One thing the world needs, one thing this country desperately needs is a better way of conducting our political debates. We need to rediscover the lost art of democratic argument. (Applause) If you think about the arguments we have, most of the time it's shouting matches on cable television, ideological food fights on the floor of Congress. I have a suggestion. Look at all the arguments we have these days over health care, over bonuses and bailouts on Wall Street, over the gap between rich and poor, over affirmative action and same-sex marriage. Lying just beneath the surface of those arguments, with passions raging on all sides, are big questions of moral philosophy, big questions of justice. But we too rarely articulate and defend and argue about those big moral questions in our politics.
ერთი რამ, რაც მსოფლიოს სჭირდება, ერთი რამ, რაც ამ ქვეყანას ძალიან სჭირდება, არის პოლიტიკური დებატების გამართვის უკეთესი გზა. ჩვენ გვჭირდება თავიდან აღმოვაჩინოთ დემოკრატიული კამათის დაკარგული ხელოვნება. (აპლოდისმენტები) თუ გაიხსენებთ რა სახის დებატები გვაქვს, უმეტეს შემთხვევაში ესაა შეჯიბრი ყვირილში საკაბელო ტელევიზიით, იდეოლოგიური ტალახის სროლა კონგრესის შენობაში. მე მაქვს შემოთავაზება. დააკვირდით ყველა კამათს, რაც ჩვენ გვაქვს ამჟამად ჯანდაცვაზე, ვოლ სტრიტის(მსხვილი ფინანსური ფირმები) მიმართ ბონუსებსა და დოტაციებზე ღარიბსა და მდიდარს შორის ნაპრალზე, პოზიტიურ დისკრიმინაციაზე და ერთსქესიან ქორწინებაზე. ამ ცხარე ვნებებიან, საკამათო თემებისგან შემდგარ ზედაპირთან ძალიან ახლოს, მდებარეობს მორალური ფილოსოფიის მნიშვნელოვანი საკითხები. მნიშვნელოვანი საკითხები სამართლის შესახებ, მაგრამ ჩვენ ზემდეტად იშვიათად გამოვხატავთ, ვიცავთ და ვკამათობთ ამ მნიშვნელოვან მორალურ საკითხებზე ჩვენს პოლიტიკაში. დღეს რაც მსურს გავაკეთო,
So what I would like to do today is have something of a discussion. First, let me take a famous philosopher who wrote about those questions of justice and morality, give you a very short lecture on Aristotle of ancient Athens, Aristotle's theory of justice, and then have a discussion here to see whether Aristotle's ideas actually inform the way we think and argue about questions today. So, are you ready for the lecture? According to Aristotle, justice means giving people what they deserve. That's it; that's the lecture.
არის დისკუსიისმაგვარი რამ. ჯერ, ნება მომეცით ვახსენო ცნობილი ფილოსოფოსი, რომელმაც დაწერა სამართლისა და მორალის ამ საკითხებზე. მოგაწვდით ძალიან მოკლე ლექციას ანტიკური ათენის არისტოტელეზე, არისტოტელეს სამართლის თეორიაზე, რის შემდეგადაც გავმართოთ დისკუსია, რომ დავინახოთ, გვაძლევს თუ არა არისტოტელეს იდეები რეალურად ინფორმაციას იმ წესზე, რის მიხედვითაც ჩვენ ვფიქრობთ და ვკამათობთ დღესდღეობით სხვადასხვა საკითხზე. მოკლედ, მზად ხართ ლექციისთვის? არისტოტელეს თანახმად, სამართალი ნიშნავს მივცეთ ხალხს ის, რასაც იმსახურებენ. სულ ეს არის. სულ ეს არის ჩვენი ლექცია.
(Laughter)
(სიცილი)
Now, you may say, well, that's obvious enough. The real questions begin when it comes to arguing about who deserves what and why. Take the example of flutes. Suppose we're distributing flutes. Who should get the best ones? Let's see what people -- What would you say? Who should get the best flute? You can just call it out.
შეიძლება თქვათ,რომ ეს საკმარისად ნათელია. ნამდვილი სირთულე იწყება მაშინ, როცა უნდა ვიმსჯელოთ ვინ იმსახურებს, რას და რატომ. ავიღოთ ფლეიტის მაგალითი. წარმოიდგინეთ ჩვენ ვანაწილებთ ფლეიტებს. ვინ უნდა მიიღოს საუკეთესო ფლეიტა? მოდი ვნახოთ რას ფიქრობენ ადამიანები... თქვენ რას იტყოდით? ვინ უნდა მიიღოს საუკეთესო ფლეიტა? შეგიძლიათ წამოიძახოთ.
(Audience: Random.)
(აუდიტორია: შემთხვევითობით.)
Michael Sandel: At random. You would do it by lottery. Or by the first person to rush into the hall to get them. Who else?
მს: თქვენ ლატარიის პრინციპით იზამდით, თუ იმის მიხედვით თუ ვინ დაასწრებს. სხვა ვარიანტები?
(Audience: The best flute players.)
(აუდიტორია:ფლეიტის საუკეთესო შემსრულებელი)
MS: The best flute players. (Audience: The worst flute players.)
მს: საუკეთესო. ( აუდიტორია: ფლეიტის ყველაზე ცუდი შემსრულებლები.)
MS: The worst flute players. How many say the best flute players? Why? Actually, that was Aristotle's answer too.
მს: ფლეიტის ყველაზე ცუდი შემსრულებლები. რამდენი ფიქრობთ, რომ ფლეიტის საუკეთესო შემსრულებლები; რატომ? ფაქტიურად ეს იყო არისტოტელეს პასუხიც.
(Laughter)
(სიცილი)
But here's a harder question. Why do you think, those of you who voted this way, that the best flutes should go to the best flute players?
მაგრამ არსებობს უფრო რთული შეკითხვა. რატომ ფიქრობთ, თქვენ, ვინც ასეთი არჩევანი გააკეთეთ, რომ საუკეთესო ფლეიტები უნდა შეხვდეს საუკეთესო შემსრულებლებს?
Peter: The greatest benefit to all.
პიტერი: უდიდესი სარგებელი ყველას.
MS: The greatest benefit to all. We'll hear better music if the best flutes should go to the best flute players. That's Peter? (Audience: Peter.)
მს: უდიდესი სარგებელი ყველას. ჩვენ მოვისმენთ უკეთეს მუსიკას, თუ საუკეთესო ფლეიტები შეხვდებათ საუკეთესო შემსრულებლებს. ეს პიტერია? (აუდიტორია: პიტერი.)
MS: All right. Well, it's a good reason. We'll all be better off if good music is played rather than terrible music. But Peter, Aristotle doesn't agree with you that that's the reason. That's all right. Aristotle had a different reason for saying the best flutes should go to the best flute players. He said, that's what flutes are for -- to be played well. He says that to reason about just distribution of a thing, we have to reason about, and sometimes argue about, the purpose of the thing, or the social activity -- in this case, musical performance. And the point, the essential nature, of musical performance is to produce excellent music. It'll be a happy byproduct that we'll all benefit. But when we think about justice, Aristotle says, what we really need to think about is the essential nature of the activity in question and the qualities that are worth honoring and admiring and recognizing. One of the reasons that the best flute players should get the best flutes is that musical performance is not only to make the rest of us happy, but to honor and recognize the excellence of the best musicians.
მს: კარგით. ეს კარგი მიზეზია. ჩვენ ყველანი უკეთ ვიქნებით, თუ დაიკვრება კარგი მუსიკა ცუდის მაგივრად. მაგრამ პიტერ, არისტოტელე არ ეთანხმება იმ მიზეზს, რაც თქვენ მოიყვანეთ. არა უშავს. არისტოტელეს ჰქონდა განსხვავებული მიზეზი თუ რატომ უნდა შეხვდეს საუკეთესო ფლეიტები საუკეთესო შემსრულებლებს მან თქვა, რომ სწორედ ამისთვის არსებობს ფლეიტები, რომ მათზე კარგად დაუკრან. მან თქვა, რომ რამის განაწილებაზე მსჯელობისთვის, ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ და ხანდახან ვიკამათოთ, მის დანიშნულებაზე; ან სოციალურ აქტივობაზე, ამ შემთხვევაში მუსიკალურ შესრულებაზე. დედაარსი, არსებითი ბუნება მუსიკალური შესრულებისა, არის შესანიშნავი მუსიკის შექმნა. ჩვენი ყველას მიერ ამით მიღებული სიამოვნება, მხოლოდ ამის თანმდევი ბედნიერებაა. მაგრამ როცა ჩვენ ვფიქრობთ სამართლიანობაზე, არისტოტელე ამბობს, რაზეც ნამდვილად გვჭირდება დაფიქრება, არის აქტივობის არსებითი ბუნება, და უნარები, რომლებიც იმსახურებს პატივისცემას, აღტაცებასა და აღიარებას. ერთ–ერთი მიზეზი, თუ რატომ უნდა შეხვდეს საუკეთესო ფლეიტები საუკეთესო შემსრულებლებს, არის არა მხოლოდ ის, რომ შესრულება მსმენელებს გვაბედნიერებს, არამედ ისიც, რომ დავაფასოთ და ვაღიაროთ საუკეთესო მუსიკოსების ოსტატობა.
Now, flutes may seem ... the distribution of flutes may seem a trivial case. Let's take a contemporary example of the dispute about justice. It had to do with golf. Casey Martin -- a few years ago, Casey Martin -- did any of you hear about him? He was a very good golfer, but he had a disability. He had a bad leg, a circulatory problem, that made it very painful for him to walk the course. In fact, it carried risk of injury. He asked the PGA, the Professional Golfers' Association, for permission to use a golf cart in the PGA tournaments. They said, "No. Now that would give you an unfair advantage." He sued, and his case went all the way to the Supreme Court, believe it or not, the case over the golf cart, because the law says that the disabled must be accommodated, provided the accommodation does not change the essential nature of the activity. He says, "I'm a great golfer. I want to compete. But I need a golf cart to get from one hole to the next."
ფლეიტების განაწილების მაგალითი შეიძლება ტრივიალური ჩანს. მოდი განვიხილოთ თანამედროვე მაგალითი სამართლიანობაზე დავის შესახებ. ეს არის გოლფთან დაკავშირებული. ქეისი მარტინი... რამოდენიმე წლის წინ, ქეისი მარტინი... გსმენიათ რომელიმეს მის შესახებ? ის ძალიან კარგი გოლფის მოთამაშე იყო, მაგრამ შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობებით. მას ჰქონდა სისხლის მიმოქცევის პრობლემა ფეხზე და ამის გამო მისთვის მტკივნეული იყო ფეხით სიარული გოლფის მოედანზე. უფრო მეტიც, ეს იყო ტრავმის რისკის შემცველი. მან სთხოვა PGA-ს, პროფესიონალ გოლფერთა ასოციაციას, რომ გამოეყენებინა გოლფის ოთხთვალა PGA-ს ტურნირებში. მათ თქვეს, "არა. ეს მოგცემთ არასამართლიან უპირატესობას." სპორტსმენმა უჩივლა და მისი შემთხვევის განხილვამ, მიაღწია უზენაეს სასამართლომდე, გინდ დაიჯერეთ, გინდ - არა, ეს იყო გოლფის ოთხთვალას საქმე, რადგან კანონი ამბობს, რომ უნარშეზღუდული უნდა იყოს ხელშეწყობილი, იმ პირობით, რომ ეს ხელშეწყობა არ ცვლის აქტივობის არსებით ხასიათს. ის ამბობს, "მე ვარ კარგი გოლფის მოთამაშე. მინდა კონკურენციაში ჩაბმა, მაგრამ მჭირდება ოთხთვალა, რომ ერთი ფოსოდან მეორემდე მივიდე."
Suppose you were on the Supreme Court. Suppose you were deciding the justice of this case. How many here would say that Casey Martin does have a right to use a golf cart? And how many say, no, he doesn't? All right, let's take a poll, show of hands. How many would rule in favor of Casey Martin? And how many would not? How many would say he doesn't? All right, we have a good division of opinion here. Someone who would not grant Casey Martin the right to a golf cart, what would be your reason? Raise your hand, and we'll try to get you a microphone. What would be your reason?
წარმოიდგინეთ, თქვენ იმყოფებით უზენაეს სასამართლოში. წარმოიდგინეთ თქვენ წყვეტთ ამ შემთხვევის სამართლიანობას. რამდენი თქვენგანი იტყვით, რომ ქეისი მარტინს აქვს ოთხთვალას გამოყენების უფლება? და რამდენი თქვენგანი, რომ არა, არ აქვს? მოდით ჩავატაროთ გამოკითხვა ხელების აწევით. რამდენი თქვენგანი მიემხრობოდით ქ.მ.–ს? და რამდენი არა? კარგით, აზრები საკმაოდ დაიყო. ის, ვინც არ დაუჭერდა მხარს ქეისი მარტინის უფლებას გოლფის ოთხთვალაზე, რა იქნებოდა თქვენი არგუმენტი? აიწიეთ ხელი, შევეცდებით მოგაწოდოთ მიკროფონი რა იქნებოდა თქვენი არგუმენტი?
(Audience: It'd be an unfair advantage.)
(აუდიტორია: არასამართლიანი უპირატესობა.)
MS: It would be an unfair advantage if he gets to ride in a golf cart. All right, those of you, I imagine most of you who would not give him the golf cart worry about an unfair advantage. What about those of you who say he should be given a golf cart? How would you answer the objection? Yes, all right.
მს: ეს იქნებოდა არასამართლიანი უპირატესობა თუ სპორტსმენი გამოიყენებს ოთხთვალას. კარგით, თქვენ, ვფიქრობ უმეტესობა, ვინც არ მისცემდით მას ოთხთვალას, ასე არასამართლიანი უპირატესობის გამო ფიქრობთ. რას იტყვით თქვენ, ვინც ფიქრობთ, რომ მას უნდა მიეცეს ოთხთვალა? როგორ უპასუხებდით ამ წინააღმდეგობას? დიახ, კარგით.
Audience: The cart's not part of the game.
აუდიტორია: ოთხთვალა არ არის თამაშის ნაწილი
MS: What's your name? (Audience: Charlie.)
მს: რა გქვიათ? (აუდიტორია: ჩარლი)
MS: Charlie says -- We'll get Charlie a microphone in case someone wants to reply. Tell us, Charlie, why would you say he should be able to use a golf cart?
მს: ჩარლი ამბობს... ჩვენ მივცემთ ჩარლის მიკროფონს, თუ ვინმეს სურს პასუხის გაცემა. გვითხარით ჩარლი, რატომ ფიქრობთ, რომ მას უნდა შეეძლოს ოთხთვალას გამოყენება?
Charlie: The cart's not part of the game.
ჩარლი: ოთხთვალა არ არის თამაშის ნაწილი.
MS: But what about walking from hole to hole?
მს: მაგრამ რას იტყვით ფოსოდან ფოსომდე სიარულზე?
Charlie: It doesn't matter; it's not part of the game.
ჩარლი: ამას მნიშვნელობა არა აქვს; ის არ არის თამაშის ნაწილი.
MS: Walking the course is not part of the game of golf?
მს: სიარული არ არის გოლფის თამაშის ნაწილი?
Charlie: Not in my book, it isn't.
ჩარლი: ჩემი აზრით ასეა.
MS: All right. Stay there, Charlie.
მს: კარგით; დარჩით ჩვენთან ჩარლი.
(Laughter)
(სიცილი)
Who has an answer for Charlie? All right, who has an answer for Charlie? What would you say?
ვის აქვს პასუხი ჩარლისთვის? კარგით, ვის აქვს პასუხი ჩარლისთვის? რას იტყვით?
Audience: The endurance element is a very important part of the game, walking all those holes.
აუდიტორია: გამძლეობის ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია თამაშში. ყველა ფოსოს ფეხით მოვლა.
MS: Walking all those holes? That's part of the game of golf? (Audience: Absolutely.)
მს: ყველა ფოსოს ფეხით მოვლა? ეს გოლფის თამაშის ნაწილია? (აუდიტორია: რა თქმა უნდა.)
MS: What's your name? (Audience: Warren.)
მს: რა გქვიათ? (აუდიტორია: ვორენი.)
MS: Warren. Charlie, what do you say to Warren?
მს: ვორენი. ჩარლი, რას ეტყვით ვორენს?
Charley: I'll stick to my original thesis.
ჩარლი: მე მივაწვები თავდაპირველ მოსაზრებას
(Laughter)
(სიცილი)
MS: Warren, are you a golfer?
მს: ვორენ, თქვენ გოლფის მოთამაშე ხართ?
Warren: I am not a golfer.
ვორენი: არ ვარ გოლფის მოთამაშე.
Charley: And I am. (MS: Okay.) (Laughter)
ჩარლი: და მე კი ვარ. (მს: კაი) (სიცილი)
(Applause)
(აპლოდისმენტები)
You know, it's interesting. In the case, in the lower court, they brought in golfing greats to testify on this very issue. Is walking the course essential to the game? And they brought in Jack Nicklaus and Arnold Palmer. And what do you suppose they all said? Yes. They agreed with Warren. They said, yes, walking the course is strenuous physical exercise. The fatigue factor is an important part of golf. And so it would change the fundamental nature of the game to give him the golf cart. Now, notice, something interesting -- Well, I should tell you about the Supreme Court first.
იცით, საინტერესოა... ზემოთ ხსენებულ შემთხვევაში, ქვედა ინსტანციის სასამართლომ, მოიწვია წარმატებული გოლფერები, რომ გაეგოთ მათი შეხედულება ამ საკითხზე. არის სიარული თამაშის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი? სასამართლომ მოიწვია ჯეკ ნიკლაუსი და არნოლდ პალმერი. და რას ფიქრობთ, რა თქვეს მათ? დიახ. ისინი დაეთანხმნენ ვორენს. მათ თქვეს, დიახ, გოლფის მინდორში სიარული არის საძნელო ფიზიკური აქტივობა. დაღლის ფაქტორი არის მნიშვნელოვანი ნაწილი გოლფისა; შესაბამისად, თამაშის ფუნდამენტურ ბუნებას შეცვლის მისთვის ოთხთვალას მიცემა. ახლა ყურადღება მიაქციეთ. რაღაც საინტერესოა... პირველად უზენაეს სასამართლოზე გეტყვით.
The Supreme Court decided. What do you suppose they said? They said yes, that Casey Martin must be provided a golf cart. Seven to two, they ruled. What was interesting about their ruling and about the discussion we've just had is that the discussion about the right, the justice, of the matter depended on figuring out what is the essential nature of golf. And the Supreme Court justices wrestled with that question. And Justice Stevens, writing for the majority, said he had read all about the history of golf, and the essential point of the game is to get very small ball from one place into a hole in as few strokes as possible, and that walking was not essential, but incidental.
უზენაესმა სასამართლომ გადაწყვიტა. რას ფიქრობთ რა თქვეს მათ? მათ თქვეს დიახ, რომ ქეისი მარტინს უნდა მიეცეს ოთხთვალა. შვიდი ორის წინააღმდეგ. საინტერესო რაც იყო მათ კენჭისყრაში და იმ დისკუსიაში, რომელიც ჩვენ გავმართეთ არის ის, რომ დებატები უფლების, სამართლიანობის შესახებ დამოკიდებული იყო გოლფის არსებითი ბუნების გარკვევაზე. გოლფის არსებითი ბუნების გარკვევაზე. და უზენაესი სასამართლოს წევრებმა ბევრი "იჭიდავეს" ამ საკითხზე. მოსამართლე სტივენსმა უმრავლესობიდან თქვა, რომ მან წაიკითხვა ყველაფერი გოლფის ისტორიის შესახებ და თამაშის არსებითი ბუნება არის ის, რომ მოათავსო ძალიან პატარა ბურთი გარკვეული ადგილიდან ფოსოში, რაც შეიძლება მცირე რაოდენობის დარტყმებით, და სიარული არ წარმოადგენს ძირითად ნაწილს.
Now, there were two dissenters, one of whom was Justice Scalia. He wouldn't have granted the cart, and he had a very interesting dissent. It's interesting because he rejected the Aristotelian premise underlying the majority's opinion. He said it's not possible to determine the essential nature of a game like golf. Here's how he put it. "To say that something is essential is ordinarily to say that it is necessary to the achievement of a certain object. But since it is the very nature of a game to have no object except amusement, (Laughter) that is, what distinguishes games from productive activity, (Laughter) it is quite impossible to say that any of a game's arbitrary rules is essential."
იქ იყო ორი მოწინააღმდეგე. ერთი მოსამართლე სკალია, რომელმაც მხარი არ დაუჭირა ოთხთვალას გამოყენებას და მას ქონდა საინტერესო განსხვავებული აზრი. ის საინტერესოა, რადგან მან უარყო არისტოტელური წინაპირობა, რომელიც საფუძვლად ედო უმრავლესობის შეხედულებას. მან თქვა, რომ შეუძლებელია განსაზღვრო გოლფის მსგავსი თამაშის არსებითი ბუნება. აი როგორ თქვა მან: "რომ მიიჩნიო რაღაც არსებითად უნდა თქვა, რომ ის საჭიროა გარკვეული მიზნის მისაღწევად. მაგრამ იმდენად რამდენადაც თამაშის ბუნებას არ გააჩნია სხვა მიზანი გარდა გართობისა, (სიცილი) ეს არის ის, რაც განასხვავებს თამაშს პროდუქტიული აქტივობისგან, (სიცილი) ამიტომ, თითქმის შეუძლებელია ვთქვათ, რომ ნებისმიერი თამაშის თვითნებური წესები არის არსებითი."
So there you have Justice Scalia taking on the Aristotelian premise of the majority's opinion. Justice Scalia's opinion is questionable for two reasons. First, no real sports fan would talk that way. (Laughter) If we had thought that the rules of the sports we care about are merely arbitrary, rather than designed to call forth the virtues and the excellences that we think are worthy of admiring, we wouldn't care about the outcome of the game. It's also objectionable on a second ground. On the face of it, it seemed to be -- this debate about the golf cart -- an argument about fairness, what's an unfair advantage. But if fairness were the only thing at stake, there would have been an easy and obvious solution. What would it be? (Audience: Let everyone use the cart.) Let everyone ride in a golf cart if they want to. Then the fairness objection goes away.
ერთ მხარეს მოსამართლე სკალია, რომელიც ეწინააღმდეგება უმრავლესობის შეხედულებას არისტოტელური წინაპირობის შესახებ. მოსამართლე სკალიას მოსაზრება საეჭვოა ორი მიზეზის გამო. პირველი, არც ერთი სპორტის ქომაგი ამ სტილში არ ილაპარაკებს. (სიცილი) რომ გვეფიქრა იმ სპორტის წესები, რომელიც გვაინტერესებს არის უბრალოდ თვითნებური, ვიდრე ისე მოწყობილი, რომ გამოამჟღავნოს ის ღირსებები და ოსტატობა, რომელიც ჩვენი აზრით იმსახურებს აღტაცებას, ჩვენ აღარ დავინტერესდებოდით თამაშის შედეგით. ის ასევე საკამათოა მეორე მიზეზის გამო. ისე ჩანდა, თითქოს დებატები გოლფის ოთხთვალაზე, ეს არის კამათი სამართლიანობაზე, და არასამართლიან უპირატესობაზე; მაგრამ მხოლოდ სამართლიანობა რომ იყოს რისკის ქვეშ, ამ საკითხს უფრო ადვილი და ნათელი გადაწყვეტა ექნებოდა. რა იქნებოდა? [აუდიტ.: ნება მივცეთ ყველას, გამოიყენოს ოთხთვალა.] ნება მივცეთ ყველას, იმოძრაოს ოთხთვალათი. თუ მათ ეს სურთ. ამით სამართლიანობაზე კამათი შეწყდება.
But letting everyone ride in a cart would have been, I suspect, more anathema to the golfing greats and to the PGA, even than making an exception for Casey Martin. Why? Because what was at stake in the dispute over the golf cart was not only the essential nature of golf, but, relatedly, the question: What abilities are worthy of honor and recognition as athletic talents? Let me put the point as delicately as possible: Golfers are a little sensitive about the athletic status of their game. (Laughter) After all, there's no running or jumping, and the ball stands still. (Laughter) So if golfing is the kind of game that can be played while riding around in a golf cart, it would be hard to confer on the golfing greats the status that we confer, the honor and recognition that goes to truly great athletes. That illustrates that with golf, as with flutes, it's hard to decide the question of what justice requires, without grappling with the question, "What is the essential nature of the activity in question, and what qualities, what excellences connected with that activity, are worthy of honor and recognition?"
მაგრამ ყველასთვის ოთხთვალას გამოყენების უფლების მიცემა, იქნებოდა, ჩემი აზრით, კიდევ უფრო უსიამოვნო საუკეთესო გოლფერებისთვის და PGA–სთვის, ვიდრე ქეისი მარტინისთვის გამონაკლისისის დაშვება. რატომ? რადგან რაც იყო რისკის ქვეშ გოლფის ოთხთვალაზე კამათის დროს, ეს იყო არა მარტო გოლფის არსებითი ბუნება, არამედ საკითხი იმაზე, თუ რა უნარები იმსახურებს პატივისცემასა და აღიარებას, როგორც ათლეტური ნიჭი? ნება მიბოძეთ, რაც შეიძლება დელიკატურად ჩამოვაყალიბო: გოლფერები ცოტა არ იყოს სენსიტიურები არიან საკუთარი თამაშის ათლეტური სტატუსის შესახებ. (სიცილი) ბოლოსდაბოლოს გოლფში არ არის სირბილი, ხტომა და ბურთი უმოძრაოდ დევს. (სიცილი) ამიტომ, გოლფი რომ იყოს ისეთი სახის თამაში, რომელიც შეიძლება ითამაშო ოთხთვალას გამოყენებით, რთული იქნებოდა გვესაუბრა გოლფის საუკეთესო მოთამაშეების იმ სტატუსზე, რომელსაც მათ ვანიჭებთ. ასევე პატივსა და აღიარებაზე, რომელიც ეძლევათ ნამდვილად საუკეთესო ათლეტებს. ეს ცხადყოფს, რომ გოლფის, ისევე როგორ ფლეიტების შემთხვევაში, რთულია გადაწყვიტო რას მოითხოვს სამართლიანობა, თუ არ ჩავუღრმავდებით შეკითხვას, "რა არის ზემოხსენებული აქტივობების არსებითი ბუნება; და ამ აქტივობასთან დაკავშრებული, რა ნიშან–თვისებები, რა ოსტატობები, იმსახურებს პატივსა და აღიარებას? "
Let's take a final example that's prominent in contemporary political debate: same-sex marriage. There are those who favor state recognition only of traditional marriage between one man and one woman, and there are those who favor state recognition of same-sex marriage. How many here favor the first policy: the state should recognize traditional marriage only? And how many favor the second, same-sex marriage? Now, put it this way: What ways of thinking about justice and morality underlie the arguments we have over marriage? The opponents of same-sex marriage say that the purpose of marriage, fundamentally, is procreation, and that's what's worthy of honoring and recognizing and encouraging. And the defenders of same-sex marriage say no, procreation is not the only purpose of marriage; what about a lifelong, mutual, loving commitment? That's really what marriage is about. So with flutes, with golf carts, and even with a fiercely contested question like same-sex marriage, Aristotle has a point. Very hard to argue about justice without first arguing about the purpose of social institutions and about what qualities are worthy of honor and recognition.
მოდით განვიხილოთ ბოლო მაგალითი, რომელიც ცნობილია თანამედროვე პოლიტიკურ დებატებში: ერთსქესიანთა ქორწინება. ზოგიერთი მხარს უჭერს მხოლოდ ტრადიციული ქორწინების სახელმწიფოს დონეზე აღიარებას, რომელიც შედგება ერთ კაცსა და ერთ ქალს შორის; და არიან ადამიანები, რომლებიც მხარს უჭერენ ერთსქესიანთა ქორწინებას. რამდენი თქვენგანი ემხრობით პირველ პოლიტიკას, რომ სახელმწიფომ უნდა აღიაროს მხოლოდ ტრადიციული ქორწინება? და რამდენი მეორეს? მოდით დავფიქრდეთ შემდეგნაირად: სამართალსა და მორალზე რა ტიპის აზროვნება უდევს საფუძვლად, ქორწინებაზე გამართულ დისკუსიებს? ქორწინებაზე გამართულ დისკუსიებს? ერთსქესიანი ქორწინების მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ ქორწინების მთავარი მიზანი არის გამრავლება, და ეს არის ის, რაც იმსახურებს პატივისცემას და აღიარებას და წახალისებას. ერთსქესიანი ქორწინების დამცველები ამბობენ არა, გამრავლება არ არის ქორწინების ერთადერთი მიზანი; რა ადგილი უკავია სამუდამო, ორმხრივ, სიყვარულით გამსჭვალულ ვალდებულებას? ქორწინებას სწორედ ეს დატვირთვა აქვს. მოკლედ, ფლეიტებთან, ოთხთვალებთან და ასევე ისეთ მწვავედ განხილულ საკითხთან, როგორიცაა ერთსქესიანი ქორწინება, არისტოტელეს პოზიცია აზრიანია. ძალიან რთულია იკამათო სამართალზე, ჯერ სოციალური ინსტიტუტების მიზნის განხილვის გარეშე; და იმის განხილვის გარეშე, თუ რა თვისებები იმსახურებს პატივისცემასა და აღიარებას.
So let's step back from these cases and see how they shed light on the way we might improve, elevate, the terms of political discourse in the United States, and for that matter, around the world. There is a tendency to think that if we engage too directly with moral questions in politics, that's a recipe for disagreement, and for that matter, a recipe for intolerance and coercion. So better to shy away from, to ignore, the moral and the religious convictions that people bring to civic life. It seems to me that our discussion reflects the opposite, that a better way to mutual respect is to engage directly with the moral convictions citizens bring to public life, rather than to require that people leave their deepest moral convictions outside politics before they enter. That, it seems to me, is a way to begin to restore the art of democratic argument.
მოდით, ვდისტანცირდეთ ამ შემთხვევებისგან და ვნახოთ თუ როგორ მოჰფენენ ისინი ნათელს იმას, თუ როგორ შეგვიძლია გავაუმჯობესოთ, დავხვეწოთ პოლიტიკური დებატების პირობები შეერთებულ შტატებში და მსოფლიოს გარშემო. არსებობს წარმოდგენა, რომ თუ ჩვენ ზედმეტი პირდაპირობით დავკავდებით მორალური საკითხებით პოლიტიკური დებატისას, ეს უთანხმოებისთვის იქნება განწირული და შესაბამისად მიგვიყვანს შეუწყნარებლობისა და ძალადობისკენ. ანუ უკეთესია გავეცალოთ, იგნორირება გავუკეთოთ მორალურ და რელიგიურ რწმენებს, რომელიც ხალხს შემოაქვს სამოქალაქო ცხოვრებაში. ვფიქრობ, ჩვენი ეს დისკუსია საპირისპიროს აჩვენებს, რომ უკეთესი გზა ორმხრივი პატივისცემისკენ, არის იმ მორალური რწმენების პირდაპირი ჩართვა, რომლებიც მოქალაქეებს შემოაქვთ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ვიდრე იმის მოთხოვნა, რომ ადამიანებმა პოლიტიკის გარეთ დატოვონ საკუთარი ღრმა მორალური რწმენა-წარმოდგენები, სანამ ისინი თავად ჩაერთვებიან საქმეში. ვფიქრობ, ეს არის გზა იმისკენ, რომ დავიწყოთ, დემოკრატიული დებატების ხელოვნების აღდგენა.
Thank you very much.
ძალიან დიდი მადლობა.
(Applause)
(აპლოდისმენტები)
Thank you.
მადლობა.
(Applause)
(აპლოდისმენტები)
Thank you.
მადლობა.
(Applause)
(აპლოდისმენტები)
Thank you very much. Thanks. Thank you. Chris. Thanks, Chris.
ძალიან დიდი მადლობა. გმადლობთ. მადლობა. კრის. მადლობა კრის.
Chris Anderson: From flutes to golf courses to same-sex marriage -- that was a genius link. Now look, you're a pioneer of open education. Your lecture series was one of the first to do it big. What's your vision for the next phase of this?
კრის ანდერსონი: ფლეიტებიდან გოლფამდე ერთსქესიანთა ქორწინებამდე... ეს იყო გენიალური დაკავშირება. თქვენ ხართ პიონერი ღია განათლებაში. და თქვენმა ლექციებმა გახადეს ის უფრო დიდი. როგორ ხედავთ განვითარების შემდეგ ფაზას?
MS: Well, I think that it is possible. In the classroom, we have arguments on some of the most fiercely held moral convictions that students have about big public questions. And I think we can do that in public life more generally. And so my real dream would be to take the public television series that we've created of the course -- it's available now, online, free for everyone anywhere in the world -- and to see whether we can partner with institutions, at universities in China, in India, in Africa, around the world, to try to promote civic education and also a richer kind of democratic debate.
მს: მე ვფიქრობ ეს შესაძლებელია; კლასში ჩვენ გვაქვს კამათი რამოდენიმე მწვავედ განხილულ მორალურ რწმენაზე, რომელიც სტუდენტებს აქვთ სერიოზულ საზოგადოებრივ საკითხებზე და ვფიქრობ, შეგვიძლია იგივე გავაკეთოთ საჯარო საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც. ჩემი ოცნება იქნებოდა, რომ ავიღოთ საჯარო სატელევიზიო სერიები, რომელიც ჩვენ შევქმენით... ის ამჟამად ხელმისაწვდომია ონლაინ რეჟიმში, უფასოდ ყველასთვის, მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას... და ვსინჯოთ თუ შევძლებთ პარტნიორობის ჩამოყალიბებას ინსტიტუტებთან, უნივერსიტეტებთან ჩინეთში, ინდოეთში, აფრიკაში, მსოფლიოს გარშემო, რომ ვცადოთ და ხელი შევუწყოთ სამოქალაქო განათლებას და უფრო მდიდარ დემოკრატიულ დებატებს.
CA: So you picture, at some point, live, in real time, you could have this kind of conversation, inviting questions, but with people from China and India joining in?
კა: თქვენი წარმოდგენით, ეს უნდა იყოს ლაივში, რეალურ დროში, სადაც შესაძლებელი იქნება მსგავსი საუბრები, შეკითხვები, სადაც ჩაერთვებიან ადამიანები ჩინეთიდან, ინდოეთიდან?
MS: Right. We did a little bit of it here with 1,500 people in Long Beach, and we do it in a classroom at Harvard with about 1,000 students. Wouldn't it be interesting to take this way of thinking and arguing, engaging seriously with big moral questions, exploring cultural differences and connect through a live video hookup, students in Beijing and Mumbai and in Cambridge, Massachusetts and create a global classroom. That's what I would love to do.
მს: სწორია. ჩვენ აქ უკვე გავაკეთეთ მსგავსი რამ 1500 ადამიანის მონაწილებოთ Long Beach–ზე და ასევე ჰარვარდის საკლასო ოთახში დაახლოებით 1000 სტუდენტის მონაწილეობით. განა საინტერესო არ იქნება ავიღოთ მსგავსი აზროვნება და კამათის სტილი, ჩავერთოთ მორალური საკიხების განხილვაში, გამოვიკვლიოთ კულტურული განსხვავებები და ჩავერთოთ პირდაპირ ვიდეო ურთიერთობაში, სადაც სტუდენტები პეკინიდან და მუმბაიდან, კემბრიჯიდან, მასაჩუსეტსიდან ქმნიან გლობალურ კლასებს. ეს არის ის, რისი გაკეთებაც მსურს.
(Applause)
(აპლოდისმენტები)
CA: So, I would imagine that there are a lot of people who would love to join you in that endeavor. Michael Sandel. Thank you so much. (MS: Thanks so much.)
კა: მოკლედ, მე მგონია რომ ბევრი ადამიანი იქნება, ვინც სიამოვნებით შემოგიერთდებათ ამ ძალისხმევაში.