I'm here today to talk about a disturbing question, which has an equally disturbing answer. My topic is the secrets of domestic violence, and the question I'm going to tackle is the one question everyone always asks: Why does she stay? Why would anyone stay with a man who beats her? I'm not a psychiatrist, a social worker or an expert in domestic violence. I'm just one woman with a story to tell.
მე ვარ აქ რომ გესაუბროთ ერთ შემაწუხებელ კითხვაზე, რომელსაც აქვს ასევე შემაწუხებელი პასუხი. ჩემი თემა არის ოჯახური ძალადობის საიდუმლოებები და კითხვა, რომელსაც შევეხები არის ის, რაც ყველას აინტერესებს : რატომ ჩერდებოდა ის მასთან? რატომ უნდა გაჩერდე იმ მამაკაცთან რომელიც გირტყამს? მე არა ვარ ფსიქოთერაპევტი, სოციალური მუშაკი ანდა ექსპერტი ოჯახურ ძალადობაზე. მე ვარ უბრალოდ ერთი ქალი რომელსაც გააჩნია ისტორია.
I was 22. I had just graduated from Harvard College. I had moved to New York City for my first job as a writer and editor at Seventeen magazine. I had my first apartment, my first little green American Express card, and I had a very big secret. My secret was that I had this gun loaded with hollow-point bullets pointed at my head by the man who I thought was my soulmate, many, many times. The man who I loved more than anybody on Earth held a gun to my head and threatened to kill me more times than I can even remember. I'm here to tell you the story of crazy love, a psychological trap disguised as love, one that millions of women and even a few men fall into every year. It may even be your story.
მე ვიყავი 22 წლის, ახალი დამთავრებული მქონდა ჰარვარდის კოლეჯი. მე გადავედი ნიუ იორკში ჩემი პირველი სამუშაოსთვის, მწერალისა და რედაქტორის თანამდებობაზე ჟურნალ "სევენთინ"-ში. ამ დროისათვის მე მქონდა ჩემი პირველი ბინა, ჩემი პირველი პატარა მწვანე "ამერიქან ექსპრესს" ბარათი და მე მქონდა ძალიან დიდი საიდუმლო. ჩემი საიდუმლო იყო ეს თოფი, დატენილი ყრუ ტყვიებითა და მიბჯენილი ჩემს თავზე, კაცის მიერ, რომელიც მეგონა რომ ჩემი სულიერი მეგობარი იყო, დიდი, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში. კაცი, რომელიც მე მიყვარდა ყველაზე მეტად დედამიწაზე, ჩემს თავთან იარაღით მომართული სიკვდილით მემუქრებოდა. მეტჯერ ვიდრე შემეძლო დამახსოვრება. მე ვარ აქ რომ მოგიყვეთ გიჟური სიყვარულის ისტორია, სიყვარულით შენიღბული ფსიქოლოგიური მახე, რომელშიც მილიონობით ქალი და შედარებით ცოტა მამაკაცი ებმება ყოველწლიურად. ეს შესაძლოა თქვენი ისტორიაცაა.
I don't look like a typical domestic violence survivor. I have a B.A. in English from Harvard College, an MBA in marketing from Wharton Business School. I've spent most of my career working for Fortune 500 companies including Johnson & Johnson, Leo Burnett and The Washington Post. I've been married for almost 20 years to my second husband and we have three kids together. My dog is a black lab, and I drive a Honda Odyssey minivan. (Laughter)
მე არ ვგავარ ტიპიური ოჯახური ძალადობიდან გადარჩენილს, მე მაქვს ჰარვარდის კოლეჯის ბაკალავრის ხარისხი ინგლისურში და ვარტონის ბიზნეს სკოლის მაგისტრის ხარისხი მარკეტინგში. მე დავუთმე ჩემი კარიერის უდიდესი ნაწილი "ფორტუნ 500-ის" კომპანიებში მუშაობას. მათ შორის ჯონსონ და ჯონსონში, ლეო ბურნეტსა და ვაშინგტონ პოსტში. უკვე თითქმის 20 წელია რაც გავთხოვდი მეორედ და ჩვენ გვყავს სამი შვილი, ჩემი ძაღლი არის შავი ლაბრადორი და მე ვატარებ ჰონდა ოდისეას ფურგონს. (სიცილი დარბაზში)
So my first message for you is that domestic violence happens to everyone -- all races, all religions, all income and education levels. It's everywhere. And my second message is that everyone thinks domestic violence happens to women, that it's a women's issue. Not exactly. Over 85 percent of abusers are men, and domestic abuse happens only in intimate, interdependent, long-term relationships, in other words, in families, the last place we would want or expect to find violence, which is one reason domestic abuse is so confusing.
შესაბამისად, ჩემი პირველი გზავნილი თქვენ მიმართ არის ის რომ ოჯახური ძალადობა შეიძლება ყველას შეემთხვეს. ყველა რასაში, ყველა რელიგიაში, ყველანაირი შემოსავლისა და განათლების მქონე ადამიანიასათვის, ის ყველგან არის. ჩემი მეორე გზავნილი არის ის, რომ ყველა ფიქრობს ოჯახური ძალადობა შეიძლება მხოლოდ ქალებს შეეხოთ, რომ ეს ქალის საქმეა. არც ისეა. მოძალადეთა 85 პროცენტზე მეტი არის მამაკაცი და ოჯახური ძალადობა ხდება მხოლოდ ინტიმურ, ურთიერთდამოკიდებულ, გრძელვადიან ურთიერთობებში. სხვა სიტყვით რომ ვთქვათ - ოჯახში, უკანასკნელი ადგილი სადაც ჩვენ ვისურვებდით რომ დავუპირისპირდეთ ძალადობას, ეს არის ერთ-ერთი მიზეზი თუ რატომ არის ოჯახური ძალადობა ესეთი გაუგებარი.
I would have told you myself that I was the last person on Earth who would stay with a man who beats me, but in fact I was a very typical victim because of my age. I was 22, and in the United States, women ages 16 to 24 are three times as likely to be domestic violence victims as women of other ages, and over 500 women and girls this age are killed every year by abusive partners, boyfriends, and husbands in the United States.
მე მითქვამს ჩემი თავისთვის რომ მე ვიქნებოდი უკანასკნელი ადამიანი დედამიწაზე, რომელიც გაჩერდებოდა მოძალადე ადამიანთან, მაგრამ სინამდვილეში მე ვიყავი ჩემი ასაკის ტიპიური მსხვერპლი. მე ვიყავი 22 წლის და ამერიკის შეერთებულ შტატებში ქალები 16 დან 24 წლამდე 3 ჯერ მსგავსად არიან ოჯახური ძალადობის მსხვერპლნი როგორც სხვა ასაკის ქალები. და ზოგადად ამ ასაკის 500 ზე მეტი გოგონა და ქალი არის მოკლული მოძალადე პარტნიორის, შეყვარებულისა და ქმრების მიერ ამერიკაში.
I was also a very typical victim because I knew nothing about domestic violence, its warning signs or its patterns.
მე ვიყავი ძალიან ტიპიური მსხვერპლი იმიტომ რომ მე არაფერი გამეგებოდა ოჯახურ ძალადობაზე, მის გამაფრთხილებელ ნიშნებსა და ნიმუშებზე.
I met Conor on a cold, rainy January night. He sat next to me on the New York City subway, and he started chatting me up. He told me two things. One was that he, too, had just graduated from an Ivy League school, and that he worked at a very impressive Wall Street bank. But what made the biggest impression on me that first meeting was that he was smart and funny and he looked like a farm boy. He had these big cheeks, these big apple cheeks and this wheat-blond hair, and he seemed so sweet.
მე შევხვდი კონორს იანვრის ცივ და წვიმიან ღამეს. ის იჯდა ჩემს გვერდზე ნიუ იორკის მეტროში და გამიბა საუბარი. მან მითხრა ორი რაღაც, ერთი, რომ მასაც ახალი დამთავრებული ჰქონდა "ივ ლიგის" სკოლა და მუშაობდა საკმაოდ შთამბეჭდავ "ვოლ სთრიით" ბანკში, მაგრამ ყველაზე მეტად რაც ჩემზე გავლენა იქონია იყო მისი ჭკუა და იუმორი, ასევე ის გავდა ფერმერ ბიჭს. მას ჰქონდა დიდი ლოყები, ამ დიდი ვაშლივით ლოყებით და მისი ხობლისფერი თმებით ის ძალიან საყვარელი ჩანდა.
One of the smartest things Conor did, from the very beginning, was to create the illusion that I was the dominant partner in the relationship. He did this especially at the beginning by idolizing me. We started dating, and he loved everything about me, that I was smart, that I'd gone to Harvard, that I was passionate about helping teenage girls, and my job. He wanted to know everything about my family and my childhood and my hopes and dreams. Conor believed in me, as a writer and a woman, in a way that no one else ever had. And he also created a magical atmosphere of trust between us by confessing his secret, which was that, as a very young boy starting at age four, he had been savagely and repeatedly physically abused by his stepfather, and the abuse had gotten so bad that he had had to drop out of school in eighth grade, even though he was very smart, and he'd spent almost 20 years rebuilding his life. Which is why that Ivy League degree and the Wall Street job and his bright shiny future meant so much to him. If you had told me that this smart, funny, sensitive man who adored me would one day dictate whether or not I wore makeup, how short my skirts were, where I lived, what jobs I took, who my friends were and where I spent Christmas, I would have laughed at you, because there was not a hint of violence or control or anger in Conor at the beginning. I didn't know that the first stage in any domestic violence relationship is to seduce and charm the victim.
ყველაზე ჭკვიანური, რაც კონორმა თავიდანვე გააკეთა, იყო ის, რომ შემიქმნა ილუზია რომ ჩვენს ურთიერთობაში მე ვიყავი დომინანტი. მან ეს დასაწყისშივე სპეციალურად გააკეთა ჩემი გაღმერთებით. ჩვენ დავიწყეთ შეხვედრები და მას უყვარდა ყველაფერი ჩემში, ის რომ ვიყავი ჭკვიანი, ნასწავლი მქონდა ჰარვარდში, რომ მომწონდა თინეიჯერი გოგონების დახმარება და ჩემი საქმე. მას სურდა ცოდნოდა ყველაფერი ჩემი ოჯახის შესახებ, ჩემი ბავშობის, ჩემი იმედებისა და ოცნებების შესახებ. კონორს სჯეროდა ჩემი, როგორც მწერლისა და ქალის, და ამას იმგვარად გამოხატავდა, რაც არავის არ გაუეკეთებია და ასე შექმნა მან ნდობის მაგიური ატმოსფერო ჩვენ შორის. თავისი საუდუმლოებების აღიარებით, რაც შეეხებოდა იმას თუ როგორ გახდა ოთხი წლის ასაკში მხეცური და მრავალჯერადი ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი მისი მამინაცვალის მიერ და ამან იმდენად დიდი დაღი დაასვა რომ მან მიატოვა სკოლა მერვე კლასში. თუმცა კი ის ძალიან ჭკვიანი იყო და მან გაატარა თითქმის 20 წელი რომ თავიდან დაეწყო ცხოვრება. სწორედ ამიტომ იყო რომ "ივ ლიგის" ხარისხი "ვოლ სთრითის " სამსახური და ბრწყინვალე მომავალი ძალიან ბევრს ნიშნავდა მისთვის. მე თუ თქვენ მეტყოდით რომ, ეს განათლებული, მხიარული, მგრძნობიარე კაცი, რომელიც მე მაღმერთებდა, ერთ დღესაც დამიწყებდა მბრძანებლობას თუ როგორი მაკიაჟი მქონოდა, თუ რა სიგრძის ქვედაბოლოები მეტარებინა, თუ სად მეცხოვრა,სად მემუშავა, როგორი მეგობრები უნდა მყოლოდა და როგორ უნდა გამეტარებინა შობა, მე აუცილებლად დაგცინებდით, რადგან ძალადობის, კონტროლისა და სიბრაზის მინიშნებაც კი არ იყო კონორში ურთიერთობის დასაწყისში. მე არ ვიცოდი, რომ პირველი საფეხური ოჯახური ძალადობის ურთიერთობებში არის მსხვერპლის მოხიბვლა და შეცდენა.
I also didn't know that the second step is to isolate the victim. Now, Conor did not come home one day and announce, "You know, hey, all this Romeo and Juliet stuff has been great, but I need to move into the next phase where I isolate you and I abuse you" — (Laughter) — "so I need to get you out of this apartment where the neighbors can hear you scream and out of this city where you have friends and family and coworkers who can see the bruises." Instead, Conor came home one Friday evening and he told me that he had quit his job that day, his dream job, and he said that he had quit his job because of me, because I had made him feel so safe and loved that he didn't need to prove himself on Wall Street anymore, and he just wanted to get out of the city and away from his abusive, dysfunctional family, and move to a tiny town in New England where he could start his life over with me by his side. Now, the last thing I wanted to do was leave New York, and my dream job, but I thought you made sacrifices for your soulmate, so I agreed, and I quit my job, and Conor and I left Manhattan together. I had no idea I was falling into crazy love, that I was walking headfirst into a carefully laid physical, financial and psychological trap.
მე არც ის ვიცოდი რომ მეორე ნაბიჯი იყო მსხვერპლის იზოლირება. ეს არ ნიშნავს რომ კონორი ერთ დღეს სახლში მოვიდა და განაცხადა : "იცი რა, ეს რომეო და ჯულიეტას ამბები კარგი იყო მაგრამ მე მინდა გადაგიყვანო შენ შემდეგ საფეხურზე, სადაც მე შენს იზოლირებას მოვახდენ და შეურაცხყოფას მოგაყენებ" - (სიცილი დარბაზში) "შესაბამისად მე უნდა გაგიყვანო ამ შენობიდან, სადაც მეზობლების შეუძლიათ გაიგონონ შენი ყვირილი და მოგაშორო ოჯახს, მეგორბებსა და თანამშრომლებს ვისაც შეუძლიათ დაინახონ შენი დალურჯებული ადგილები." ამის ნაცვლად, ერთ პარასკევ საღამოს კონორი სახლში მოვიდა და მითრა რომ ის წამოვიდა სამსახურიდან, თავისი საოცნებო სამსახურიდან და მან ხაზი გაუსვა რომ ეს გააკეთა ჩემი გულისთვის, იმიტომ რომ მე ვაგრძნობინე მას სიყვარული და სიმშვიდე, ამიტომ მას აღარ ჭირდებოდა დაემტკიცებინა თავისი თავისთვის ბევრი რამე, აღარ ჭირდებოდა "ვოლ სთრითი" და მას უნდოდა ქალაქის, მისი მოძალადე და დისფუნქციური ოჯახიდან მოშორება და "ნიუ ენგლანდის " პატარა ქალაქში გადასვლა, სადაც ის შეძლებდა თავის ცხოვრების თავიდან დაწყებას ჩემთან ერთად. უკანასკნელი რამ რაც მინდოდა იყო ის რომ დამეტოვებინა ნიუ იურკი და ჩემი ოცნების სამსახური, მაგრამ მე ამას შევხედე როგორც თავის განწირვა სულიერი მეგობრისათვის. შესაბამისად მე დავთანხმდი და მივატოვე სამსახური, მე და კონორმა კი დავტოვეთ მანჰეტენი. მე აზრადაც კი არ მომსვლია როგორ გიჟურ სიყვარულში ვეშვებოდი, თუ როგორ წინდაუხედავად მივდიოდი ფრთხილად დაგებულ ფიზიკურ, ფინანსწურ და ფსიქოლოგიურ მახეში.
The next step in the domestic violence pattern is to introduce the threat of violence and see how she reacts. And here's where those guns come in. As soon as we moved to New England -- you know, that place where Connor was supposed to feel so safe -- he bought three guns. He kept one in the glove compartment of our car. He kept one under the pillows on our bed, and the third one he kept in his pocket at all times. And he said that he needed those guns because of the trauma he'd experienced as a young boy. He needed them to feel protected. But those guns were really a message for me, and even though he hadn't raised a hand to me, my life was already in grave danger every minute of every day.
შემდეგი ნაბიჭი ოჯახური ძალადობის ნიმუშში არის ძალადობის მუქარის გაცნობა მსხვერპლისთვის და შემდეგ დაკვირვება მის რეაქციებზე. და სწორედ ესაა მომენტი როდესაც ჩნდება იარაღი. როგორც კი "ნიუ ინგლენდში" გადავედით, ადგილი, სადაც კონორს უნდა ეგრძნო თავი დაცულად, მან იყიდა სამი იარაღი. აქედან ერთი შეინახა ჩვენი მანქანის შიდა უჯრაში, მეორე შეინახა ჩვენი საწოლის ბალიშის ქვეშ და მესამე კი გამუდმებით ჯიბეში ედო. მიზეზი, რომლითაც ის ხსნიდა ამ თოფების აუცილებლობას იყო ის ტრამვა რაც ახალგაზრდობის ჟამს შეემთხვა და იარაღები ეხმარებოდნენ მას დაცულობის შეგრძნებაში. სინამდვილეში ეს თოფები იყო პირდაპირი გზავნილი ჩემთვის და მიხუდევად ამისა მას არასოდეს აუწევია ხელი ჩემზე. ყოველი დღის ყოველ წუთში ჩემს ცხოვრებას უკვე სერიოზული საფრთხე ემუქრებოდა.
Conor first physically attacked me five days before our wedding. It was 7 a.m. I still had on my nightgown. I was working on my computer trying to finish a freelance writing assignment, and I got frustrated, and Conor used my anger as an excuse to put both of his hands around my neck and to squeeze so tightly that I could not breathe or scream, and he used the chokehold to hit my head repeatedly against the wall. Five days later, the ten bruises on my neck had just faded, and I put on my mother's wedding dress, and I married him.
კონორი პირველად ფიზიკურად გამისწორდა ჩვენს ქორწილამდე ხუთი დღით ადრე. დილის 7 საათი იყო, მე ჯერ კიდევ ღამისპერანგი მეცვა და ვმუშაობდი კომპიუტერზე, ვცდილობდი დამემთავრებინა შტატგარეშე წერითი დავალება, რამაც ჩემი გაღიზიანება გამოიწვია და კონორმა ჩემი სიბრაზე გამოიყენა როგორც მობოდიშება იმისათვის, რომ ორივე ხელი მომხვია ყელზე და მომიჭირა მჭიდროთ რათა მე არ შემძლებოდა სუნთვა ანდა ყვირილი. ჩემი გაგუდვის მცდელობის დროს ის განმეორებით მარტყმევინებდა თავს კედელზე. ხუთი დღის შემდეგ ჩემს კისერზე არსებული ათი ჩალურჯება გაქრა და მე ჩავიცვი დედაჩემის ნაქონი საქორწინო კაბა და გავყევი ცოლად.
Despite what had happened, I was sure we were going to live happily ever after, because I loved him, and he loved me so much. And he was very, very sorry. He had just been really stressed out by the wedding and by becoming a family with me. It was an isolated incident, and he was never going to hurt me again.
მიუხედავად იმისა თუ რაც მოხდა, მე დარწმუნებული ვიყავი რომ ჩვენ ვიცხოვრებდით დიდხანს და ბედნიერად, რადგან მე ის მიყვარდა და მასაც ძალიან ვუყვარდი მე და ამავდროულად ის ძალიან, ძალიან წუხდა, მომხდარს აბრალებდა წინა საქორწინო სტრესსა და იმ ფაქტს რომ ჩემი ოჯახის წევრი ხდებოდა. მისი თქმით ეს იყო იზოლირებული ინციდენტი და რომ აღარასოდეს მატკენდა.
It happened twice more on the honeymoon. The first time, I was driving to find a secret beach and I got lost, and he punched me in the side of my head so hard that the other side of my head repeatedly hit the driver's side window. And then a few days later, driving home from our honeymoon, he got frustrated by traffic, and he threw a cold Big Mac in my face. Conor proceeded to beat me once or twice a week for the next two and a half years of our marriage.
თუმცა ანალოგიური ორჯერ განმეორდა თაფლობის თვისას. პირველად მაშინ როდესაც მანქანას ვმართავდი საიდუმლო სანაპიროს საპოვნად და დავიკარგე, რაზეც ისე დამარტყა თავში, რომ ჩემი თავის მეორე ნაწილით დავეტაკე გვერდითა ფანჯარას. მეორედ კი მაშინ, როდესაც რამდენიმე დღის შემდეგ ისევ მანქანით ვბრუნდებოდით თაფლობის თვიდან, ის გაღიზიანდა გადატვირთული მოძრაობის გამო და მესროლა სახეში ცივი "ბიგ მაკი". კონორი აგრძელებდა ჩემს ცემას კვირაში ერთხელ ან ორჯერ მაინც, ჩვენი ქორწინების შემდეგი ორ-ნახევარი წელიწადის განმავლობაში.
I was mistaken in thinking that I was unique and alone in this situation. One in three American women experiences domestic violence or stalking at some point in her life, and the CDC reports that 15 million children are abused every year, 15 million. So actually, I was in very good company.
მე ვცდებოდი, როდესაც ვფიქრობდი რომ ვიყავი ერთადერთი და მარტო მსგავს სიტუაციაში. ყოველი სამი ამერიკელი ქალიდან ერთს მაინც გამოუცდია ოჯახური ძალადობა ან თვალთვალის მსხვერპლი გამხდარა და "სიდისის" გამოკვლევები ამბობს რომ 15 მილიონი ბავშვი არის შეურაცხყოფილი ფიზიკურად, 15 მილიონი ბავშვი. შესაბამისად, მე კიდევ კარგად მქონდა საქმე.
Back to my question: Why did I stay? The answer is easy. I didn't know he was abusing me. Even though he held those loaded guns to my head, pushed me down stairs, threatened to kill our dog, pulled the key out of the car ignition as I drove down the highway, poured coffee grinds on my head as I dressed for a job interview, I never once thought of myself as a battered wife. Instead, I was a very strong woman in love with a deeply troubled man, and I was the only person on Earth who could help Conor face his demons.
თუ დავუბრუნდე ჩემს კითხვას თუ რატომ დავრჩი მასთან? პასუხი მარტივია... მე ვერ ვაანალიზებდი რომ ის ჩემზე ძალას ხმარობდა, მიუხედავად იმისა რომ ის დატენილი თოფით მემუქრებოდა, მაგორებდა კიბეებზე, მემუქრებოდა რომ მოკლავდა ჩვენს ძაღლს, გზატკეცილზე მიმავალი მანქანიდან მიძრობდა გასაღებს, მასხავდა დაფქულ ყავას თავზე როდესაც სამუშაოს გასაუბრებაზე მივდიოდი. არასოდეს შემიხედავს ჩემთვის როგორც ნაცემ და ნაწამებ ცოლზე. მიუხედავად ამისა, მე ვიყავი ძალიან ძლიერი ქალი, შეყვარებული ღრმა პრობლემების მქონე კაცზე და მე ვიყავი ერთადერთი ადამიანი დედამიწაზე, რომელიც ეხმარებოდა კონორს საკუთარ დემონებთან დაპირისპირებაში.
The other question everybody asks is, why doesn't she just leave? Why didn't I walk out? I could have left any time. To me, this is the saddest and most painful question that people ask, because we victims know something you usually don't: It's incredibly dangerous to leave an abuser. Because the final step in the domestic violence pattern is kill her. Over 70 percent of domestic violence murders happen after the victim has ended the relationship, after she's gotten out, because then the abuser has nothing left to lose. Other outcomes include long-term stalking, even after the abuser remarries; denial of financial resources; and manipulation of the family court system to terrify the victim and her children, who are regularly forced by family court judges to spend unsupervised time with the man who beat their mother. And still we ask, why doesn't she just leave?
შემდეგი შეკითხვა რომელსაც ყველა სვამს არის : რატომ არ ადგა და უბრალოდ წავიდა? რატომ არ წავედი? მე შემეძლო ყოველ წუთს დამეტოვებინა. ჩემთვის, ეს არის ყველაზე მტკივნეული და სევდიანი კითხვა რომელსაც ხალხი სვამს, რადგანაც მსხვერპლებმა იციან რაღაც რაც თქვენ როგორც წესი არ იცით. ეს არის წარმოუდგენლად საშიში რომ დატოვო მოძალადე, რადგან ოჯახური ძალადონის ნიმუშშის ბოლო ეტაპი არის მსხვერპლის სიკვდილი. 70 პროცენტზე მეტი სიკვდილის ფაქტი ფიქსირდება, მაშინ როდესაც მსხვეპრლი წყვეტს ურთიერთობას. როდესაც მსხვერპლი ტოვებს მოძალადეს აღარაფერი აქვს დასაკარგი. სხვა სახის შედეგი შეიძლება იყოს გრძელვადიანი დევნა, მაშინაც კი თუ მოძალადე ხელახლა ქორწინდება; ფინანსურ მოვალეობებზე თავის არიდება; და საოჯახო სამართლით მანიპულირება რათა დააშინოს მსხვერპლი და მისი შვილები, რომლებიც რეგულარულად არიან იძლებულები საოჯახო სამართლის მოსამართლეების მიერ რომ გაატარონ დრო ყოლევგვარი ზედამხედველობის გარეშე კაცთან, რომელიც ცემდა მათ დედას. და ჩვენ კი კვლავ ვკითხულობთ, თუ რატომ არ დატოვა მან ის?
I was able to leave, because of one final, sadistic beating that broke through my denial. I realized that the man who I loved so much was going to kill me if I let him. So I broke the silence. I told everyone: the police, my neighbors, my friends and family, total strangers, and I'm here today because you all helped me.
მე შემეძლო მისი დატოვება, და სწორედ ჩემმა საბოლოო და სადისტურმა ცემამ დაარღვია ჩემი დუმილი, მე გავაანალიზე რომ კაცი რომელიც მე ასე ძალიან მიყვარდა, მომკლავდა თუ მე მას ამის ნებას მივცემდი. შესაბამისად მე დავარღვიე ეს სიჩუმე. მე ვუთხარი ყველას: პოლიციას, მეზობლებს, მეგობრებსა და ოჯახის წევრებს, სრულიად უცნობებსაც კი და დღეს მე აქა ვარ რადგან ყველა თქვენგანი დამეხმარა.
We tend to stereotype victims as grisly headlines, self-destructive women, damaged goods. The question, "Why does she stay?" is code for some people for, "It's her fault for staying," as if victims intentionally choose to fall in love with men intent upon destroying us.
ჩვენ გვაქვს მიდრეკილება რომ სტერეოტიპირება მოვახდინოთ მსხვერპლების საზარელი სათაურებით, როგორიცაა თვითგამანადგურებელი ქალები თვითონვე აზიანებენ საკუთარ თავს. კითხვა თუ: "რატომ დარჩა ის მასთან?" არის კანონი ბევრი ადამიანისთვის რომ დაადანაშაულოს ქალები, რადგან თითქოსდა მსხვერპლებს განზრახ უყვარდებათ კაცები, რომლებიც მათ აზიანებენ.
But since publishing "Crazy Love," I have heard hundreds of stories from men and women who also got out, who learned an invaluable life lesson from what happened, and who rebuilt lives -- joyous, happy lives -- as employees, wives and mothers, lives completely free of violence, like me. Because it turns out that I'm actually a very typical domestic violence victim and a typical domestic violence survivor. I remarried a kind and gentle man, and we have those three kids. I have that black lab, and I have that minivan. What I will never have again, ever, is a loaded gun held to my head by someone who says that he loves me.
მაგრამ "გიჟური სიყვარულის" გამოქვეყნების შემდეგ, მე მოვისმინე ათასობით ისტორიები კაცებისა და ქალებისგან, რომლებმაც ასევე გადადგეს მსგავსი ნაბიჯი, რომლებმაც მიიღეს ფასდაუდებელი ცხოვრების გაკვეთილი და რომლებმაც ააშენეს ახალი ცხოვრება -- მხიარული და ბენდიერი ცხოვრება -- როგორც თანამშრომლებმა,ცოლებმა და დედებმა და ცხოვრობენ სრულიან თავისუფლად ყოველგვარი ძალადობისაგან, ჩემსავით. აღმოჩნდა რა რომ მე ვარ ძალიან ტიპიური ოჯახური ძალადობის მსხვერპლი და ტიპიური ოჯახური ძალადობას გადარჩენილი. მე ხელახლა გავთხოვდი კეთილ და თავაზიან მამაკაცზე და ჩვენ გვყავს სამი შვილი ერთად, მე მყავს შავი ლაბრადორი და ფურგონი . რაც მე არასოდეს მექნება ისევ, აღარასოდეს, არის დატენილი იარაღი ჩემს თავთან ისეთი ადამიანის მიერ მომართული რომელიც სიყვარულს მიმტკიცებს.
Right now, maybe you're thinking, "Wow, this is fascinating," or, "Wow, how stupid was she," but this whole time, I've actually been talking about you. I promise you there are several people listening to me right now who are currently being abused or who were abused as children or who are abusers themselves. Abuse could be affecting your daughter, your sister, your best friend right now.
ზუსტად ეხლა, შეიძლება თქვენ ფიქრობთ, "ვაუ, ეს გასაოცარი ისტორიაა" ანდა "ვაუ, როგორი სულელი ყოფილა," მაგრამ მთელი ამ ხნის მანძილზე მე თქვენზე ვფიქრობდი. მე შეგპირდით რომ არის ზოგი ადამიანი რომელიც ეხლა მისმებს, რომელიც ეხლაც ძალადობის მსხვერპლია, ან ბავშობაში იყო მსხვერპლი, ან ვინც თვითონ მოძალადეა. ძალადობას შეუძლია გავლენა იქონიოს თქვენს ქალიშვილზე, თქვენს დაზე, თქვენს საუკეთესო მეგობარზე ზუსტად ეხლა.
I was able to end my own crazy love story by breaking the silence. I'm still breaking the silence today. It's my way of helping other victims, and it's my final request of you. Talk about what you heard here. Abuse thrives only in silence. You have the power to end domestic violence simply by shining a spotlight on it. We victims need everyone. We need every one of you to understand the secrets of domestic violence. Show abuse the light of day by talking about it with your children, your coworkers, your friends and family. Recast survivors as wonderful, lovable people with full futures. Recognize the early signs of violence and conscientiously intervene, deescalate it, show victims a safe way out. Together we can make our beds, our dinner tables and our families the safe and peaceful oases they should be.
მე შევძელი დამესრულებინა ჩემი გიჟური სიყვარულის ისტორია სიჩუმის დარღვევით. მე დღესაც სიჩუმეს ვარღვევ. ეს არის ჩემი გზა სხვა მსხვერპლებს დასახმარებლად და ეს არის ჩემი საბოოლოო თხოვნა თქვენს მიმართ. ისაუბრეთ ამაზე როდესაც გაიგონებთ, ძალადობა მხოლოდ სიჩუმეში ყვავის. თქვენ შეგწევთ ძალა ბოლო მოუღოთ ძალადობას, მარტივად თუკი გააშუქებთ მას. ჩვენ, მსხვერპლებს გვჭირდებით ყველა, ჩვენ გვჭირდება თითოეული თქვენგანი რომ იცოდეთ ოჯახური ძალადობის საუდუმლოებები. ძალადობის ფაქტების გამომზეურება მოხდება მასზე საუბრებით თქვენს შვილებთან, თანამშრომლებთან, მეგობრებსა და ოჯახის წევრებთან. დავეხმაროთ გადარჩენილებს რომ გახდნენ მშვენიერი და საყვარელი ადამიანები, დიდი მომავალით. შეამჩნიეთ ძალადობის ადრეული ნიშნები და კეთილსინდისიერად ჩაერიეთ, გაანეიტრალეთ, დაეხმარეთ მსხვერპლს დაცული გამოსავალის ძიებაში. ერთად ჩვენ შეგვიძლია გავხადოთ ჩვენი საწოლები, ჩვენი სასადილო მაგიდები და ჩვენი ოჯახი დაცულ და მშვიდობიან ოაზისად როგორიც უნდა იყოს ის.
Thank you.
გმადლობთ.
(Applause)
(აპლოდისმენტები)