Back in New York, I am the head of development for a non-profit called Robin Hood. When I'm not fighting poverty, I'm fighting fires as the assistant captain of a volunteer fire company. Now in our town, where the volunteers supplement a highly skilled career staff, you have to get to the fire scene pretty early to get in on any action.
ნიუ იორკში ვმუშაობ არაკომერციული ორგანიზაციის, "რობინ ჰუდის", განვითარების ხელმძღვანელად. როდესაც სიღარიბეს არ ვებრძვი, ვებრძვი ცეცხლს, ანუ პარალელურად კაპიტანის ასისტენტად ვმუშაობ სახანძრო დაწესებულებაში. ვარ მოხალისე. ეხლა ჩვენს ქალაქს რომ დავუბრუნდეთ, სადაც სახანძროს პერსონალი მაღალკვალიფიციური მოხალისეებით არის დაკომპლექტებული ცეცხლის გაჩენის კერასთან აუცილებელია დროულად მისვლა, რათა მიიღო მონაწილეობა ცეცხლის ლოკალიზებაში.
I remember my first fire. I was the second volunteer on the scene, so there was a pretty good chance I was going to get in. But still it was a real footrace against the other volunteers to get to the captain in charge to find out what our assignments would be. When I found the captain, he was having a very engaging conversation with the homeowner, who was surely having one of the worst days of her life. Here it was, the middle of the night, she was standing outside in the pouring rain, under an umbrella, in her pajamas, barefoot, while her house was in flames.
მახსენდება ჩემი პირველი გამოცდილება ცეცხლთან. მე ვიყავი მეორე მოხალისე ვინც ცეცხლის კერასთან მივიდა. ასე რომ მქონდა შანსი, ალმოდებულ სახლში შევსულიყავი ერთ–ერთი პირველი. მაგრამ მაინც იყო ერთგვარი კონკურენცია მოხალისეებს შორის რათა დაესწროთ უფროს კაპიტანთან მისვლა დავალებების მისაღებად. როდესაც კაპიტანთან მივედი, ის აქტიურად იყო ჩართული საუბარში სახლის მეპატრონესთან. ქალბატონს ალბად თავის ცხოვრებაში ყველაზე საშინელი დღე ჰქონდა: იყო შუაღამე, ის იდგა გარეთ კოკისპირულ წვიმაში, ქოლგის ქვეშ, ღამის პერანგში, ფეხშიშველი, ამასობაში კი მის სახლს ცეცხლი ეკიდა.
The other volunteer who had arrived just before me -- let's call him Lex Luther -- (Laughter) got to the captain first and was asked to go inside and save the homeowner's dog. The dog! I was stunned with jealousy. Here was some lawyer or money manager who, for the rest of his life, gets to tell people that he went into a burning building to save a living creature, just because he beat me by five seconds. Well, I was next. The captain waved me over. He said, "Bezos, I need you to go into the house. I need you to go upstairs, past the fire, and I need you to get this woman a pair of shoes." (Laughter) I swear. So, not exactly what I was hoping for, but off I went -- up the stairs, down the hall, past the 'real' firefighters, who were pretty much done putting out the fire at this point, into the master bedroom to get a pair of shoes.
სხვა მოხალისე, რომელიც ჩემზე ადრე გამოცხადდა, მოდით, მას ლექს ლუთერი ვუწოდოთ, (სიცილი) კაპიტანთან პირველი მივიდა და მიიღო დავალება ალმოდებულ შენობაში შესვლის რათა მესაკუთრის ძაღლი გადაერჩინა. ძაღლი! მე შურით აღვივსე. ეს იყო იურისტი ან ფინანსისტი, რომელსაც მთელი დარჩენილი ცხოვრების მანძილზე ექნებოდა სათქმელად რომ ის ცეცხლწაკიდებულ სახლში შევიდა ცოცხალი არსების გადასარჩენად. მხოლოდ იმის გამო , რომ 5 წამით დამასწრო. მე ვიყავი შემდეგი. კაპიტანმა მიხმო თავისთან და მითხრა: "ბეზოს, მე მინდა რომ ახლა შენ შეხვიდე ამ სახლში, სწრაფად აირბინო კიბეები, გაიარო ცეცხლის დაბრკოლება, და ამ ქალბატონს ფექსაცმელები გამოუტანო." (სიცილი) ვფიცავარ ასე იყო. ხო... ეს არ იყო, ის რასაც ველოდი, მაგრამ დავალების შესასრულებლად გავემართე... ავირბინე კიბეები, გავიარე ჰოლი, ჩავუქროლე "ნამდვილ მეხანძრეებს", რომელთაც უკვე დაესრულებინათ ცეცხლის ჩაქრობა, შევვარდი ქალბატონის საძინებელში, რათა მისი ფეხსაცმელები მომეძია.
Now I know what you're thinking, but I'm no hero. (Laughter) I carried my payload back downstairs where I met my nemesis and the precious dog by the front door. We took our treasures outside to the homeowner, where, not surprisingly, his received much more attention than did mine. A few weeks later, the department received a letter from the homeowner thanking us for the valiant effort displayed in saving her home. The act of kindness she noted above all others: someone had even gotten her a pair of shoes.
ვიცი ეხლა რას ფიქორბთ, ჩემგან გმირი არ დადგება. (სიცილი) მე გამოვიტანე ჩემი "ტვირთი" გარეთ, სადაც შემხვდა ჩემი "კოლეგა", რომელზეც შური მქონდა საძიებელი, ძვირფასი ძაღლით სახლის კარებთან. ჩვენ ჩავაბარეთ სახლის მეპატრონეს მისი განძი და გასაკვირი არ იქნება, რომ კოლეგის "ძღვენმა" უფრო დიდი ყურადღება დაიმსახურა, ვიდრე ჩემმა. რამოდენიმე კვირის შემდეგ, ჩვენმა დეპარტამენტმა მიიღო მადლობის წერილი სახლის მეპატრონისგან. ის გამოხატავდა მადლიერებას იმ ძალისხმევისთვის, რომელიც გავწიეთ მისი სახლის გადასარჩენად. სიკეთის უბადლო გამოხატულებად, რომელიც ქალბატონმა წერილში აღნიშნა: მისთვის ფეხსაცმელების მიწოდება იყო, მის კომფორტზეც კი იზრუნეს.
(Laughter)
(სიცილი)
In both my vocation at Robin Hood and my avocation as a volunteer firefighter, I am witness to acts of generosity and kindness on a monumental scale, but I'm also witness to acts of grace and courage on an individual basis. And you know what I've learned? They all matter. So as I look around this room at people who either have achieved, or are on their way to achieving, remarkable levels of success, I would offer this reminder: don't wait. Don't wait until you make your first million to make a difference in somebody's life. If you have something to give, give it now. Serve food at a soup kitchen. Clean up a neighborhood park. Be a mentor.
ჩემს ორივე სამსახურში, ორგანიზაცია "რობინ ჰუდში" და სახანძრო კომპანიაში მოხალისედ მუშაობისას მე ყოველდღიურად მომსწრე ვარ იმ სიკეთისა და ხელგაშლილობის, რომელიც დიდ მასშტაბებს აღწევს. მაგრამ ამავდროულად ვაწყდები გულკეთილობისა და სიმამაცის ფაქტებს თითოეულ ადამიანთან ურთიერთობისას. და იცით რა ვისწავლე? თითოეულ ნაბიჯს აქვს მნიშვნელობა. და ეხლა რომ გიყურებთ, ამ დარბაზში მსხდომთ, ვისაც უკვე მიღწეული გაქვთ ან ჯერ კიდევ მისაღწევი შთამბეჭდავი წარმატებები თქვენს ცხოვრებაში, მინდა რომ ყოველთვის გახსოვდეთ: არ იყოთ მუდმივად მოლოდინის რეჟიმში. ნუ დაელოდებით, სანამ პირველ მილიონს იშოვით. სანამ, შეცვლით ვინმეს ცხოვრებას. თუ გაქვთ რაიმე ღირებული, გაეცით იგი. მოემსახურეთ ოფიციანტად სასადილოში. დაასუფთავეთ მეზობლად მდებარე პარკი. იმუშავედ ძიძად.
Not every day is going to offer us a chance to save somebody's life, but every day offers us an opportunity to affect one. So get in the game. Save the shoes.
ყოველდღიურად არ მოგვეცემა შესაძლებლობა ვინმეს სიცოცხლე ვიხსნათ. მაგრამ ყოველი დღე გვაძლევს შესაძლებლობას, რომ გავლენა მოვახდინოთ შემდგომზე. ასე რომ, ჩაებით თამაშში! იხსენით ფეხსაცმელები!
Thank you.
მადლობა
(Applause)
(აპლოდისმენტები)
Bruno Giussani: Mark, Mark, come back.
ბრუნო გიუსანი: მარკ, დაბრუნდი.
(Applause)
(აპლოდისმენტები)
Mark Bezos: Thank you.
მარკ ბეზოს: მადლობა