I was born in Den Bosch, where the painter Hieronymus Bosch named himself after. And I've always been very fond of this painter who lived and worked in the 15th century. And what is interesting about him in relation to morality is that he lived at a time where religion's influence was waning, and he was sort of wondering, I think, what would happen with society if there was no religion or if there was less religion. And so he painted this famous painting, "The Garden of Earthly Delights," which some have interpreted as being humanity before the Fall, or being humanity without any Fall at all. And so it makes you wonder, what would happen if we hadn't tasted the fruit of knowledge, so to speak, and what kind of morality would we have.
დავიბადე დენ ბოსხში ადგილი რომლის სახელსაც ატარებდა მხატვარი ჰიერონიმუს ბოსხი. ამიტომ მე ყოველთვის ძალიან მომწონდა ეს მხატვარი რომელიც ცხოვრობდა და მოღვაწეობდა მე-15 საუკუნეში. ყველაზე საინტერესო, რაც მას აკავშირებს მორალთან არის ის, რომ ის ცხოვრობდა დროში როდესაც რელიგიის გავლენა თანდათან სუსტდებოდა. და მას აინტერსებდა, მე ვფიქრობ, რა მოელოდა საზოგადოებას რელიგიის გარეშე, ან ნაკლებ რელიგიურობის შემთხვევაში. ამიტომ მან დახატა მისი ცნობილი ნახატი "ტკბობის ბაღი," რომელიც ზოგმა აღიქვა როგორც კაცობრიობა მის მორალურ დაცემამდე, ზოგმა კიდევ როგორც კაცობრიობა ყოველგვარი მორალური დაცემის გარეშე. ამიტომ ის გაიძულებს იფიქრო იმაზე, თუ რა მოხდებოდა რომ ჩვენ, ასე ვთქვათ, არ გვეგემა ცოდნის ნაყოფი, და როგორი მორალი გვექნებოდა?
Much later, as a student, I went to a very different garden, a zoological garden in Arnhem where we keep chimpanzees. This is me at an early age with a baby chimpanzee.
ბევრად უფრო გვიან, როგორც სტუდენტი, მე წავედი სულ სხვა ბაღში, ზოოლოგიურ ბაღში, არნემში სადაც ჩვენ გვყავს შიმპანზეები. ეს მე ვარ ახალგაზრდა პატარა შიმპანზესთან ერთად.
(Laughter)
(სიცილი)
And I discovered there that the chimpanzees are very power-hungry and wrote a book about it. And at that time the focus in a lot of animal research was on aggression and competition. I painted a whole picture of the animal kingdom and humanity included, was that deep down we are competitors, we are aggressive, we are all out for our own profit, basically. This is the launch of my book. I'm not sure how well the chimpanzees read it, but they surely seemed interested in the book.
და იქ მე აღმოვაჩინე, რომ შიმპანზეები არიან ძალაუფლების მოყვარულნი ძალიან და ამასთან დაკავშირებით დავწერე წიგნი. იმ დროისათვის ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში აქცენტი კეთდებოდა აგრესიაზე და კონკურენციაზე. ჩემი წარმოდგენა მთლიანად ცხოველთა სამყაროზე, და მასთან ერთად ადამიანებზე, იყო ის, რომ სადღაც სიღრმეში ჩვენ ვართ მეტოქეები, ჩვენ ვართ აგრესიულები, ჩვენ ძირითადად ყველაფერს ვაკეთებთ პირადი სარგებლის ნახვის მიზნით. ეს არის, როდესაც გამოვიდა ჩემი წიგნი. ზუსტად ვერ გეტყვით რამდენად კარგად წაიკითხეს შიმპანზეებმა ის, მაგრამ ისინი ნამდვილად ჩანდნენ წიგნით დაინტერესებულნი.
(Laughter)
იმ დროს,
Now in the process of doing all this work on power and dominance and aggression and so on, I discovered that chimpanzees reconcile after fights. And so what you see here is two males who have had a fight. They ended up in a tree, and one of them holds out a hand to the other. And about a second after I took the picture, they came together in the fork of the tree and kissed and embraced each other.
როდესაც ვმუშაობდი ძალაუფლებასა და გავლენაზე, აგრესიაზე და ა.შ., აღმოვაჩინე, რომ შიმპანზეები ჩხუბის შემდეგ რიგდებიან. თქვენ ახლა ხედავთ ორ მამრ შიმპანზეს, რომლებმაც ცოტა ხნის წინ იჩხუბეს. ბოლოს, ისინი ავიდნენ ხეზე, სადაც ერთ-ერთი მათგანი მეორეს უწვდის ხელს. სურათის გადაღებიდან დაახლოებით ერთი წამის შემდეგ ისინი მიუახლოვდნენ ერთმანეთს და მათ აკოცეს და მოეხვივნენ ერთმანეთს. ეს არის ძალიან საინტერესო,
And this is very interesting because at the time, everything was about competition and aggression, so it wouldn't make any sense. The only thing that matters is that you win or you lose. But why reconcile after a fight? That doesn't make any sense. This is the way bonobos do it. Bonobos do everything with sex. And so they also reconcile with sex. But the principle is exactly the same. The principle is that you have a valuable relationship that is damaged by conflict, so you need to do something about it. So my whole picture of the animal kingdom, and including humans also, started to change at that time.
რადგან იმ დროს აქცენტი კეთდებოდა კონკურენციაზე და აგრესიაზე, და ეს ყველაფერი გაუგებარი ჩანდა. მთავარი არის მოგება ან წაგება. მაშინ რატომ რიგდებით ჩხუბის შემდეგ? გაუგებარია. ეს არის ის რასაც ჯუჯა შიმპანზეები აკეთებენ. ჯუჯა შიმპანზეები ყველაფერს აკეთებენ სექსის დახმარებით. და შესაბამისად შერიგებითაც სექსის დახმარებით რიგდებიან. მაგრამ პრინციპი არის ერთი და იგივე. პრინციპი არის ის, რომ თქვენ გაქვთ მნიშვნელოვანი ურთიერთობა რომელიც დაზარალდა კონფლიქტის შედეგად, ხოლო თქვენ ამისთვის რაღაც უნდა გააკეთოთ. შედეგად, მთელი ჩემი წარმოდგენა ცხოველთა სამყაროზე და მასთან ერთად ადამიანებზე, თანდათან შეიცვალა.
So we have this image in political science, economics, the humanities, the philosophy for that matter, that man is a wolf to man. And so deep down, our nature is actually nasty. I think it's a very unfair image for the wolf. The wolf is, after all, a very cooperative animal. And that's why many of you have a dog at home, which has all these characteristics also. And it's really unfair to humanity, because humanity is actually much more cooperative and empathic than given credit for. So I started getting interested in those issues and studying that in other animals.
ჩვენ გვაქვს ეს სურათი პოლიტიკურ მეცნიერებაში, ეკონომიკაში, ჰუმანიტარულ მეცნიერებებში, ფილოსოფიაშიც, რომ კაცი კაცისთვის მგელია. და რომ სადღაც სიღრმეში ჩვენი ბუნება სინამდვილეში ბილწია. მე ვფიქრობ ეს არის ძალიან უსამართლო წარმოდგენა მგელზე მგელი, ბოლოს და ბოლოს არის ცხოველი რომელიც სხვებთან თანამშრომლობს. ამიტომაც არის, რომ ბევრ თქვენგანს სახლში ჰყავს ძაღლი რომელსაც იგივე თვისებები აქვს. და ეს არის უსამართლო ადამიანებთან მიმართებაში, იმიტომ, რომ ადამიანები გაცილებით უფრო თანამგრძნობნი არიან ვიდრე მათზე წარმოუდგენიათ. მე უფრო და უფრო დავინტერესდი ამ საკითხებით და დავიწყე მათი შესწავლა სხვა ცხოველებშიც.
So these are the pillars of morality. If you ask anyone, "What is morality based on?" these are the two factors that always come out. One is reciprocity, and associated with it is a sense of justice and a sense of fairness. And the other one is empathy and compassion. And human morality is more than this, but if you would remove these two pillars, there would be not much remaining, I think. So they're absolutely essential.
ესენი არის მორალის საყრდენები. თუ ვინმეს ჰკითხავთ, "რას ემყარება მორალი?" ეს არის ორი ძირითადი რამ რაც ყოველთვის გამოიკვეთება. ერთი არის ურთიერთმოქმედება, რომელიც ასოცირდება სამართლიანობისა და თანასწორობის გრძნობასთან. და მეორე არის თანაგრძნობა და სიბრალული. ადამიანთა მორალი გაცილებით უფრო მეტია, მაგრამ თუკი მას გამოაცლით ამ საყრდენებს, ვფიქრობ, რომ ბევრი არაფერი დარჩება. აქედან გამომდინარე, ისინი არიან არსებითად მნიშვნელოვანი.
So let me give you a few examples here. This is a very old video from the Yerkes Primate Center, where they trained chimpanzees to cooperate. So this is already about a hundred years ago that we were doing experiments on cooperation. What you have here is two young chimpanzees who have a box, and the box is too heavy for one chimp to pull in. And of course, there's food on the box. Otherwise they wouldn't be pulling so hard. And so they're bringing in the box. And you can see that they're synchronized. You can see that they work together, they pull at the same moment. It's already a big advance over many other animals who wouldn't be able to do that. Now you're going to get a more interesting picture, because now one of the two chimps has been fed. So one of the two is not really interested in the task anymore.
ნება მომეცით, მოვიყვანო რამდენიმე მაგალითი ამასთან დაკავშირებით. ეს არის იერკის პრიმატების ცენტრის ძველი ვიდეო ჩანაწერი სადაც შიმპანზეებს ასწავლიან თანამშრომლობას. უკვე დაახლოებით ასე წელი გავიდა მას შემდეგ რაც ჩვენ დავიწყეთ ექსპერიმენტების ჩატარება თანამშრომლობაზე. აქ არის ორი ახალგაზრდა შიმპანზე რომელთაც აქვთ ყუთი, და ეს ყუთი არის საკმაოდ მძიმე იმისთვის, რომ ერთმა შიმპანზემ შესძლოს მისი გადაადგილება. და რა თქმა უნდა, ყუთზე არის საკვები. სხვა შემთხვევაში ისინი არ ეცდებოდნენ მის გადაადგილებას. ისინი ეწევიან ყუთს თავიანთკენ. და თქვენ ხედავთ, რომ ისინი მოქმედებენ სინქრონულად. ხედავთ, რომ ისინი მუშაობენ ერთად, ეწევიან ყუთს ერთდროულად. ეს უკვე დიდი წინსვლაა ბევრ ცხოველში რომელი ვერ შესძლებდა ამის გაკეთებას. ახლა თქვენ ნახავთ გაცილებით უფრო საინტერესო სურათს, იმიტომ, რომ ამჯერად ერთ-ერთი შიმპანზე უკვე გამოკვებეს. ამდენად, ორიდან ერთ-ერთი აღარ არის დაინტერსებული დავალების შესრულებით.
(Laughter)
(სიცილი)
(Laughter)
(სიცილი)
(Laughter)
(სიცილი)
[- and sometimes appears to convey its wishes and meanings by gestures.] Now look at what happens at the very end of this.
დააკვირდით რა მოხდება ბოლოს.
(Laughter)
(სიცილი)
He takes basically everything.
მას მიაქვს თითქმის ყველაფერი.
(Laughter)
(სიცილი)
There are two interesting parts about this. One is that the chimp on the right has a full understanding he needs the partner -- so a full understanding of the need for cooperation. The second one is that the partner is willing to work even though he's not interested in the food. Why would that be? Well, that probably has to do with reciprocity. There's actually a lot of evidence in primates and other animals that they return favors. He will get a return favor at some point in the future. And so that's how this all operates.
აქ არის ორი საინტერესო რამ. ერთი ის, რომ შიმპანზე რომელიც არის მარჯვნივ სრულად ხვდება, რომ მას სჭირდება პარტნიორი-- ის გრძნობს თანამშრომლობის საჭიროებას. მეორე არის ის, რომ მის პარტნიორს სურს იმუშაოს მიუხედავად იმისა, რომ მას საკვები არ აინტერესებს. რატომ ხდება ასე? შესაძლოა ეს დაკავშირებულია ურთიერთმოქმედებასთან. უამრავი ფაქტი არსებობს პრიმატებში და სხვა ცხოველებში იმისა, რომ ისინი სანაცვლოდ ეხმარებიან ერთმანეთს. ასე, რომ სანაცვლოდ მასაც დაეხმარებიან როდესმე, მომავალში. აი, ასე ხდება ეს ყველაფერი.
We do the same task with elephants. Now, it's very dangerous to work with elephants. Another problem with elephants is that you cannot make an apparatus that is too heavy for a single elephant. Now you can probably make it, but it's going to be a pretty clumsy apparatus, I think. And so what we did in that case -- we do these studies in Thailand for Josh Plotnik -- is we have an apparatus around which there is a rope, a single rope. And if you pull on this side of the rope, the rope disappears on the other side. So two elephants need to pick it up at exactly the same time, and pull. Otherwise nothing is going to happen and the rope disappears.
იგივე გავაკეთეთ სპილოებთან დაკავშირებით. სპილოებთან მუშაობა ძალიან საშიშია. კიდევ ერთი პრობლემა სპილოებთან დაკავშირებით არის ის, რომ ვერ შექმნით ისეთ ხელსაწყოს რომელიც ერთი სპილოსათვის ძალიან მძიმე იქნება. შესაძლოა გააკეთოთ კიდეც, მაგრამ მგონია, რომ ის არ იქნება საკმარისად გამძლე. და რაც ამ შემთხვევაში გავაკეთეთ-- ჩვენ ამ კვლევებს ვატარებთ ტაილანდში ჯოშ პლოტნიკისათვის-- არის ის, რომ ავიღეთ ხელსაწყო რომელსაც გარშემო აქვს თოკი, მხოლოდ ერთი თოკი. და თუ ამ გვერდიდან გასწევთ თოკს, მაშინ მეორე გვერდზე თოკი გაქრება. ასე რომ, ორმა სპილომ ის უნდა აიღოს და გასწიოს ერთდროულად. წინააღმდეგ შემთხვევაში არაფერი არ მოხდება და თოკი გაქრება.
The first tape you're going to see is two elephants who are released together arrive at the apparatus. The apparatus is on the left, with food on it. And so they come together, they arrive together, they pick it up together, and they pull together. So it's actually fairly simple for them. There they are. So that's how they bring it in. But now we're going to make it more difficult. Because the purpose of this experiment is to see how well they understand cooperation. Do they understand that as well as the chimps, for example?
პირველი ჩანაწერი რომელსაც თქვენ ნახავთ, არის ის, რომ ორი სპილო რომლებიც გამოუშვეს ერთდროულად მიდიან ხელსაწყოსთან. ხელსაწყო დევს მარცხნივ რომელზეც დევს საკვები. ისინი მოდიან ერთდროულად, იღებენ მას და წევენ ერთდროულად. ეს საკმაოდ იოლიო მათთვის. აი ისინიც. ისინი წევენ თოკს. მაგრამ ამჯერად ჩვენ ვაპირებთ ის უფრო გავართულოთ. იმიტომ, რომ ამ ექსპერიმენტის მიზანი არის დავინახოთ რამდენად კარგად ესმით მათ თანამშრომლობა. მაგალითად, ესმით თუ არა მათ ეს ისევე კარგად როგორც შიმპანზეებს?
What we do in the next step is we release one elephant before the other and that elephant needs to be smart enough to stay there and wait and not pull at the rope -- because if he pulls at the rope, it disappears and the whole test is over. Now this elephant does something illegal that we did not teach it. But it shows the understanding he has, because he puts his big foot on the rope, stands on the rope and waits there for the other, and then the other is going to do all the work for him. So it's what we call freeloading.
და ამ მიზნით ერთი სპილო გამოვუშვით მეორეზე ადრე, საჭიროა სპილო იყოს საკმარისად ჭკვიანი იმისთვის, რომ იქ დადგეს, დაელოდოს და არ გასწიოს თოკი-- იმიტომ, რომ თუ გასწევს თოკს, ის გაქრება და ექსპერიმენტიც დასრულდება. ამ სპილომ გააკეთე რაღაც არაკანონიერი, რომელიც ჩვენ მისთვის არ გვისწავლებია. მაგრამ ეს მიგვანიშნებს მის მიხვედრილობაზე, იმიტომ, რომ ის დგამს მის დიდ ფეხს თოკზე, დგება თოკზე და ელოდება მეორეს, ამის მერე მეორემ უნდა შეასრულოს მთელი სამუშაო. აი, ამას ეძახიან სამადლოდ რჩენას.
(Laughter)
(სიცილი)
But it shows the intelligence that the elephants have. They developed several of these alternative techniques that we did not approve of, necessarily.
მაგრამ ეს მიგვანიშნებს სპილოების გონიერებაზე. მათ შეიმუშავეს რამდენიმე შესაძლო ხერხი რომელიც ჩვენთვის აუცილებლად მისაღები არ ყოფილა.
(Laughter)
ამჯერად მოდის მეორე სპილო
So the other elephant is now coming ... and is going to pull it in. Now look at the other; it doesn't forget to eat, of course.
რომელიც გასწევს მას. დააკვირდით მეორეს. რა თქმა უნდა, მას ჭამა არ დაავიწყდა.
(Laughter)
(სიცილი)
This was the cooperation and reciprocity part.
ეს იყო თანამშრომლობა, ურთიეთმოქმედების ნაწილი.
Now something on empathy. Empathy is my main topic at the moment, of research. And empathy has two qualities: One is the understanding part of it. This is just a regular definition: the ability to understand and share the feelings of another. And the emotional part. Empathy has basically two channels: One is the body channel, If you talk with a sad person, you're going to adopt a sad expression and a sad posture, and before you know it, you feel sad. And that's sort of the body channel of emotional empathy, which many animals have. Your average dog has that also. That's why people keep mammals in the home and not turtles or snakes or something like that, who don't have that kind of empathy. And then there's a cognitive channel, which is more that you can take the perspective of somebody else. And that's more limited. Very few animals, I think elephants and apes, can do that kind of thing.
ახლა ცოტა რამ თანაგრძნობის შესახებ. ამჟამად, თანაგრძნობა არის ჩემი კვლევის მთავარი თემა. თანაგრძნობას აქვს, ასე ვთქვათ, ორი თვისება. მისი ერთ-ერთი ნაწილი არის გაგების უნარი. ეს არის მისი ჩვეულებრივი განმარტება: უნარი გაიგო და გაიზიარო სხვების გრძნობები. და მისი ემოციური ნაწილი. თანაგრძნობის გამოხატვის ორი საშუალება არსებობს. ერთი არის სხეულის საშუალებით მისი გამოხატვა. თუ თქვენ ესაუბრებით სევდიან ადამიანს, თქვენ თვითონაც მიიღებთ სევდიან გამომეტყველებას და სევდიან პოზას, და სანამ ამას მიხვდებით თქვენ გრძნობთ სევდას. ეს არის ემოციური თანაგრძნობის სხეულის საშუალებით გამოხატვა. რაც ბევრ ცხოველს ახასიათებს. თქვენს უბრალო ძაღლსაც კი. ამიტომაც ჰყავთ ადამიანებს ძუძუმწოვრები სახლში და არა კუები ან გველები და რაღაც მსგავსი რომელთაც არ ახასიათებთ მსგავსი თანაგრძნობა. და არსებობს გონებრივი გამოხატვის საშუალება, რომელიც გაცილებით იმაზე მეტია ვიდრე სხვისი დამოკიდებულების გათავისება. და ეს უფრო შეზღუდულია. ცოტა ცხოველია--მე ვფიქრობ სპილოებს და მაიმუნებს შეუძლიათ მსგავსი რაღაცეების გაკეთება-- მაგრამ ძალიან ცოტა ცხოველი არის ისეთი, რომელთაც შეუძლიათ ამის გაკეთება.
So synchronization, which is part of that whole empathy mechanism, is a very old one in the animal kingdom. In humans, of course, we can study that with yawn contagion. Humans yawn when others yawn. And it's related to empathy. It activates the same areas in the brain. Also, we know that people who have a lot of yawn contagion are highly empathic. People who have problems with empathy, such as autistic children, they don't have yawn contagion. So it is connected.
სინქრონიზაცია, რომელიც არის მთლიანად თანაგრძნობის შემადგენელი ნაწილი ძალიან დიდი ხანია არსებობს ცხოველთა სამყაროში. და ადამიანებში, რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია შევისწავლოთ ის იმაზე დაკვირვებით თუ როგორ გადაედება მთქნარება. ადამიანები ამთქნარებენ როდესაც ამთქნარებენ სხვები. და ეს დაკავშირებულია თანაგრძნობასთან. მას მოქმედებაში მოჰყავს ტვინის ერთი და იგივე ზონები. ასევე, ჩვენთვის ცნობილია, რომ ის ადამიანები რომელთათვისაც მთქნარება იოლად გადამდებია არიან ძალიან თანამგრძნობნი. ადამიანებსთვის რომელთაც თანაგრძნობა ნაკლებად ახასიათებთ, როგორებიც არიან აუტისტი ბავშვები, მთქნარება არ არის გადამდები. ეს არის ერთმანეთთან კავშირში.
And we study that in our chimpanzees by presenting them with an animated head. So that's what you see on the upper-left, an animated head that yawns. And there's a chimpanzee watching, an actual real chimpanzee watching a computer screen on which we play these animations.
ჩვენ ამას ვსწავლობთ იმ შიმპანზეებზე დაკვირვებით, რომელთაც ვაჩვენეთ ანიმაციური თავი. სწორედ ის რასაც თქვენ ხედავთ მარცხენა მაღალ კუთხეში, ანიმაციური თავი რომელიც ამთქნარებს. და ესეც შიმპანზე რომელიც მას უყურებს. ნამდვილი შიმპანზე რომელიც უყურებს კომპიუტერის ეკრანს რომელზეც გადის ანიმაციები.
(Laughter)
(სიცილი)
So yawn contagion that you're probably all familiar with -- and maybe you're going to start yawning soon now -- is something that we share with other animals. And that's related to that whole body channel of synchronization that underlies empathy, and that is universal in the mammals, basically.
მთქნარების გადადება რომელიც ალბათ თქვენთვის ყველასთვის კარგად ნაცნობია-- და შესაძლოა თქვენც დაიწყოთ მთქნარება მალე-- არის ის, რაც ჩვენ გვაერთიანებს სხვა ცხოველებთან. ეს არის დაკავშირებული სინქრონიზაციის სხეულის საშუალებით გამოხატვასთან რომელიც საფუძვლად უდევს თანაგრძნობას. და რომელიც უნივერსალურია ძუძუმწოვრებში.
We also study more complex expressions -- This is consolation. This is a male chimpanzee who has lost a fight and he's screaming, and a juvenile comes over and puts an arm around him and calms him down. That's consolation. It's very similar to human consolation. And consolation behavior --
ჩვენ ასევე ვსწავლობთ უფრო რთული გამოხატვის ფორმებს. ეს არის ნუგეშის ცემა. ეს არის მამრი შიმპანზე რომელმაც წააგო ჩხუბი და ახლა ყვირის, და მოზარდი შიმპანზე მიდის მასთან და ხვევს ხელს და ამშვიდებს მას. ეს არის ნუგეში. ის ძალიან გავს ადამიანურ ნუგეშის ცემას. ნუგეშის ცემა
(Laughter)
არის თანაგრძნობით გამოწვეული.
it's empathy driven. Actually, the way to study empathy in human children is to instruct a family member to act distressed, and then to see what young children do. And so it is related to empathy, and that's the kind of expressions we look at.
ბავშვებში თანაგრძნობის შესწავლის საშუალება არის ის, რომ ოჯახის წევრმა თავი მოაჩვენოს მათ სევდიანად და შემდეგ ის დაინახავს რას გააკეთებენ ბავშვები. ეს დაკავშირებულია თანაგრძნობასთან, და რასაც ვხედავთ არის მისი გამოხატვის ფორმა. ასევე, ჩვენ ახლახანს გამოვაქვეყნეთ ექსპერიმენტი რომელზეც შესაძლოა უკვე გსმენიათ.
We also recently published an experiment you may have heard about. It's on altruism and chimpanzees, where the question is: Do chimpanzees care about the welfare of somebody else? And for decades it had been assumed that only humans can do that, that only humans worry about the welfare of somebody else. Now we did a very simple experiment. We do that on chimpanzees that live in Lawrenceville, in the field station of Yerkes. And so that's how they live. And we call them into a room and do experiments with them. In this case, we put two chimpanzees side-by-side, and one has a bucket full of tokens, and the tokens have different meanings. One kind of token feeds only the partner who chooses, the other one feeds both of them.
ის ეხება ალტრუიზმსა და შიმპანზეებს რომლის მთავარი კითხვაც არის, ზრუნავენ თუ არა შიმპანზეები სხვების კეთილდღეობაზე? ათწლეულების განმავლობაში მიიჩნევდნენ რომ ეს მხოლოდ ადამიანებს შეუძლიათ, რომ მხოლოდ ადამიანები ღელავენ სხვების კეთილდღეობაზე. ჩვენ ჩავატარეთ ძალიან მარტივი ექსპერიმენტი. ამას ვაკეთებთ შიმპანზეებზე რომლებიც ცხოვრობენ ლორენსვილში, იერკის საველე სადგურში. ასე ცხოვრობენ ისინი. შევიყვანეთ ისინი ოთახში და ჩავატარეთ ექსპერიმენტი. ამისათვის ორი შიმპანზე მოვათავსეთ ერთმანეთის გვერდით. ერთ-ერთს აქვს ცილინდრებით სავსე ვედრო და მათ აქვთ სხვადასხვა მნიშვნელობა. ცილინდრის ერთ სახეობას შეუძლია მხოლოდ იმ პარტნიორის გამოკვება რომელიც მას ირჩევს, ხოლო მეორეს--ორივე მათგანის.
So this is a study we did with Vicki Horner. And here, you have the two color tokens. So they have a whole bucket full of them. And they have to pick one of the two colors. You will see how that goes. So if this chimp makes the selfish choice, which is the red token in this case, he needs to give it to us, we pick it up, we put it on a table where there's two food rewards, but in this case, only the one on the right gets food. The one on the left walks away because she knows already that this is not a good test for her. Then the next one is the pro-social token.
ეს კვლევა ჩავატარეთ ვიკი ჰორნერთან ერთად. აქ არის ორი ფერის ცილინდრი. მათ აქვთ ცილინდრებით სავსე მთელი ვედრო. და მათ უნდა ამოირჩიონ ორი ფერიდან ერთი. ახლა ნახავთ ეს როგორ ხდება. თუკი ეს შიმპანზე გააკეთებს ეგოისტურ არჩევანს, რომელსაც ამ შემთხვევაში აღნიშნავს წითელი ცილინდრი მან უნდა მოგვცეს ცილინდრი ჩვენ. ჩვენ ვიღებთ მას, ვდებთ მაგიდაზე სადაც ორივესათვის არის ჯიდლო საკვების სახით. მაგრამ ამჯერად მხოლოდ მარჯვნივ მყოფი შიმპანზე იღებს საკვებს. მარცხნივ მყოფი მიდის იმიტომ, რომ მან უკვე იცის რომ ეს ტესტი მისთვის კარგი არ არის. შემდეგი არის პროსოციალური ცილინდრი
So the one who makes the choices -- that's the interesting part here -- for the one who makes the choices, it doesn't really matter. So she gives us now a pro-social token and both chimps get fed. So the one who makes the choices always gets a reward. So it doesn't matter whatsoever. And she should actually be choosing blindly. But what we find is that they prefer the pro-social token. So this is the 50 percent line, that's the random expectation. And especially if the partner draws attention to itself, they choose more.
ის, რომელიც აკეთებს არჩევანს--ეს არის საინტერესო მომენტი-- იმისთვის, რომელიც აკეთებს არჩევანს, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ის გვაძლევს ჩვენ პროსოციალური ცილინდრს და ორივე შიმპანზე იღებს საკვებს. ამდენად, ის რომელიც აკეთებს არჩევანს ყოველთვის იღებს ჯილდოს. მაგრამ ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ის ამას უნდა აკეთებდეს დაუფიქრებლად. მაგრამ რაც აღმოვაჩინეთ არის, ის რომ ისინი უპირატესობას ანიჭებენ პროსოციალური ცილინდრს. ეს არის 50 პროცენტიანი ზღვარი მოსალოდნელი ქცევისა. განსაკუთრებით თუ პარტნიორი იქცევს ყურადღებას, არჩევანის რაოდენობა მეტია.
And if the partner puts pressure on them -- so if the partner starts spitting water and intimidating them -- then the choices go down.
და თუ პარტნიორი ახდენს ზეწოლას-- თუ პარტნიორი დაიწყებს წყლის შესხამს ან მათ დაშინებას-- მაშინ არჩევანი იკლებს.
(Laughter)
თითქოს ამით ამბობენ
It's as if they're saying, "If you're not behaving, I'm not going to be pro-social today." And this is what happens without a partner, when there's no partner sitting there. So we found that the chimpanzees do care about the well-being of somebody else -- especially, these are other members of their own group.
"თუკი შენ არ მოიქცევი კარგად, მე არ ვიქნები დღეს მეგობრული." ეს ხდება პარტნიორის არყოფნის შემთხვევაში, როდესაც იქ არ ზის პარტნიორი. ამდენად, ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ შიმპანზეები ზრუნავენ-- სხვების კეთილდღეობაზე-- განსაკუთრებით, თავიანთი ჯგუფის წევრებზე.
So the final experiment that I want to mention to you is our fairness study. And so this became a very famous study. And there are now many more, because after we did this about 10 years ago, it became very well-known. And we did that originally with capuchin monkeys. And I'm going to show you the first experiment that we did. It has now been done with dogs and with birds and with chimpanzees. But with Sarah Brosnan, we started out with capuchin monkeys.
ბოლო ექსპერიმენტი რომელზეც მინდა მოგიყვეთ შეეხება სამართლიანობას. ის გახდა ძალიან ცნობილი კვლევა. მის გარდა არსებობს კიდევ ბევრი, იმიტომ, რომ როდესაც ჩვენ ის ჩავატარეთ 10 წლის წინ, ის გახდა ძალიან ცნობილი. ჩვენ ის ჩავატარეთ კაპუცინის ოჯახის მაიმუნებზე. ახლა გაჩვენებთ ჩვენს მიერ ჩატარებულ პირველ ექსპერიმენტს. ის ასავე ჩაატარეს ძაღლებზე და ჩიტებზე და შიმპანზეებზე. მაგრამ სარა ბროსნანთან ერთად ჩვენ ის ჩავატარეთ კაპუცინის ოჯახის მაიმუნებზე.
So what we did is we put two capuchin monkeys side-by-side. Again, these animals, live in a group, they know each other. We take them out of the group, put them in a test chamber. And there's a very simple task that they need to do. And if you give both of them cucumber for the task, the two monkeys side-by-side, they're perfectly willing to do this 25 times in a row. So cucumber, even though it's only really water in my opinion, but cucumber is perfectly fine for them. Now if you give the partner grapes -- the food preferences of my capuchin monkeys correspond exactly with the prices in the supermarket -- and so if you give them grapes -- it's a far better food -- then you create inequity between them. So that's the experiment we did.
გავაკეთეთ ის, რომ მოვათავსეთ ორი მაიმუნი ერთმანეთის გვერდით. ეს ცხოველები ცხოვრობენ ჯგუფებად და კარგად იცნობენ ერთმანეთს. ჩვენ გამოვიყვანეთ ისინი ჯგუფიდან და მოვათავსეთ ტესტისათვის განკუთვნილ კამერაში. აქ არის ძალიან მარტივი დავალება რომელიც მათ უნდა შეასრულონ. თუკი ორივე მათგანს მიაწოდებ კიტრს დავალების შესასრულებლად, მაიმუნები, რომლებიც არიან ერთმანეთის გვერდით, მას შეასრულებენ 25-ჯერ ზედიზედ. ამდენად, კიტრი, რომელიც ჩემი აზრით მხოლოდ წყალია, აბსოლუტურად მისაღებია მათთვის. მაგრამ თუკი პარტნიორს მისცემთ ყურძენს-- ჩემი კაპუცინის ოჯახის მაიმუნების არჩევანი ზუსტად შეესაბამება სუპერმარკეტის ფასებს-- და თუკი მისცემთ მათ ყურძენს--რომელიც გაცილებით უკეთესია-- მაშინ თქვენ დაარღვევთ მათ შორის თანასწორობას. ეს არის ის ექსპერიმენტი რომელიც ჩვენ ჩავატარეთ.
Recently, we videotaped it with new monkeys who'd never done the task, thinking that maybe they would have a stronger reaction, and that turned out to be right. The one on the left is the monkey who gets cucumber. The one on the right is the one who gets grapes. The one who gets cucumber -- note that the first piece of cucumber is perfectly fine. The first piece she eats. Then she sees the other one getting grape, and you will see what happens. So she gives a rock to us. That's the task. And we give her a piece of cucumber and she eats it. The other one needs to give a rock to us. And that's what she does. And she gets a grape ... and eats it. The other one sees that. She gives a rock to us now, gets, again, cucumber.
ახლახანს ჩვენ ეს ჩავწერეთ ახალ მაიმუნებთან მუშაობისას რომელთაც არასდროს შეუსრულებიათ რაიმე დავალება, ვიფიქრეთ, რომ მათი რეაქცია უფრო ძლიერი იქნებოდა, და ეს ასეც აღმოჩნდა. მარცხნივ მყოფი მაიმუნი იღებს კიტრს. მარჯვნივ მყოფი იღებს ყურძენს. ის რომელიც იღებს კიტრს, გვანიშნებს, რომ მისთვის კიტრი შესანიშნავია. პირველ ნაჭერს ჭამს. შემდეგ ის ხედავს, რომ მეორე იღებს ყურძენს და ახლა ნახავთ რა მოხდება. ის გვაძლევს ქვას. ეს არის დავალება. ჩვენ მას ვაძლევთ კიტრის ნაჭერს და ის ჭამს. მეორემაც ჩვენ უნდა მოგვცეს ქვა. და ასეც იქცევა. ის იღებს ყურძენს და ჭამს მას. მეორე ამას ხედავს. ის გვაძლევს ქვას, და იღებს ისევ კიტრს.
(Laughter)
(სიცილი)
(Laughter ends)
ახლა ის სინჯავს ქვას კედელზე.
She tests a rock now against the wall. She needs to give it to us. And she gets cucumber again.
მან ის ჩვენ უნდა მოგვცეს. ის ისევ იღებს კიტრს.
(Laughter)
(სიცილი)
So this is basically the Wall Street protest that you see here.
თქვენ ახლა ხედავთ ნამდვილ უოლ სტრიტის პროტესტს.
(Laughter)
(სიცილი)
(Applause)
(აპლოდისმენტები)
I still have two minutes left -- let me tell you a funny story about this. This study became very famous and we got a lot of comments, especially anthropologists, economists, philosophers. They didn't like this at all. Because they had decided in their minds, I believe, that fairness is a very complex issue, and that animals cannot have it. And so one philosopher even wrote us that it was impossible that monkeys had a sense of fairness because fairness was invented during the French Revolution.
ნება მომეცით გითხრათ-- ჯერ კიდევ მაქვს ორი წუთი, ნება მომეცით მოგიყვეთ ერთი სასაცილო ამბავი ამასთან დაკავშირებით. ეს კვლევა გახდა ძალიან ცნობილი და ჩვენ მივიღეთ უამრავი კომენტარი, განსაკუთრებით ანთროპოლოგებს, ეკონომისტებს, ფილოსოფოსებს, საერთოდ არ მოეწონათ ის. რადგან, თავიანთ გონებაში მათ გადაწყვიტეს, მე მჯერა, რომ სამართლიანობა არის ძალიან კომპლექსური და ის არ შეიძლება ჰქონდეთ ცხოველებს. ერთმა ფილოსოფოსმა მოგვწერა კიდეც რომ შეუძლებელია მაიმუნებს ჰქონდეთ სამართლიანობის გრძნობა იმიტომ, რომ სამართლიანობა გამოიგონეს საფრანგეთის რევოლუციის დროს.
(Laughter)
(სიცილი)
And another one wrote a whole chapter saying that he would believe it had something to do with fairness, if the one who got grapes would refuse the grapes. Now the funny thing is that Sarah Brosnan, who's been doing this with chimpanzees, had a couple of combinations of chimpanzees where, indeed, the one who would get the grape would refuse the grape until the other guy also got a grape. So we're getting very close to the human sense of fairness. And I think philosophers need to rethink their philosophy for a while.
ერთმა კიდევ დაწერა მთელი თავი რომ ის დაიჯერებდა მაიმუნების სამართლიანობის გრძნობას იმ შემთხვევაში თუ ის რომელიც იღებდა ყურძენს უარს იტყოდა ყურძენზე. სასაცილო ის არის, რომ სარა ბროსნანს, რომელიც ამას აკეთებდა შიმპანზეებზე, ჰყავდა შიმპანზეების რამდენიმე წყვილი რომელთა შორისაც, ერთი უარს ამბობდა ყურძენზე მანამ სანამ მეორეც არ მიიღებდა ყურძენს. ამდენად, ჩვენ ვუახლოვდებით ადამიანურ სამართლიანობის გრძნობას. და მე მგონია, რომ ფილოსოფოსებმა უნდა გადახედონ საკუთარ ფილოსოფიას ცოტა ხნით.
So let me summarize. I believe there's an evolved morality. I think morality is much more than what I've been talking about, but it would be impossible without these ingredients that we find in other primates, which are empathy and consolation, pro-social tendencies and reciprocity and a sense of fairness. And so we work on these particular issues to see if we can create a morality from the bottom up, so to speak, without necessarily god and religion involved, and to see how we can get to an evolved morality.
ნება მომეცით შევაჯამო. მჯერა, რომ არსებობს მაღალ-განვითარებული მორალი. მგონია, რომ მორალი გაცილებით იმაზე მეტია ვიდრე ის რაზეც მე ვსაუბრობდი, მაგრამ ის ასევე ვერ იარსებებდა იმ ძირითადი კომპონენტების გარეშე რომლებიც ჩვენ აღმოვაჩინეთ სხვა პრიმატებში, რომელიც არის თანაგრძნობა და ნუგეში, პროსოციალური მიდრეკილებები და ურთიერთმოქმედება და სამართლიანობის გრძნობა. ჩვენ ვმუშაობთ ამ კონკრეტულ საკითხებზე რათა დავინახოთ არის თუ არა შესაძლებელი შეიქმნას მორალი, ასე ვთქვათ, ღმერთისა და რელიგიის ჩარევის გარეშე, და დავინახოთ როგორ შეიძლება მივიდეთ უფრო განვითარებულ მორალამდე.
And I thank you for your attention.
მადლობას გიხდით ყურადღებისათვის.
(Applause)
(აპლოდისმენტები)