Hi, my name is Marcin -- farmer, technologist. I was born in Poland, now in the U.S. I started a group called Open Source Ecology. We've identified the 50 most important machines that we think it takes for modern life to exist -- things from tractors, bread ovens, circuit makers. Then we set out to create an open source, DIY, do it yourself version that anyone can build and maintain at a fraction of the cost. We call this the Global Village Construction Set.
გამარჯობა, ჩემი სახელია მარსინი ფერმერი, ტექნოლოგი. დავიბადე პოლონეთში, ახლა ამერიკაში ვარ. მე წამოვიწყე მოძრაობა "ეკოლოგია თავისუფალი კოდით" - Open Source Ecology. შევიმუშავეთ 50 უმნიშვნელოვანესი დანადგარის სია რომელიც ჩვენი აზრით აუცილებელია თანამედროვეობაში ისეთი როგორიცაა ტრაქტორი პურის საცხობი, გაყვანილობების შემქმნელი. შემდეგ დავიწყეთ თავისუფალი კოდით, ყველასთვის მარტივი ასაწყობი და მოსავლელი მოწყობილობების შექმნა რომელსაც მცირე ხარჯი სჭირდება. ჩვენ ვეძახით "გლობალური სოფლის ასაშენებელ ნაკრებს".
So let me tell you a story. So I finished my 20s with a Ph.D. in fusion energy, and I discovered I was useless. I had no practical skills. The world presented me with options, and I took them. I guess you can call it the consumer lifestyle. So I started a farm in Missouri and learned about the economics of farming. I bought a tractor -- then it broke. I paid to get it repaired -- then it broke again. Then pretty soon, I was broke too.
ნება მიბოძეთ მოგიყვეთ ამბავი. როდესაც 20-იანი წლები გავიარე დოქტორის ხარისხით ატომური ენერგიის განხრით, აღმოვაჩნე რომ გამოუსადეგარი ვიყავი. პრაქტიკული ჩვევები არ გამაჩნდა. სამყარო მაძლევდა შესაძლებლობებს და მე ვიყენებდი. ვფიქრობ ამას შეგვიძლია მომხმარებლური ცხოვრების სტილი ვუწოდოთ. ასე რომ დავაარსე ფერმა მისურიში და ვისწავლე ფერმერობის ეკონომიკა. ვიყიდე ტრაქტორი, რომელიც გაფუჭდა. გადავიხადე შესაკეთებლად და ისევ გაფუჭდა. საკმაოდ სწრაფად გავკოტრდი კიდეც.
I realized that the truly appropriate, low-cost tools that I needed to start a sustainable farm and settlement just didn't exist yet. I needed tools that were robust, modular, highly efficient and optimized, low-cost, made from local and recycled materials that would last a lifetime, not designed for obsolescence. I found that I would have to build them myself. So I did just that. And I tested them. And I found that industrial productivity can be achieved on a small scale.
გავიაზრე რომ ჩემი შესაბამისი, დაბალხარჯიანი ნივთები, რომელიც მჭირდებოდა თვითმყოფადი ფერმის და დასახლებისთვის ჯერჯერობით არ არსებობდა. მე მჭირდებოდა გამძლე, ურთიერთჩანაცვლებადი, ეფექტური და ოპტიმიზერებული დაბალხარჯიანი ხელსაწყოები, რომლებიც ადგილობრივი და გადამუშავებული მასალით მზადდება და მთელი ცხოვრება ძლებს, გადასაგდებად არ არის განწირული. აღმოვაჩინე რომ ასეთი მეთვითონ უნდა ამეწყო. და ასეც მოვიქეცი. შემდეგ გამოვცადე. და აღმოვაჩინე ინდუსტრიული პროდუქტიულობა რომელიც მცირე მასშტაბზე შეიძლება მიიღწეს.
So then I published the 3D designs, schematics, instructional videos and budgets on a wiki. Then contributors from all over the world began showing up, prototyping new machines during dedicated project visits. So far, we have prototyped eight of the 50 machines. And now the project is beginning to grow on its own.
ასე რომ, როდესაც გამოვაქვეყნე 3D დიზაინები, სქემები, ინსტრუქციის ვიდეოები და ბიუჯეტები ვიკიზე. შემდეგ მთელი მსოფლიოდან შემომიერთდა ხალხი რომლებმაც დაიწყეს პროტოტიპების კეთება პროექტების ფარგლებში. ჯერჯერობით, 50-დან 8 დანადგარის პროტოტიპი გვაქვს. და ეხლა პროექტი იწყებს დამოუკიდებელ სიცოცხლეს.
We know that open source has succeeded with tools for managing knowledge and creativity. And the same is starting to happen with hardware too. We're focusing on hardware because it is hardware that can change people's lives in such tangible material ways. If we can lower the barriers to farming, building, manufacturing, then we can unleash just massive amounts of human potential.
ჩვენ ვიცით, რომ ღია კოდი წარმატებული იყო ცოდნის და კრეატიულობის მართვის კუთხით. და იგივე ხდება დანადგარებშიც. ჩვენი ფოკუსია დანადგარებზე იმიტომ რომ დანადგარებს შეუძლიათ ადამიანების ცხოვრების რეალურად, მატერიალურად შეცვლა. თუ შევძლებთ ბარიერების შემცირებას ფერმერობისთვის, შენებისთვის და წარმოებისთვის, შემდეგ შეგვიძლია მასიური ადამიანური პოტენციალის რეალიზება.
That's not only in the developing world. Our tools are being made for the American farmer, builder, entrepreneur, maker. We've seen lots of excitement from these people, who can now start a construction business, parts manufacturing, organic CSA or just selling power back to the grid. Our goal is a repository of published designs so clear, so complete, that a single burned DVD is effectively a civilization starter kit.
ეს მხოლოდ განვითარებად მსოფლიოში არაა ასე. ჩვენი მოწყობილობები იქმნება ამერიკელი ფერმერებისთვის, მშენებლებისთვის, მეწარმეებისთვის. ჩვენ დიდ ენთუზიაზმს ვხედავთ ამ ხალხისგან, ვისაც ეხლა შეუძლია დაიწყოს მშენებლობის ბიზნესი, ნაწილების წარმოება, ორგანული მეურნეობა ან უბრალოდ ენერგიის მიწოდება. ჩვენი მიზანია შევქმნათ დიზაინების მარაგი იმდენად ცხადი, იმდენად სრულყოფილი რომ ერთ დისკზე იყოს მოთავსებული ცივილიზაციის დასაწყები პაკეტი.
I've planted a hundred trees in a day. I've pressed 5,000 bricks in one day from the dirt beneath my feet and built a tractor in six days. From what I've seen, this is only the beginning.
მე დღეში ასობით ხე დავრგე. ვაწარმოე 5'000 აგური დღეში იმ ტალახისგან რომელიც ჩემს ფეხქვეშაა და ავაშენე ტრაქტორი 6 დღეში. რაც მე ვნახე, ეს მხოლოდ დასაწყისია.
If this idea is truly sound, then the implications are significant. A greater distribution of the means of production, environmentally sound supply chains, and a newly relevant DIY maker culture can hope to transcend artificial scarcity. We're exploring the limits of what we all can do to make a better world with open hardware technology.
თუ ეს იდეა მართლაც ღირებულია, ამის შედეგები მნიშვნელოვანია. საწარმოო სიმძლავრეების უფრო ეფექტური განაწილება, ეკოლოგიურად გამართული საწარმოო ჯაჭვი, და ახლად აღმოცენებული საკუთარი ხელით კეთების კულტურა შესაძლებელია გახდეს ხელოვნური სიმცირის აღმოფხვრის გზა. ჩვენ ვეძებთ საზღვრებს რა შეგვიძლია გავაკეთოთ უკეთესი მსოფლიოსთვის ამ ღია დანადგარების ტექნოლოგიით.
Thank you.
მადლობა.
(Applause)
(აპლოდისმენტები)