My big idea is a very, very small idea that can unlock billions of big ideas that are at the moment dormant inside us. And my little idea that will do that is sleep.
ჩემი დიდი იდეა სინამდვილეში ძალიან პატარაა, თუმცა მას შეუძლია გამოავლინოს მილიონობით დიდი იდეა, რომლებიც ღრმადაა ჩვენში დამალული. ჩემი პატარა იდეა კი ძილია.
(Laughter)
(სიცილი)
(Applause)
(აპლოდისმენტები)
This is a room of type A women. This is a room of sleep-deprived women. And I learned the hard way the value of sleep. Two-and-a-half years ago, I fainted from exhaustion. I hit my head on my desk. I broke my cheekbone, I got five stitches on my right eye. And I began the journey of rediscovering the value of sleep. And in the course of that, I studied, I met with medical doctors, scientists, and I'm here to tell you that the way to a more productive, more inspired, more joyful life is getting enough sleep.
ამ დარბაზში A ტიპის ქალები სხედან. ამ დარბაზში ძილს მოკლებული ქალები იმყოფებიან. პირადად მე, ძილის მნიშვნელობა ძალიან მწარე გამოცდილებამ მასწავლა. ორ–ნახევარი წლის წინ, გადაღლილობისაგან გული წამივიდა, თავი მაგიდას მივარტყი, ყვრიმალის ძვალი გავიტეხე, მარჯვენა თვალზე რვა ნაკერი დამადეს. ასე დაიწყო ჩემი მოგზაურობა ძილის მნიშვნელობის თავიდან აღმოსაჩენად. სწორედ ასე დავიწყე ჩემი კვლევა. შევხვდი ექიმებს, მეცნიერებს და მინდა გითხრათ, რომ გზა უფრო პროდუქტიულ, შთაგონებულ, ხალისიან ცხოვრებისაკენ საკმარის ძილზე გადის.
(Applause)
(აპლოდისმენტები)
And we women are going to lead the way in this new revolution, this new feminist issue. We are literally going to sleep our way to the top -- literally --
და ჩვენ ქალებმა უნდა ვუწინამძღვროთ ამ ახალ რევოლუციას, ამ ახალ ფემინისტურ საკითხს. წარმატებისაკენ გზა, ფაქტობრივად, ძილით უნდა გავიკაფოთ.
(Laughter)
(სიცილი)
(Applause)
(აპლოდისმენტები)
because unfortunately, for men, sleep deprivation has become a virility symbol. I was recently having dinner with a guy who bragged that he had only gotten four hours sleep the night before. And I felt like saying to him -- but I didn't say -- I felt like saying, "You know what? if you had gotten five, this dinner would have been a lot more interesting."
რადგან სამწუხაროდ, კაცებისათვის ძილის უკმარისობა მამაკაცურობის სიმბოლოდ იქცა. ამას წინათ ვსადილობდი მამაკაცთან, რომელმაც დაიტრაბახა რომ წინა ღამეს სულ რაღაც ოთხი საათი ეძინა. პირდაპირ ენაზე მომაწვა, მაგრამ თავი შევიკავე ... მინდოდა მეთქვა, "იცი რა? ხუთი საათი რომ გძინებოდა
(Laughter)
ეს სადილი ბევრად უფრო საინტერესო იქნებოდა."
(სიცილი)
There is now a kind of sleep deprivation one-upmanship. Especially here in Washington, if you try to make a breakfast date, and you say, "How about eight o'clock?" they're likely to tell you, "Eight o'clock is too late for me, but that's OK, I can get a game of tennis in and do a few conference calls and meet you at eight." And they think that means they are so incredibly busy and productive, but the truth is, they're not, because we, at the moment, have had brilliant leaders in business, in finance, in politics, making terrible decisions. So a high IQ does not mean that you're a good leader, because the essence of leadership is being able to see the iceberg before it hits the Titanic.
თითქოს, ერთგვარი შეჯიბრია ვის უფრო ნაკლები ეძინება. განსაკუთრებით აქ ვაშინგტონში, თუკი შეეცდები დანიშნო შეხვედრა საუზმეზე და ეუბნები, " 8 საათზე რას იტყვით?" დიდი შანსია რომ გიპასუხონ "8 საათი ძალიან გვიანია ჩემთვის, თუმცა არა უშავს, ტენისის თამაშსა და რამოდენიმე ზარის გაკეთებას მოვასწრებ და რვაზე თქვენ შეგხვდებით." ისინი თვლიან ეს ნიშნავს, რომ უზომოდ საქმიანები და პროდუქტიულები არიან, მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არაა, რადგან ამ წუთისათვის ჩვენ გვყავს შესანიშნავი ლიდერები ბიზნესის, ფინანსების, პოლიტიკის სფეროებში, რომლებიც საშინელ გადაწყვეტილებებს იღებენ. ასე რომ მაღალი I.Q. არ ნიშნავს რომ თქვენ კარგი ლიდერი ხართ, რადგან ლიდერობის არსი მდგომარეობს იმაში რომ უნდა დაინახოთ აისბერგი, სანამ ის ტიტანიკს დაეჯახება.
(Laughter)
ჩვენს შემთხვევაში კი ძალიან ბევრი აისბერგი
And we've had far too many icebergs hitting our Titanics. In fact, I have a feeling that if Lehman Brothers was Lehman Brothers and Sisters, they might still be around.
ეჯახება ჩვენს ტიტანიკებს. იცით, ვფიქრობ რომ ძმები ლემანები და–ძმა ლემანები რომ ყოფილიყვნენ, ისინი ჯერაც ჩვენთან იქნებოდნენ.
(Laughter)
(აპლოდისმენტები)
(Applause)
სანამ ძმები ძალიან დაკავებულები,
While all the brothers were busy just being hyper-connected 24/7, maybe a sister would have noticed the iceberg, because she would have woken up from a seven-and-a-half- or eight-hour sleep, and have been able to see the big picture.
24/7–ზე ჰიპერ–მობილიზებულები იყვნენ, შესაძლოა დას შეემჩნია აისბერგი, რადგან მას შვიდ–ნახევარი ან რვა საათი ეძინებოდა და შეძლებდა დაენახა ფართო სურათი.
So as we are facing all the multiple crises in our world at the moment, what is good for us on a personal level, what's going to bring more joy, gratitude, effectiveness in our lives and be the best for our own careers, is also what is best for the world. So I urge you to shut your eyes, and discover the great ideas that lie inside us; to shut your engines and discover the power of sleep.
რადგანაც ამ წუთებისათვის მსოფლიოში სხვადასხვა კრიზისები მძვინვარებს, ყველაფერი რაც სასარგებლოა პერსონალურ დონეზე, რასაც ძალუძს მოიტანოს ხალისი, მადლიერება და ეფექტურობა ჩვენს ცხოვრებაში და იყოს კარგი ჩვენი კარიერისათვის ასევე კარგია მსოფლიოსთვისაც. ამიტომ მოგიწოდებთ დახუჭოთ თვალები და აღმოაჩინოთ დიდი იდეები, რომლებიც ჩვენს შიგნით თვლემენ, ჩააქროთ თქვენი ძრავები და ძილის ძალა აღმოაჩინოთ.
Thank you.
გმადლობთ.
(Applause)
(აპლოდისმენტები)