Everyone needs a coach. It doesn't matter whether you're a basketball player, a tennis player, a gymnast or a bridge player. (Laughter)
ყველას ჭირდება მასწავლებელი არ აქვს მნიშვნელობა კალათბურთელი ხარ ჩოგბურთელი, ტანმოვარჯიშე თუ ბრიჯის მოთამაშე სიცილი
My bridge coach, Sharon Osberg, says there are more pictures of the back of her head than anyone else's in the world. (Laughter) Sorry, Sharon. Here you go.
ჩემი ბრიჯის მასწავლებელი, შარონ ოსბრგი ამბობს რომ მას ყველაზე მეტი ფოტო აქვს მისი კეფის ვიდრე ვინმეს მთელს მსოფლიოში (სიცილი) მაპატიე, შერონ. აი ისიც...
We all need people who will give us feedback. That's how we improve. Unfortunately, there's one group of people who get almost no systematic feedback to help them do their jobs better, and these people have one of the most important jobs in the world. I'm talking about teachers. When Melinda and I learned how little useful feedback most teachers get, we were blown away. Until recently, over 98 percent of teachers just got one word of feedback: Satisfactory. If all my bridge coach ever told me was that I was "satisfactory," I would have no hope of ever getting better. How would I know who was the best? How would I know what I was doing differently? Today, districts are revamping the way they evaluate teachers, but we still give them almost no feedback that actually helps them improve their practice. Our teachers deserve better. The system we have today isn't fair to them. It's not fair to students, and it's putting America's global leadership at risk. So today I want to talk about how we can help all teachers get the tools for improvement they want and deserve.
ჩვენ ყველას გვჭირდება ადამიანი ვისგანაც უკუკავშირს მივიღებთ ასე შევძლებთ განვითარებას. სამწუხაროდ, არის ადამიანთა ჯგუფი რომელიც ვერ იღებს სისტემატიურ უკუკავშირს იმისათვის, რომ მათ საქმე უკეთ აკეთონ და ამ ადამიანებს აქვთ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროფესია მსოფლიოში მე ვსაუბრობ მასწავლებლებზე. როდესაც მე და მილინდამ შევიტყვეთ თუ რა მცირე სასარგებლო უკუკავშირს იღებს მასწავლებლების უმრავლესობა გაოგნებული დავრჩით. ბოლო პერიოდამდე, მასწავლებელთა 98% იღებდა მხოლოდ ერთი ტიპის უკუკავშირს: დამაკმაყოფილებელი. ჩემთვის ყველა ბრიჯის მასწავლებელს ოდესმე რომ ეთქვა რომ ჩემი მიღწევები დამაკმაყოფილებელია მე არასოდეს მექნებოდა თამაშის გაუმჯობესების იმედი. როგორ უნდა გამეგო ვინ იყო საუკეთესო? როგორ უნდა გამეგო თუ რას ვაკეთებდი არასწორად? დღესდღობით, ოლქები მუშაობენ თუ როგორ გააუმჯობესონ მასწავლებელთა შეფასების სისტემა, მაგრამ ჩვენ კვლავ ძალიან მცირე უკუკავშირს ვაძლევთ მათ რაც მათ მისცემდა საშუალებას გაეუმჯობესებინათ საკუთარი საქმიანობა ჩვენი მასწავლებლები მეტს იმსახურებენ. სისტემა, რომელიც დღეს გვაქვს, არ არის სამართლიანი მათ მიმართ უსამართლოა სტუდენტების მიმართაც ხოლო ამერიკის გლობალურ ლიდერობას რისკის ქვეშ აყენებს. დღეს მინდა ვისაუბრო იმაზე თუ როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ მასწავლებლებს რომ მიიღონ უკეთესი მექანიზმი, რომელიც მათ განვითარებისთვის სჭირდებათ და იმსახურებენ ისინი ამას იმსახურებენ.
Let's start by asking who's doing well. Well, unfortunately there's no international ranking tables for teacher feedback systems. So I looked at the countries whose students perform well academically, and looked at what they're doing to help their teachers improve. Consider the rankings for reading proficiency. The U.S. isn't number one. We're not even in the top 10. We're tied for 15th with Iceland and Poland. Now, out of all the places that do better than the U.S. in reading, how many of them have a formal system for helping teachers improve? Eleven out of 14. The U.S. is tied for 15th in reading, but we're 23rd in science and 31st in math. So there's really only one area where we're near the top, and that's in failing to give our teachers the help they need to develop their skills.
მოდით დავიწყოთ შეკითხვით: ვინ ართმევს ამ საქმეს თავს ყველაზე უკეთ? სამწუხაროდ არ არსებობს საერთაშორისო რეიტინგები, მასწავლებელთა შეფასების სისტემები მე გადავხედე სხვადასხვა ქვეყნებს რომელთა სტუდენტების აკადემიური მოსწრება იყო საუკეთესო და დავაკვირდი თუ რას აკეთებენ ეს ქვეყნები, რომ დაეხმარონ მასწავლებლებს განვითარდნენ მოდით განვიხილოთ კითხვის უნარების რეიტინგები. ამერიკა არ არის ნომერი პირველი. ჩვენ პირველ ათეულშიც კი არ ვართ. ჩვენ მე-15 ადგილს ვიყოფთ ისლანდიასა და პოლონეთთან ერთად. ყველა იმ ქვეყანაში, რომელშიც კითხვითი უნარების დონე უფრო მაღალია ვიდრე ამერიკაში რამდენ მათგანს აქვს ფორმალური სისტემა მასწავლებლების დასახმარებლად რათა გააუმჯობესონ მათი საქმიანობა? 14 ქვეყნიდან 11-ს აქვს ამგვარი სისტემა. ამერიკა არის მეთხუთმეტე კითხვითი უნარების მიხედვით, მაგრამ ვართ 23-ე მეცნიერების შესწავლის მხრივ და 31-ე მათემატიკაში. ასე რომ არის მხოლოდ ერთი სფერო, სადაც პირველობასთან ახლოს ვართ და ეს სფეროა წარუმატებლობა, მასწავლებლებს დავეხმაროთსაჭირო უნარების განვითარებაში.
Let's look at the best academic performer: the province of Shanghai, China. Now, they rank number one across the board, in reading, math and science, and one of the keys to Shanghai's incredible success is the way they help teachers keep improving. They made sure that younger teachers get a chance to watch master teachers at work. They have weekly study groups, where teachers get together and talk about what's working. They even require each teacher to observe and give feedback to their colleagues.
მოდით დავაკვირდეთ საუკეთესოს ამ ნუსხაში: შანხაის პროვინცია, ჩინეთი. ისინი იკავებენ პირველ ადგილს ყველა მიმართულებით, კითხვითი უნარები, მათემატიკა, მეცნიერება, და შანხაის საოცარი წარმატების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ის თუ როგორ ეხმარებიან მასწავლებლებს განვითარებაში. მათ უზრუნველყვეს ახალგაზრდა მასწავლებლებისთვის საშუალება დაკვირვებოდნენ გამოცდილ მასწავლებლებს მუშაობის პროცესში. ისინი ყოველკვირეულად იკრიბებიან სასწავლო ჯგუფებში, სადაც განიხილავენ სწავლების იმ მეთოდებს, რაც ყველაზე კარგად მუშაობს. მეტიც, მათ მოეთხოვებათ რომ დააკვირდნენ და მისცენ რჩევები საკუთარ კოლეგებს.
You might ask, why is a system like this so important? It's because there's so much variation in the teaching profession. Some teachers are far more effective than others. In fact, there are teachers throughout the country who are helping their students make extraordinary gains. If today's average teacher could become as good as those teachers, our students would be blowing away the rest of the world. So we need a system that helps all our teachers be as good as the best.
თქვენ შეიძლებათ იკითხოთ თუ რატომ არის ეს სისტემა ასეთი მნიშვნელოვანი? იმიტომ, რომ არსებობს უამრავი ვარიაციის საშუალება მასწავლებლის პროფესიაში. ზოგიერთი მასწავლებელი ბევრად უფრო ეფექტურია ვიდრე მეორე. რეალურად, ქვეყნის მასშტაბით არიან მასწავლებლები რომლებიც ეხმარებიან თავის სტუდენტებს მიაღწიონ წარმოუდგენელ წარმატებებს თუ დღეს საშუალო სტატისტიკური მასწავლებელი მიაღწევს ისეთივე წარმატებას, როგორსაც სწორედ ეს მასწავლებლები, ჩვენი სტუდენტები აჯობებდნენ დანარჩენ მსოფლიოს. ასე რომ ჩვენ გვჭირდება სისტემა, რომ დავეხმაროთ ჩვენს მასწავლებლებს იყვნენ საუკეთესოები.
What would that system look like? Well, to find out, our foundation has been working with 3,000 teachers in districts across the country on a project called Measures of Effective Teaching. We had observers watch videos of teachers in the classroom and rate how they did on a range of practices. For example, did they ask their students challenging questions? Did they find multiple ways to explain an idea? We also had students fill out surveys with questions like, "Does your teacher know when the class understands a lesson?" "Do you learn to correct your mistakes?"
როგორი უნდა იყოს ეს სისტემა? იმისათვის რომ ეს გავარკვიოთ, ჩვენმა ფონდმა იმუშავა 3,000 მასწავლებელთან მთელი ქვეყნის მაშტაბით ოლქებში პროექტის ფარგლებში რომლის სახელწოდებაა - "სწავლების ეფექტურობის გაზომვა" ჩვენ გვყავდა დამკვირვებლები, რომელნიც უყურებდნენ ვიდეოებს რომელზეც გადაღებული იყო მასწავლებლების სამუშაო პროცესი კლასში და ფასდებოდა თუ როგორი იყო მათი საქმიანობა სხვადასხვა მიმართულებით მაგალითად, უსვამდნენ თუ არა სტუდენტებს რთულ შეკითხვებს? ეძებდნენ თუ არა ახსნის სხვადასხვა მეთოდებს ჩვენ ასევე სტუდენტებს შევავსებინეთ კითხვარები, რომელშიც იყო კითხვები როგორიცაა "ხვდება თუ არა მასწავლებელი როდის გაიგო კლასმა ახალი გაკვეთილი?" "სწავლობთ თუ არა საკუთარი შეცდომების გასწორებას?"
And what we found is very exciting. First, the teachers who did well on these observations had far better student outcomes. So it tells us we're asking the right questions. And second, teachers in the program told us that these videos and these surveys from the students were very helpful diagnostic tools, because they pointed to specific places where they can improve. I want to show you what this video component of MET looks like in action.
და რაც აღმოვაჩინეთ იყო ძალიან საინტერესო იმ მასწავლებლებს, რომლებმაც გამოკითხვაში უკეთესი შედეგი აჩვენეს ჰყავდათ უკეთესი შედეგის მქონე მოსწავლეები. ამით ჩვენ დავრწმუნდით რომ დასმული შეკითხვები იყო სწორი. მეორე - პროექტში ჩართულმა მასწავლებლებმა განაცხადეს რომ ეს ვიდეოები და სტუდენტების კითხვარები იყო ძალიან სასარგებლო დიაგნოსტიკური საშუალება, რადგან სწორედ იმ სისუსტეების იდენტიფიცირება მოხდა სადაც მათ დახვეწა სჭირდებათ. მე მინდა გაჩვენოთ ვიდეოები ეს კომპონენტი რას გულისხმობს
(Music)
(მუსიკა)
(Video) Sarah Brown Wessling: Good morning everybody. Let's talk about what's going on today. To get started, we're doing a peer review day, okay? A peer review day, and our goal by the end of class is for you to be able to determine whether or not you have moves to prove in your essays.
(ვიდეო) სარა ბრაუნ ვესლინგი: დილა მშვიდობისა ყველას. მოდით ვისაუბროთ დღევანდელ დღეზე დვიწყოთ კოლეგების მხირდან რეცენზიის წერის ტექნიკით, ოკ? დღის ბოლომდე ჩვენი მიზანია ყოველმა თქვენგანმა შეძლოს განსაზღვროს გაქვთ თუ არა საკმარისი არგუმენტები თქვენს ესსეებში.
My name is Sarah Brown Wessling. I am a high school English teacher at Johnston High School in Johnston, Iowa.
მე ვარ სარა ბრაუნ ვესლი. მე ვარ სკოლის ინგლისურის მასწავლებელი ჯონსონის კოლეჯში, აიოვა.
Turn to somebody next to you. Tell them what you think I mean when I talk about moves to prove. I've talk about --
მიუბრუნდით თქვენს გვერდზე მჯდომს უთხარით რას ფიქრობთ, რას ვგულისხმობდი როდესაც ვსაუბრობდი არგუმენტებზე
I think that there is a difference for teachers between the abstract of how we see our practice and then the concrete reality of it.
მე ვფიქრობ არის განსხვავება მასწავლებლისთვის აბსტრაქტულ ხედვაში, თუ რას აკეთებს და რა გამოდის რეალურად.
Okay, so I would like you to please bring up your papers.
კარგით, ახლა გთხოვთ ამოიღოთ თქვენი რვეულები.
I think what video offers for us is a certain degree of reality. You can't really dispute what you see on the video, and there is a lot to be learned from that, and there are a lot of ways that we can grow as a profession when we actually get to see this. I just have a flip camera and a little tripod and invested in this tiny little wide-angle lens. At the beginning of class, I just perch it in the back of the classroom. It's not a perfect shot. It doesn't catch every little thing that's going on. But I can hear the sound. I can see a lot. And I'm able to learn a lot from it. So it really has been a simple but powerful tool in my own reflection.
მე ვფიქრობ რომ ვიდეო გვთავაზობს სხვადასხვა რეალობას. თქვენ არ შეგიძლიათ უარყოთ ის რაც ვიდეოზეა, და ძალიან ბევრი რამის სწავლა შეიძლება აქედან, და არის უამრავი გზა იმისათვის რომ გავიზარდოთ როგორც პროფესიონალები, როცა ჩვენ ამას ვხედავთ. მე მაქვს პატარა ფლიპ-კამერა და შტატივი და ფართოკუთხიანი ობიექტივი. გაკვეთილის დაწყებამდე მე ვამაგრებ კამერას კლასის უკანა რიგში. ეს არ არის იდეალური გამოსახულება და ვერ იჭერს ყველა იმ მომენტს რომელიც საკლასო ოთახში ხდება მაგრამ მე მესმის ხმა და შემიძლია დავინახო ძალიან ბევრი. მე შემიძლია ვისწავლო ძალიან ბევრი ამ ჩანაწერით. ეს მართლა ძალიან მარტივია მაგრამ ასევე ძალიან ძლიერი ინსრუმენტი.
All right, let's take a look at the long one first, okay?
კარგით, მოდით შევხედოთ ჩანაწერს, ოკ?
Once I'm finished taping, then I put it in my computer, and then I'll scan it and take a peek at it. If I don't write things down, I don't remember them.
როდესაც ვამთავრებ გადაღებას, ვაერთებ კამერას კომპიუტერში და ვნახავ ჩანაწერებს. თუ არ ჩავინიშნავ, შეიძლება არ დამამახსოვრდეს.
So having the notes is a part of my thinking process, and I discover what I'm seeing as I'm writing. I really have used it for my own personal growth and my own personal reflection on teaching strategy and methodology and classroom management, and just all of those different facets of the classroom.
ჩანაწერების გაკეთება არის ჩემი ფიქრის პროცესის ნაწილი, და შენიშვნების წერის პროცესში მე აღმოვაჩენ ხოლმე ახალს. მე ამას ჩემი პერსონალური ზრდისთვის ვიყენებ ასევე ჩემი პირადი მოსაზრებისთვის სწავლების სტრატეგიის, მეთოდოლოგიის, კლასის მენეჯმენტის და უბრალოდ ყველა იმ მოვლენის შესახებ, რაც საკლასო ოთახში ხდება.
I'm glad that we've actually done the process before so we can kind of compare what works, what doesn't.
კარგია რომ ამას ადრეც ვაკეთებდით რადგან შეგვიძლია შევადაროთ რა მუშაობს და რა - არა.
I think that video exposes so much of what's intrinsic to us as teachers in ways that help us learn and help us understand, and then help our broader communities understand what this complex work is really all about. I think it is a way to exemplify and illustrate things that we cannot convey in a lesson plan, things you cannot convey in a standard, things that you cannot even sometimes convey in a book of pedagogy.
მე ვფიქრობ ვიდეო გამოხატავს რა შეგვიძლია ჩვენ, როგორც მასწავლებლებს გვეხმარება ვისწავლოთ და გავიგოთ, და შემდგომ ფართო საზოგადოებას მივახვედროთ თუ რას გულისხმობ მასწავლებლის კომპლექსური სამუშაო. ეს არის მაგალითი და ილუსტრირება იმისა რასაც ჩვენ ვერ გავწერთ გაკვეთილის გეგმაში, რასაც ვერ გადავიტანთ სტადარტებში, რასაც ზოგჯერ ვერც კი გადმოვცემთ პედაგოგიკის სახელმძღვანელებში.
Alrighty, everybody, have a great weekend. I'll see you later.
კარგით, ყველას სასიამოვნო დასვენებას გისურვებთ შეხვედრამდე.
[Every classroom could look like that]
ყველა გაკვეთილი შეიძლება იყოს ასეთი
(Applause)
(აპლოდისმენტები)
Bill Gates: One day, we'd like every classroom in America to look something like that. But we still have more work to do. Diagnosing areas where a teacher needs to improve is only half the battle. We also have to give them the tools they need to act on the diagnosis. If you learn that you need to improve the way you teach fractions, you should be able to watch a video of the best person in the world teaching fractions.
ბილ გეითსი: ერთ დღეს ჩვენ მოგვინდება რომ ამერიკაში ყველა გაკვეთილი ასე გამოუყურებოდეს. მაგრამ ამაზე კვლავ ბევრი გვაქვს სამუშაო. იდენტიფიცირება იმ სფეროების სადაც მასწავლებლებს დახვეწა ჭირდებათ არის ბრძოლის მხოლოდ ნახევარი. ჩვენ მათ უნდა მივცეთ ის ინსტრუმენტები რაც მათ ჭირდებათ იმისათვის რომ დახიხვეწონ. თუ გაიგებთ, რომ გჭირდებათ დახვეწოთ ის მეთოდოლოგია, რომლითაც წილადებს ასწავლით თქვენ უნდა უყუროთ ვიდეოს სადაც არის საუკეთესო მაგალითი წილადების სწავლების.
So building this complete teacher feedback and improvement system won't be easy. For example, I know some teachers aren't immediately comfortable with the idea of a camera in the classroom. That's understandable, but our experience with MET suggests that if teachers manage the process, if they collect video in their own classrooms, and they pick the lessons they want to submit, a lot of them will be eager to participate.
უკუკავშირის და პროფესიული ზრდის სრულყოფილი სისტემის შექმნა არ არის ადვილი. მაგალითად, მე ვიცი რამოდენიმე მასწავლებელი რომელსაც არ მოსწონს კამერის დადგმის იდეა საკლასო ოთახში. ეს გასაგებიცაა, მაგრამ ჩვენი გამოცდილება ამ პროექტში გვიჩვენებს, რომ თუ მასწავლებელი შეძლებს პროცესის მართვას და თუ შეაგროვებს საუკეთესო ვიდეოებს და აჩვენებს იმ ვიდეოებს რომელიც მათთვის მისაღებია, ძალიან ბევრი სიხარულით ჩაერთვება ამ პროცესში.
Building this system will also require a considerable investment. Our foundation estimates that it could cost up to five billion dollars. Now that's a big number, but to put it in perspective, it's less than two percent of what we spend every year on teacher salaries.
ამ სისტემის შექმნა მოითხოვს დიდ ინვესტიციას. ჩვენმა ფონდმა დაითვალა და სავარაუდო ღირებულება შესაძლოა იყოს 5 მილიარდი დოლარი ეს დიდი ციფრია, მაგრამ თუ შევხედავთ პერსპექტივაში ეს არის იმ თანხის 2 პროცენტზე ნაკლები რასაც ყოველწლიურად ვხარჯავთ მასწავლებელთა ხელფასზე.
The impact for teachers would be phenomenal. We would finally have a way to give them feedback, as well as the means to act on it.
ამ პროექტის გავლენა მასწავლებლებზე გრანდიოზული იქნება. ჩვენ ბოლოსდაბოლოს გვექნება სისტემა, როთიც შევძლებთ მივცეთ მათ უკუკავშირი, ასევე საშუალებები, რომ შემდგომში შესაბამისი მოქმედებებიც განახორციელონ.
But this system would have an even more important benefit for our country. It would put us on a path to making sure all our students get a great education, find a career that's fulfilling and rewarding, and have a chance to live out their dreams. This wouldn't just make us a more successful country. It would also make us a more fair and just one, too.
ეს სისტემა მოუტანს ჩვენ ქვეყანას უფრო მეტ სარგებელს. ჩვენ დარწმუნებული ვიქნებით რომ ჩვენი სტუდენტები იღებენ საუკეთესო განათლებას იპოვიან სასარგებლო და შესაბამის სამუშაოს, და მიეცემათ ოცნებების ახდენის შანსი. ეს არა მხოლოდ უფრო წარმატებულ ქვეყნად გვაქცევს, არამედ უფრო სამართლიანადაც გვაქცევს.
I'm excited about the opportunity to give all our teachers the support they want and deserve. I hope you are too.
მე მიხარია რომ მაქვს შესაძლებლობა გავუწიო ისეთი მხარდაჭერა ჩვენს ყველა მასწავლებელს, როგორიც სურთ და იმსახურებენ. იმედი მაქვს თვენც.
Thank you.
მადლობა
(Applause)
(აპლოდისმენტები)