენი წიგნი და გავაანალიზე, რომ ჩემი ცხოვრება არის მთლიანად ამოვარდნილი ბალანსიდან. ის მთლიანად ჩემს სამსახურს უკავია. ვმუშაობ 10 საათის განმავლობაში დღეში, 2 საათი გზას ვანდომებ, ყველა ურთიერთობა ჩამეშალა. ჩემს ხოვრებაში არაფერია გარდა ჩემი სამუშაოსი. ასე რომ, გადავწყვიტე, რომ ეს ყველაფერი გავაკონტროლო და დავალაგო. ამიტომ, დავიწყე ვარჯიში (სავარჯიშო დარბაზში) (სიცილი) დაცინვას არ ვაპირებ, მაგრამ, 10 საათის განმავლობაში ოფისში გამხდარი წრუწუნასავით რბოლა, დაბალანსებას არ ნიშნავს. (სიცილი) ფიზიკური ვარჯიში კი კარგი შეიძლება იყოს, მაგრამ ამ ცხოვრებას სხვა ბევრი მხარეც აქვს. ინტელექტუალური, ემოციური მხარე, სულიერი მხარე, და დაბალანსებისთვის მჯერა, რომ უნდა მივიღოთ მონაწილეობა ყველა არსებულ სფეროში და არა 50 მუცლის ვარჯიში ვაკეთოთ.
Now that can be daunting. Because people say, "Bloody hell mate, I haven't got time to get fit. You want me to go to church and call my mother." And I understand. I truly understand how that can be daunting. But an incident that happened a couple of years ago gave me a new perspective. My wife, who is somewhere in the audience today, called me up at the office and said, "Nigel, you need to pick our youngest son" -- Harry -- "up from school." Because she had to be somewhere else with the other three children for that evening. So I left work an hour early that afternoon and picked Harry up at the school gates. We walked down to the local park, messed around on the swings, played some silly games. I then walked him up the hill to the local cafe, and we shared a pizza for two, then walked down the hill to our home, and I gave him his bath and put him in his Batman pajamas. I then read him a chapter of Roald Dahl's "James and the Giant Peach." I then put him to bed, tucked him in, gave him a kiss on his forehead and said, "Goodnight, mate," and walked out of his bedroom. As I was walking out of his bedroom, he said, "Dad?" I went, "Yes, mate?" He went, "Dad, this has been the best day of my life, ever." I hadn't done anything, hadn't taken him to Disney World or bought him a Playstation.
ეს შეიძლება იყოს რთული. რადგან ხალხი ამბობს ”იმისთვისაც არ მაქვს დრო, რომ თავს მივხედო, და გინდათ, რომ ეკლესიაში წავიდე ან დედას დავურეკო?!” მე მესმის მათი. მესმის, როგორი რთული შეიძლება იყოს ეს. მაგრამ, შემთხვევამ, რომელიც მოხდა რამდენიმე წლის წინ, დამანახა ახალი პერსპექტივა. ჩემმა ცოლმა, რომელიც ეხლა სადღაც აქ არის, დამირეკა ოფისში და მითხრა ”ნაიჯელ, ჩვენი უმცროსი შვილი (ჰარი) უნდა წამოიყვანო სკოლიდან ჩემი ცოლი სადღაც სხვაგან უნდა წასულიყო დანარჩენ სამ ბავშვთან ერთად იმ საღამოს. ამიტომ, მე გამოვედი სამსახურიდან ერთი საათით ადრე და წამოვიყვანე ჰარი სკოლიდან. ჩვენ ჩავისეირნეთ ადგილობრივი პარკისკენ, ვიკატავეთ საქანელებზე, ვითამაშეთ სულელური თამაშები, შემდეგ მივედით ადგილობრივ კაფეში, და მივირთვით პიცა ჩაისთან ერთად, რის შემდეგაც ჩავისეირნეთ გორაკზე სახლამდე. შემდეგ იგი ვაბანავე, და ჩავაცვი ბეტმენის ღამის პერანგი. წავუკითხე ერთი თავი რონალდ დალის ”ჯეიმსი და გიგანტური ატამი” -დან შემდეგ შვილი ჩავაწვინე საწოლში, ვაკოცე შუბლზე და ვუთხარი ”ძილინებისა, მეგობარო” და გამოვედი მისი საძინებლიდან. ამასობაში მან მითხრა: ”მამიკო?”, ვუპასუხე, ”დიახ, მეგობარო?” ”მამიკო, ეს ჩემი საუკეთესო დღე იყო რაც კი ცხოვრებაში ოდესმე მქონია” არც არაფერი გამიკეთებია არც დისნეიში წამიყვანია, არც პლეისტეიშენი მიყიდია მისთვის.
Now my point is the small things matter. Being more balanced doesn't mean dramatic upheaval in your life. With the smallest investment in the right places, you can radically transform the quality of your relationships and the quality of your life. Moreover, I think, it can transform society. Because if enough people do it, we can change society's definition of success away from the moronically simplistic notion that the person with the most money when he dies wins, to a more thoughtful and balanced definition of what a life well lived looks like. And that, I think, is an idea worth spreading.
ამით იმის თქმა მინდა, რომ პატარ-პატარა ქცევებს მნიშვნელობა აქვს. დაბალასებული ყოფნა არ ნიშნავს დრამატულ შემობრუნებას თქვენს ცხოვრებაში. სულ მცირე ინვესტიციით საჭირო ადგილას, თქვენ შეგიძლიათ რადიკალუტად შეცვალოთ თქვენი ურთიერთობების ხარისხი და თქვენი ცხოვრების ხარისხი. უფრო მეტიც, მე ვფიქრობ, ამას შეუძლია შეცვალოს საზოგადოება. რადგან, თუ საკმარისად ბევრი ხალხი გააკეთებს ამას, ჩვენ შევცვლით საზოგადოების მიერ წარმატების განსაზღვრებას სულელური მარტივი გაგებიდან, რომ ადამიანი, რომელსაც აქვს მეტი ფული, როცა კვდება, იმარჯვებს. უფრო ჭკვიანური, დაბალანსებული განსაზღვრებისკენ, თუ როგორი გამოიყურება კარგად განვლილი ცხოვრება. და მე ვფიქრობ, ეს არის ის აზრი, რაც უნდა გავავრცელოთ.
(Applause)
(აპლოდისმენტები)