I grew up in Europe, and World War II caught me when I was between seven and 10 years old. And I realized how few of the grown-ups that I knew were able to withstand the tragedies that the war visited on them -- how few of them could even resemble a normal, contented, satisfied, happy life once their job, their home, their security was destroyed by the war. So I became interested in understanding what contributed to a life that was worth living. And I tried, as a child, as a teenager, to read philosophy and to get involved in art and religion and many other ways that I could see as a possible answer to that question. And finally I ended up encountering psychology by chance.
მე გავიზარდე ევროპაში, და მეორე მსოფლიო ომმა მომისწრო როდესაც ვიყავი 7-10 წლის. და მე გავაცნობიერე, თუ რა ცოტა ადამიანმა შეძლო იმ ტრაგედიების დაძლევა, რაც ომის წლებში დაატყდათ თავს. მხოლოდ რამოდენიმე მათგანმა მოახერხა იმ ნორმალური, კმაყოფილი, სტაბილური და ბედნიერი ცხოვრების აწყობა, რაც მათ ჰქონდათ ომამდე - როგორიცაა სამსახური, სახლები, უსაფრთხოება, რომლებიც დანგრეულ იქნა ომის გამო. და მე მომინდა გამეგო, კონკრეტულად თუ რა ავსებს ცხოვრებას აზრით. ბავშვობისა და მოზარდობის ასაკში ვკითხულობდი ფილოსოფიურ ნაშრომებს, დაკავებული ვიყავი ხელოვნების, რელიგიისა და სხვა მეცნიერებების შესწავლით, რომელთა დახმარებითაც, ჩემი აზრით, შევძლებდი ამ კითხვაზე პასუხის გაცემას. ბოლოს და ბოლოს, შემთხვევით გავიგე ფსიქოლოგიის შესახებ.
I was at a ski resort in Switzerland without any money to actually enjoy myself, because the snow had melted and I didn't have money to go to a movie. But I found that on the -- I read in the newspapers that there was to be a presentation by someone in a place that I'd seen in the center of Zurich, and it was about flying saucers [that] he was going to talk. And I thought, well, since I can't go to the movies, at least I will go for free to listen to flying saucers. And the man who talked at that evening lecture was very interesting. Instead of talking about little green men, he talked about how the psyche of the Europeans had been traumatized by the war, and now they're projecting flying saucers into the sky. He talked about how the mandalas of ancient Hindu religion were kind of projected into the sky as an attempt to regain some sense of order after the chaos of war. And this seemed very interesting to me. And I started reading his books after that lecture. And that was Carl Jung, whose name or work I had no idea about.
იმ დროს ვიყავი შვეიცარიის ერთ-ერთ სათხილამურო კურორტზე და არ მქონდა ფული, რომ წავსულიყავი გასართობად, თოვლი უკვე გამდნარი იყო და არ ვიცოდი რა გამეკთებინა. არ მქონდა ფული, რომ წავსულიყავი „კინო“-ში, მაგრამ გაზეთიდან შევიტყვე, რომ ვიღაც წაიკითხავს ლექციას, ციურიხის ცენტრში, მფრინავი თეფშების შესახებ. გავიფიქრე, „რადგან არ შემიძლია კინოში წასვლა, დავესწრები თავისუფალ ლექციას მფრინავი თეფშების შესახებ“ ადამიანი, რომელიც იმ საღამოს ლექციას კითხულობდა, იყო ძალიან საინტერესო პიროვნება. იმის ნაცვლად, რომ ესაუბრა „პატარა მწვანე კაცუნებზე“, საუბრობდა იმაზე, თუ რამდენად იქნა ტრამვირებული ევროპელთა ფსიქიკა ომის გამო, და ეხლა ქმნიან ისინი ერთიან „ხატს“ მფრინავი თეფშების შესახებ. ისევე, როგორც ინდუიზმის მიმდევრები ხედავენ ცაში „მანდალებს“ (ღმერთების წრეს). ამ გზით ცდილობენ ისინი კვლავ მოიპოვონ წესრიგისა და ჰარმონიის შეგრძნება, რაც დანგრეულ იქნა ომის ქაოსის შემდეგ. ეს აზრი ძალიან საინტერესოდ მომეჩვენა. და ამ ლექციის შემდეგ დავიწყე მისი წიგნების კითხვა. ეს ადამიანი იყო კარლ იუნგი, მაგრამ მაშინ მისი სახელისა და ნაშრომების შესახებ არაფერი გამეგო.
Then I came to this country to study psychology and I started trying to understand the roots of happiness. This is a typical result that many people have presented, and there are many variations on it. But this, for instance, shows that about 30 percent of the people surveyed in the United States since 1956 say that their life is very happy. And that hasn't changed at all. Whereas the personal income, on a scale that has been held constant to accommodate for inflation, has more than doubled, almost tripled, in that period. But you find essentially the same results, namely, that after a certain basic point -- which corresponds more or less to just a few 1,000 dollars above the minimum poverty level -- increases in material well-being don't seem to affect how happy people are. In fact, you can find that the lack of basic resources, material resources, contributes to unhappiness, but the increase in material resources does not increase happiness.
შემდეგ ჩამოვედი აქ, აშშ-ში რათა შემესწავლა ფსიქოლოგია. დავიწყე იმით, რომ ვცდილობდი მომეძებნა ბედნიერების სათავე. ეს გრაფიკი არის ტიპიური შედეგი, რომელიც გვხვდება ადამიანების უმრავლესობაში. იგი გვიჩვენებს, რომ 1956 წლიდან, აშშ-ს მოსახლეობის გამოკითხულთა 30% ამბობს, რომ აქვს ძალიან ბედნიერი ცხოვრება, და ეს მაჩვენებელი საერთოდ არ იცვლება წლების განმავლობაში, მაშინ, როდესაც მათი პირადი შემოსავლები, რომელიც ინფლაციის გათვალისწინების მიზნით აღებულია მუდმივად, გაიზარდა 2-ჯერ, თითქმის 3-ჯერ მოცემულ პერიოდში. თუმცა გრაფიკზე ყოველთვის იგივე შედეგები აისახება. ანუ, რაღაც წერტილის შემდეგ, რომელიც შეესაბამება რამდენიმე 1000 დოლარით მეტ ან ნაკლებ შემოსავალს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ან ზემოთ, მატერიალური კეთილდღეობის გაუმჯობესება აღარ ახდენს გავლენას მოსახლეობის ბედნიერების დონეზე. თავისთავად მივედით დასკვნამდე, რომ მართალია, არსებობისათვის არასაკმარისი მატერიალური პირობების გამო ადამიანები უბედურები ხდებიან, თუმცა, შემოსავლების ზრდა არ იწვევს მათი ბედნიერების ზრდას, ანუ მხოლოდ მატერიალური კეთილდღეობის ზრდა არ არის საკმარისი ბედნიერებისათვის.
So my research has been focused more on -- after finding out these things that actually corresponded to my own experience, I tried to understand: where -- in everyday life, in our normal experience -- do we feel really happy? And to start those studies about 40 years ago, I began to look at creative people -- first artists and scientists, and so forth -- trying to understand what made them feel that it was worth essentially spending their life doing things for which many of them didn't expect either fame or fortune, but which made their life meaningful and worth doing.
ამრიგად, ჩემს შემდგომ კვლევაში, მას შემდეგ რაც მივიღე იმის დასაბუთება, რაც ისედაც ვიცოდი საკუთარი გამოცდილებიდან: შევეცადე გამეგო თუ როდის, ყოველდღიური ცხოვრების როგორ პირობებში ვგრძნობთ თავს ნამდვილად ბედნიერად? კვლევის ახალი ეტაპის დასაწყებად, დაახლოებით 40 წლის წინ, დავიწყე დაკვირვება შემოქმედ ადამიანებზე: მხატვრებზე, მეცნიერებზე და ა.შ. ვცდილობდი გამეგო სახელდობრ თუ რა განაპირობებდა იმ გარემოებას, რომ ისინი სრულყოფილი ცხოვრებით ცხოვრობდნენ. ისინი ხომ დაკავებული იყვნენ საქმიანობით, რომელიც სიმდიდრეს და დიდებას არ მოუტანდათ, მაგრამ ეს იყო რაღაც ფასეული, რაც მათ ცხოვრებას აზრს სძენდა.
This was one of the leading composers of American music back in the '70s. And the interview was 40 pages long. But this little excerpt is a very good summary of what he was saying during the interview. And it describes how he feels when composing is going well. And he says by describing it as an ecstatic state.
ეს არის 70-იან წლებში აშშ-ში მოღვაწე, ერთ-ერთი ცნობილი კომპოზიტორის სიტყვები. სრული ინტერვიუ 40 გვერდიანია, მაგრამ ეს პატარა ნაწყვეტი არის მისი ნაამბობის ძალიან კარგი რეზიუმე. იგი აღწერს გრძნობას, რომელიც მას ეუფლება მუსიკის წერისას. ამბობს, რომ ეს რაღაც ექსტაზის მსგავსია.
Now, "ecstasy" in Greek meant simply to stand to the side of something. And then it became essentially an analogy for a mental state where you feel that you are not doing your ordinary everyday routines. So ecstasy is essentially a stepping into an alternative reality. And it's interesting, if you think about it, how, when we think about the civilizations that we look up to as having been pinnacles of human achievement -- whether it's China, Greece, the Hindu civilization, or the Mayas, or Egyptians -- what we know about them is really about their ecstasies, not about their everyday life. We know the temples they built, where people could come to experience a different reality. We know about the circuses, the arenas, the theaters. These are the remains of civilizations and they are the places that people went to experience life in a more concentrated, more ordered form.
„ექსტაზი“- ბერძნილი სიტყვაა და ნიშნავს „რაღაცის ძლიერ განცდას, რომელიც ყოველგვარ საზღვრებს სცილდება“. შემდეგ „ექსტაზს“ აღწერდნენ ფსიქიკურ მდგომარეობად, როდესაც ადამიანი გრძნობს, რომ გამოვიდა ყოველდღიური რუტინის ჩარჩოებიდან. ამგვარად, „ექსტაზი“, თავისი არსით არის გასასვლელი კარი ამქვეყნიური რეალობიდან. ეს საინტერესოა თუ ჩვენ დავფიქრდებით ცივილიზაციებზე, რომლებმაც განვითარების ყველაზე მაღალ დონეს მიაღწიეს - როგორიცაა ჩინეთის, საბერძნეთის, ინდოეთის, ან მაიას ან ეგვიპტის ცივილიზაციები - ყველაფერი, რაც მათ შესახებ ვიცით, შეიქმნა ექსტაზის მდგომარეობაში, იმდროინდელი ადამიანების ყოველდღიური ცხოვრება ჩვენთვის უცნობია. ვიცით მათ მიერ აგებული ტაძრები, სადაც ხალხი მიდიოდა იმისთვის, რომ გამოსულიყო ჩვეული რეალობიდან. ვიცით მათი ცირკი, სპორტული არენები, თეატრები. ეს არის მაშინდელი ცივილიზაციების ნარჩენები, ადგილები სადაც ხალხი მიდიოდა რათა თავისი ცხოვრება გაეხადათ უფრო დატვირთული და მოწესრიგებული.
Now, this man doesn't need to go to a place like this, which is also -- this place, this arena, which is built like a Greek amphitheatre, is a place for ecstasy also. We are participating in a reality that is different from that of the everyday life that we're used to. But this man doesn't need to go there. He needs just a piece of paper where he can put down little marks, and as he does that, he can imagine sounds that had not existed before in that particular combination. So once he gets to that point of beginning to create, like Jennifer did in her improvisation, a new reality -- that is, a moment of ecstasy -- he enters that different reality. Now he says also that this is so intense an experience that it feels almost as if he didn't exist. And that sounds like a kind of a romantic exaggeration. But actually, our nervous system is incapable of processing more than about 110 bits of information per second. And in order to hear me and understand what I'm saying, you need to process about 60 bits per second. That's why you can't hear more than two people. You can't understand more than two people talking to you.
მაგრამ ამ კომპოზიტორს არ სჭირდება, მოვიდეს მაგალითად აქ, ჩვენთან, ვინაიდან ეს ადგილიც აგებულია ბერძნული ამფითეატრის მსგავსად და წარმოადგენს ექსტაზის განცდის ადგილს. აქ ჩვენ ვიმყოფებით რეალობაში, რომელიც გამოირჩევა ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებისაგან. მაგრამ ამ ადამიანს არ სჭირდება მსგავს ადგილებში სიარული. მას სჭირდება ქაღალდის მხოლოდ რამდენიმე ფურცელი, სადაც შეძლებს ნოტების ჩაწერას და ამ მომენტში მას წარმოსახვაში აქვს ხმები, რომლებიც აქამდე არ არსებობდა ასეთი თანმიმდევრობით. როგორც კი ის იწყებს ახალი რეალობის შექმნას, როგორც ამას აკეთებდა ჯენიფერი თავის იმპროვიზაციებში, დგება ექსტაზის განცდის მომენტი, იგი „შედის“ ამქვეყნიურისგან განსხვავებულ რეალობაში. მისი თქმით, ეს განცდა იმდენად ღრმაა, ეჩვენება, რომ თვითონ არ არსებობს. მისი სიტყვები თითქოს რომანტიკული გაზვიადებასავით ჟღერს, მაგრამ რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ჩვენს ნერვიულ სისტემას არ შეუძლია გადაამუშაოს 110 ბიტზე მეტი ინფორმაცია წამში. მე რომ მომისმინოთ და თან გაიგოთ ჩემი საუბრის შინაარსი, თქვენ უნდა გადაამუშაოთ 60 ბიტი ინფორმაცია წამში. აი, რატომ არ შეგვიძლია ერთდროულად ორზე მეტი ადამიანის საუბრის გაგება. თქვენ არ შეგიძლიათ გაიგოთ საუბრის შინაარსი, როდესაც ორზე მეტი ადამიანი გესაუბრებათ ერთდროულად.
Well, when you are really involved in this completely engaging process of creating something new, as this man is, he doesn't have enough attention left over to monitor how his body feels, or his problems at home. He can't feel even that he's hungry or tired. His body disappears, his identity disappears from his consciousness, because he doesn't have enough attention, like none of us do, to really do well something that requires a lot of concentration, and at the same time to feel that he exists. So existence is temporarily suspended. And he says that his hand seems to be moving by itself. Now, I could look at my hand for two weeks, and I wouldn't feel any awe or wonder, because I can't compose. (Laughter)
მაგრამ, თუ ადამიანი დატვირთულია რაღაც ახლის შექმნით, ისევე როგორც ეს კომპოზიტორი, მას არ ყოფნის ყურადღება, რათა შეიგრძნოს თავისი სხეულის არსებობა, ან იფიქროს ყოფით პრობლემებზე, მან შეიძლება ვერც შიმშილი და დაღლა იგრძნოს. მისი სხეული „ქრება“, ის ვერ აცნობიერებს საკუთარ „მე“-ს. და ეს ყველაფერი ხდება, იმიტომ რომ მას, ისევე როგორც თითოეულ ჩვენგანს, არ ყოფნის რესურსი, რათა ნამდვილად აკეთოს საქმე, რომელიც მისგან ყურადღების ძალიან დიდ კონცენტრაციას მოითხოვს და ამავე დროს გააცნობიეროს საკუთარი თავის არსებობა, ამიტომ მისი ცხოვრება თითქოს დროებით ჩერდება. ის ასევე ამბობს, რომ მისი ხელი თითქოს თავისით მოძრაობს. მე შემიძლია ჩემს ხელს 2 კვირის განმავლობაში ვუყურო, მაგრამ მე ვერ ვიგრძნობ, რომ ჩემი ხელი თავისით მოძრაობს, ან რაიმე საოცრება ხდება, იმიტომ რომ მე არ შემიძლია მუსიკის შექმნა. (სიცილი)
So what it's telling you here is that obviously this automatic, spontaneous process that he's describing can only happen to someone who is very well trained and who has developed technique. And it has become a kind of a truism in the study of creativity that you can't be creating anything with less than 10 years of technical-knowledge immersion in a particular field. Whether it's mathematics or music, it takes that long to be able to begin to change something in a way that it's better than what was there before. Now, when that happens, he says the music just flows out. And because all of these people I started interviewing -- this was an interview which is over 30 years old -- so many of the people described this as a spontaneous flow that I called this type of experience the "flow experience." And it happens in different realms.
ამავე ინტერვიუს სხვა ნაწილში კომპოზიტორი ამბობს, რომ მის მიერ აღწერილი ავტომატური და სპონტანური პროცესი შეიძლება დაემართოს იმ ადამიანს, რომელიც ითვლება თავისი საქმის პროფესიონალად და ათვისებული აქვს ყველა ტექნიკური მეთოდი. ეს ფაქტი უკვე საზოგადოდ აღიარებული ჭეშმარიტებაა კრეატიულობასთან დაკავშირებით - შეუძლებელია შექმნა რაღაც ახალი, როგორც მინიმუმ, 10 წლიანი სამუშაო გამოცდილებისა და შესაბამისი ტექნიკური მეთოდების სრულყოფილი ცოდნის გარეშე მოცემულ სფეროში. მათემატიკა იქნება ეს თუ მუსიკა, საჭიროა გავიდეს იმდენი დრო, რომ ადმიანმა შეძლოს რაღაცის შეცვლა ყველაზე უფრო სრულყოფილი გზით, რაც მანამდე არსებობდა. აი, როდესაც ადამიანი გამოცდის ექსტაზის შეგრძნებას, ინტერვიუში ამბობს, რომ „მუსიკა თავისით მოედინება ქაღალდზე“. იმ ადამიანების უმეტესობამ, რომლებიც გამოვკითხე, ეს იყო 30 წლის წინანდელი ინტერვიუ, ეს განცდა აღწერა როგორც „უნებლიე დინება“. ამიტომ ასეთი სახის მდგომარეობას ვუწოდე „დინების მდგომარეობა“. ეს მდგომარეობა შეიძლება განიცადოს ნებისმიერ სფეროში მოღვაწე ადამიანმა.
For instance, a poet describes it in this form. This is by a student of mine who interviewed some of the leading writers and poets in the United States. And it describes the same effortless, spontaneous feeling that you get when you enter into this ecstatic state. This poet describes it as opening a door that floats in the sky -- a very similar description to what Albert Einstein gave as to how he imagined the forces of relativity, when he was struggling with trying to understand how it worked. But it happens in other activities. For instance, this is another student of mine, Susan Jackson from Australia, who did work with some of the leading athletes in the world. And you see here in this description of an Olympic skater, the same essential description of the phenomenology of the inner state of the person. You don't think; it goes automatically, if you merge yourself with the music, and so forth.
მაგალითად, პოეტი აღწერს მას ამგვარად - ეს არის ჩემი სტუდენტის მიერ აღებული ინტერვიუ, რომელმაც გამოკითხა აშშ-ის რამდენიმე ცნობილი მწერალი და პოეტი. ეს პოეტიც აღწერს იგივე თავისდაუნებურობის და სპონტანურობის განცდას, რასაც განიცდის ექსტაზში მყოფი ადამიანი. პოეტი აღწერს მას როგორც ღია კარს, რომელსაც გაყავხარ ცაში. ეს შედარება ძალიან ჰგავს ალბერტ აინშტაინის მიერ აღწერილ განცდას, რომელიც ეუფლებოდა მას, როდესაც მთელი ძალისხმევით ცდილობდა გაეგო თუ როგორ მუშაობენ ფარდობითობის თეორიის ძალების პრინციპები. ამ მდგომარეობას განიცდიან არა მხოლოდ შემოქმედებითი პროფესიის ადამიანები. მაგალითად, ეს არის კიდევ ერთი ჩემი სტუდენტის - ავსტრალიელი სიუზან ჯექსონის მიერ აღებული ინტერვიუ, რომელმაც გამოკითხა მსოფლიოში ცნობილი რამდენიმე სპორტსმენი. სიტყვები, რომელსაც ეხლა ხედავთ, ეკუთვნის ოლიმპიურ ჩემპიონს ფიგურულ სრიალში. თავისი არსით, ზუსტად იგივენაირად აღწერს ადამიანის შინაგანი მდგომარეობის ამ ფენომენს - - შენ არ ფიქრობ, ყველაფერი თავისით ხდება, უბრალოდ შეერწყმები მუსიკას... და ა.შ.
It happens also, actually, in the most recent book I wrote, called "Good Business," where I interviewed some of the CEOs who had been nominated by their peers as being both very successful and very ethical, very socially responsible. You see that these people define success as something that helps others and at the same time makes you feel happy as you are working at it. And like all of these successful and responsible CEOs say, you can't have just one of these things be successful if you want a meaningful and successful job. Anita Roddick is another one of these CEOs we interviewed. She is the founder of Body Shop, the natural cosmetics king. It's kind of a passion that comes from doing the best and having flow while you're working.
იგივე ხდება ბიზნესშიც, რის შესახებაც დავწერე ბოლო წიგნი სახელწოდებით „წარმატებული ბიზნესი“, სადაც გამოვკითხე რამდენიმე გენერალური დირექტორი, რომელთაც თავისი კოლეგები ახასიათებდნენ, როგორც ძალიან წარმატებულ, მოწესრიგებულ და პასუხისმგებლიან ადამიანს. თქვენ ხედავთ, რომ ეს ხალხი განმარტავს წარმატებას, როგორც რაღაცას, რაც ეხმარება სხვებს და ამავე დროს იწვევს ბედნიერების გრძნობას იმ ადამიანებში, ვინც მუშაობს ამ წარმატებაზე. და როგორც ყველა ეს წარმატებული და პასუხისმგებლიანი დირექტორი განმარტავს, თქვენ გჭირდებათ ორივე ეს კომპონენტი, რათა თქვენი ბიზნესი იქცეს აზრიან და წარმატებულ საქმიანობად. ჩვენს მიერ გამოკითხულ წარმატებულ დირექტორთაგან ერთ-ერთი იყო ანიტა როდდიკი. ის არის კოსმეტიკური ფირმა „BODY SHOP“-ის დამფუძნებელი და ითვლება ბუნებრივი კოსმეტიკის დედოფლად. „წარმატება - ეს არის ერთგვარი გატაცება, რომელიც შენთან მოდის მაშინ, როდესაც შენ აკეთებ შენი შესაძლებლობების მაქსიმუმს და მუშაობის დროს ხარ „დინებაში“.
This is an interesting little quote from Masaru Ibuka, who was at that time starting out Sony without any money, without a product -- they didn't have a product, they didn't have anything, but they had an idea. And the idea he had was to establish a place of work where engineers can feel the joy of technological innovation, be aware of their mission to society and work to their heart's content. I couldn't improve on this as a good example of how flow enters the workplace.
ეს არის საინტერესო ციტატა მასარუ იბუკას ინტერვიუდან, რომელიც იმ პერიოდში აფუძნებდა კორპორაციას „SONY“, ყოველგვარი თანხებისა და პროდუქციის გარეშე - მათ ჯერ კიდევ არ ჰქონდათ პროდუქცია, მათ არაფერი არ ჰქონდათ, მაგრამ მათ ჰქონდათ იდეა. ეს იდეა მდგომარეობდა იმაში, რომ შეექმნათ ისეთი ორგანიზაცია, სადაც ინჟინრებს გაცნობიერებული ექნებოდათ თავიანთი სამუშაოს საზოგადოებრივი მნიშვნელობა, სიამოვნებას მიიღებენ ტექნიკური სიახლეების შექმნის პროცესში და თავს იგრძნობდნენ ბედნიერად. ეს იდეალური მაგალითია იმისა, თუ როგორ აღწევს „დინება“ ორგანიზაციაში.
Now, when we do studies -- we have, with other colleagues around the world, done over 8,000 interviews of people -- from Dominican monks, to blind nuns, to Himalayan climbers, to Navajo shepherds -- who enjoy their work. And regardless of the culture, regardless of education or whatever, there are these seven conditions that seem to be there when a person is in flow. There's this focus that, once it becomes intense, leads to a sense of ecstasy, a sense of clarity: you know exactly what you want to do from one moment to the other; you get immediate feedback. You know that what you need to do is possible to do, even though difficult, and sense of time disappears, you forget yourself, you feel part of something larger. And once the conditions are present, what you are doing becomes worth doing for its own sake.
კვლევის პროცესში, მე და ჩემმა კოლეგებმა მსოფლიო მასშტაბით, გამოვკითხეთ 8 000 - მდე ადამიანი – ბერ-მონაზვნებიდან და ბრმა მონაზვნებიდან დაწყებული, ჰიმალაის დამპყრობი მთამსვლელებითა და მწყემსებით დამთავრებული, რომლებსაც აერთიანებდათ თავიანთი საქმის სიყვარული. და მიუხედავად იმისა, თუ რომელი კულტურის წარმომადგენელია, რა განათლება აქვს ან სხვა რომელიმე ნიშნით განირჩევა ადამიანი, ნებისმიერ შემთხვევაში არსებობს 7 კომპონენტი, რომელიც ახასიათებს ადამიანს, როდესაც ის იმყოფება „დინების“ მდგომარეობაში. ყურადღების მაქსიმალური კონცენტრაცია საქმეზე (1), რასაც მივყავართ ექსტაზის შეგრძნებამდე (2), შინაგანი რწმენის გაძლიერებამდე (3). ეს არის მომენტი, როდესაც ზუსტად იცი თუ რა უნდა გააკეთო დროის ამ მონაკვეთში, და შენ ეს გამოგდის. შენ დაუყოვნებლივ იღებ უკუკავშირს, გრძნობ, რომ საქმე რომელსაც აკეთებ რთულია, მაგრამ შესრულებადი (4). შენ გავიწყდება საკუთარი თავი (5), კარგავ დროის შეგრძნებას (6), თავს გრძნობ რაღაც საერთოს, დიდის ნაწილად. და როგორც კი ყველა ეს კომპონენტი ერთად შეიკვრება, თქვენი საქმიანობა ხდება ფასეული.
In our studies, we represent the everyday life of people in this simple scheme. And we can measure this very precisely, actually, because we give people electronic pagers that go off 10 times a day, and whenever they go off you say what you're doing, how you feel, where you are, what you're thinking about. And two things that we measure is the amount of challenge people experience at that moment and the amount of skill that they feel they have at that moment. So for each person we can establish an average, which is the center of the diagram. That would be your mean level of challenge and skill, which will be different from that of anybody else. But you have a kind of a set point there, which would be in the middle.
ჩვენს კვლევებში ადამიანის ყოველდღიური ცხოვრება ავსახეთ ამ უბრალო სქემაზე. და ჩვენ შევძელით გაგვეზომა „დინების“ შეგრძნება ძალიან ზუსტად, იმიტომ, რომ ჩვენ დავურიგეთ ხალხს პეიჯერები, რომლებიც დღეში 10 სიგნალს იძლეოდნენ. ყოველი სიგნალის შემდეგ, ადამიანებს უნდა შეეტყობინებინათ თუ რას აკეთებდნენ, რას გრძნობდნენ, სად იმყოფებოდნენ, რაზე ფიქრობდნენ იმ მომენტში. ჩვენ გავზომეთ ორი პარამეტრი - ამოცანების სირთულე, რომელსაც ეს ადამიანები ასრულებდნენ სიგნალის მომენტში და ცოდნის დონე, რომელიც მათი შეგრძნებით საჭირო იყო ამ ამოცანების შესასრულებლად. ამგვარად, ჩვენ შევძელით მოგვეძებნა ამ ორი პარამეტრის საშუალო სიდიდე, რაც გახდა დიაგრამის ცენტრი. ეს არის ამოცანების საშუალო სირთულე და მათ შესასრულებლად საჭირო ცოდნის საშუალო დონე. ასეთი წერტილი ყველა ადამიანისთვის ინდივიდუალურია, თუმცა ცენტრში იქნება ერთგვარი საკონტროლო წერტილი.
If we know what that set point is, we can predict fairly accurately when you will be in flow, and it will be when your challenges are higher than average and skills are higher than average. And you may be doing things very differently from other people, but for everyone that flow channel, that area there, will be when you are doing what you really like to do -- play the piano, be with your best friend, perhaps work, if work is what provides flow for you. And then the other areas become less and less positive.
თუ ჩვენ ვიცით დიაგრამაზე, სად იმყოფება ეს წერტილი, შევძლებთ საკმაოდ ზუსტად ვივარაუდოთ თუ როდის აღმოვჩნდებით „დინების“ (Flow) სექტორში. ეს მოხდება მაშინ, როდესაც ამოცანების სირთულე, ისევე როგორც ჩვენი ცოდნის დონე, იქნება საშუალოზე მაღალი. თქვენ შეგიძლიათ შეასრულოთ ამოცანები თქვენი ინდივიდუალური მანერით, მაგრამ „დინების არხი“ ყოველი ადამიანისთვის იქნება სქემის ამ ნაწილში. აქ შეიძლება აღმოჩნდეთ მაშინ, როდესაც აკეთებთ საქმეს, რომელიც ნამდვილად მოგწონთ - უკრავთ ფორტეპიანოს, საუბრობთ საუკეთესო მეგობართან ან მუშაობთ სამსახურში, თუ სამსახურს შეუძლია გაგრძნობინოთ „დინება“. სქემის დანარჩენ სექტორებს მოაქვთ უფრო და უფრო ნაკლები დადებითი ემოციები.
Arousal is still good because you are over-challenged there. Your skills are not quite as high as they should be, but you can move into flow fairly easily by just developing a little more skill. So, arousal is the area where most people learn from, because that's where they're pushed beyond their comfort zone and to enter that -- going back to flow -- then they develop higher skills. Control is also a good place to be, because there you feel comfortable, but not very excited. It's not very challenging any more. And if you want to enter flow from control, you have to increase the challenges. So those two are ideal and complementary areas from which flow is easy to go into.
„გამოფხიზლების“ (Arousal) სექტორიც კარგია, რადგან მართალია ამოცანა ძალიან რთულია და ცოტათი არ გვყოფნის დახელოვნების დონე, თუმცა ამ სექტორიდან იოლად შეიძლება მოხვედრა „დინების“ (Flow) სექტორში თუ უბრალოდ განვავითარებთ საჭირო ცოდნასა და უნარებს. ამრიგად, „გამოფხიზლების“ (Arousal) სექტორში ყოფნა ადამიანს უღვიძებს სწავლის სურვილს, რადგან იგი გამოსულია თავისი კომფორტის ზონიდან და იმისათვის, რომ კვლავ აღმოჩნდეს „დინების“ (Flow) სექტორში, მან უნდა აიმაღლოს ცოდნა. „კონტროლის“ (Control) სექტორიც კარგია, რადგან, ამოცანები არც ისე რთულია, აქ ყველაფერი ჩვეულ რეჟიმშია, თუმცა არც განსაკუთრებული სიხალისეა. თუ გსურთ „კონტროლის“ სექტორიდან გადაინაცვლოთ „დინების“ სექტორში, უბრალოდ უნდა შეასრულოთ ცოტათი უფრო რთული ამოცანები. ამგვარად, ეს ორი სექტორი ითვლება „დინების“ სექტორთან მჭიდროდ დაკავშირებულ სექტორებად და იდეალურად იმისათვის, რომ იოლად „შევიდეთ დინებაში“.
The other combinations of challenge and skill become progressively less optimal. Relaxation is fine -- you still feel OK. Boredom begins to be very aversive and apathy becomes very negative: you don't feel that you're doing anything, you don't use your skills, there's no challenge. Unfortunately, a lot of people's experience is in apathy. The largest single contributor to that experience is watching television; the next one is being in the bathroom, sitting. Even though sometimes watching television about seven to eight percent of the time is in flow, but that's when you choose a program you really want to watch and you get feedback from it.
ამოცანების სირთულისა და ცოდნის დონის დანარჩენი კომბინაცია უფრო და უფრო ნაკლებად ოპტიმალურია. „მოდუნების“ (Relaxation) სექტორი - მშვენიერია, კარგად ვგრძნობთ თავს. „მოწყენილობის“ (Boredom) სექტორში გვიჩნდება ზიზღის გრძნობა ცხოვრების მიმართ. „აპათიის“ (Apathy) სექტორში გვეუფლება ყველაზე ნეგატიური გრძნობა - გვეჩვენება, რომ არაფერს ვაკეთებთ, არ ვიყენებთ ცოდნას, არ გვაქვს რთული და საინტერესო ამოცანები. სამწუხაროდ, მოსახლეობის უმეტესობა „აპათიის“ სექტორში იმყოფება. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული საქმიანობა, რასაც აპათიამდე მივყავართ, არის ტელევიზორის ყურება. მეორე ადგილზეა აბაზანაში ყოფნა. თუმცა ტელევიზორის ყურების მომენტშიც, დროის 7-8%-ის განმავლობაში შეიძლება აღმოჩნდეს ადამიანი „დინების“ მდგომარეობაში. ეს ხდება მაშინ, როდესაც გადაცემა ჩვენთვის ძალიან საინტერესოა, და მისგან ვღებულობთ უკუკავშირს.
So the question we are trying to address -- and I'm way over time -- is how to put more and more of everyday life in that flow channel. And that is the kind of challenge that we're trying to understand. And some of you obviously know how to do that spontaneously without any advice, but unfortunately a lot of people don't. And that's what our mandate is, in a way, to do.
ჩემთვის გამოყოფილი დრო იწურება. როგორ ვიცხოვროთ ყოველდღიური ცხოვრების უმეტესი ნაწილი „დინების“ (Flow) სექტორში? ეს არის ის საინტერესო ამოცანა, რომლის ამოხსნასაც ვცდილობთ ჩვენ. შესაძლოა რომელიმე თქვენგანმა თქვენდაუნებურად უკვე იპოვეთ პასუხი, ყოველგვარი რჩევის გარეშე, მაგრამ სამწუხაროდ, ბევრი ადამიანისთვის არ არის ეს ცნობილი. ჩვენ გავაგრძელებთ კვლევას, რათა დავეხმაროთ მათ პასუხის პოვნაში. მე დავამთავრე.
Thank you.
გმადლობთ.
(Applause)
(აპლოდისმენტები)