How does the news shape the way we see the world? Here's the world based on the way it looks -- based on landmass. And here's how news shapes what Americans see. This map -- (Applause) -- this map shows the number of seconds that American network and cable news organizations dedicated to news stories, by country, in February of 2007 -- just one year ago. Now, this was a month when North Korea agreed to dismantle its nuclear facilities. There was massive flooding in Indonesia. And in Paris, the IPCC released its study confirming man's impact on global warming. The U.S. accounted for 79 percent of total news coverage. And when we take out the U.S. and look at the remaining 21 percent, we see a lot of Iraq -- that's that big green thing there -- and little else. The combined coverage of Russia, China and India, for example, reached just one percent.
როგორ გავლენას ახდენს ახალი ამბები მსოფლიოზე, როგორსაც ჩვენ მას ვხედავთ? აი მსოფლიო ისე, როგორც ის არის - ფართობის მიხედვით. აი მსოფლიო, როგორსაც მას ამერიკელები ხედავენ ახალი ამბების მიხედვით. ეს რუკა -- (ტაში) -- გვიჩვენებს წამების რაოდენობას, რომელიც დაუთმეს ამერიკულმა საკაბელო და ქსელურმა საინფორმაციო კომპანიებმა ახალ ამბებს ქვეყნების მიხედვით 2007 წლის თებერვალში -- სულ ერთი წლის წინ. ეს არის თვე, როდესაც ჩრდილოეთ კორეა დათანხმდა ბირთვული ქარხნის დაშლაზე. მოხდა უზარმაზარი წყალდიდობა ინდონეზიაში. პარიზში IPCC-მ გამოაქვეყნა კვლევა გლობალურ დათბობაზე ადამიანის გავლენის შესახებ. ა.შ.შ. წარმოადგენდა სრული საინფორმაციო სივრცის 79%-ს. როდესაც ამოვიღებთ ამერიკის ამბებს და შევხედავთ დანარჩენ 21 პროცენტს, ვხედავთ ბევრ ერაყს - აი ეს, მწვანე - აქ - და ბევრ სხვა არაფერს. რომ გავაერთიანოთ ამბები რუსეთის, ჩინეთის და ინდოეთის შესახებ, მივიღებთ სულ 1 პროცენტს.
When we analyzed all the news stories and removed just one story, here's how the world looked. What was that story? The death of Anna Nicole Smith. This story eclipsed every country except Iraq, and received 10 times the coverage of the IPCC report. And the cycle continues; as we all know, Britney has loomed pretty large lately.
როდესაც გავაანალიზეთ ყველა ინფორმაცია და მოვაცილეთ მხოლოდ ერთი ამბავი, აი ასეთი გამოჩნდა მსოფლიო. რა იყო ეს ამბავი? ანა ნიკოლ სმიტის სიკვდილი. ამ ამბავმა გადააჭარბა ყველა ქვეყანას ერაყის გარდა, და გაშუქდა 10-ჯერ მეტად, ვიდრე IPCC-ს ანგარიში. ეს ციკლი გრძელდება. როგორც ვიცით, ბრიტნი ამ ბოლო დროს საკმაოდ გაშუქებულია.
So, why don't we hear more about the world? One reason is that news networks have reduced the number of their foreign bureaus by half. Aside from one-person ABC mini-bureaus in Nairobi, New Delhi and Mumbai, there are no network news bureaus in all of Africa, India or South America -- places that are home to more than two billion people.
აბა რატომ არ ვიგებთ უფრო მეტს მსოფლიოს შესახებ? ერთი მიზეზი ისაა, რომ საინფორმაციო ქსელებმა გაანახევრეს უცხოეთის ბიუროების რაოდენობა. ნაირობიში, ნიუ დელისა და მუმბაიში ABC-ს ერთკაციანი მინი-ბიუროების გარდა, არ არის არცერთი ქსელის ბიურო მთელ აფრიკაში, ინდოეთში და სამხრეთ ამერიკაში. -- იმ ადგილებში, სადაც ორ მილიარდ ადამიანზე მეტი ცხოვრობს.
The reality is that covering Britney is cheaper. And this lack of global coverage is all the more disturbing when we see where people go for news. Local TV news looms large, and unfortunately only dedicates 12 percent of its coverage to international news.
რეალურად, ბრიტნის ამბების გაშუქება უფრო იაფი ჯდება. ეს გლობალური ინფორმაციის ნაკლებობა კიდევ უფრო შემაშფოთებელია, როდესაც ვუყურებთ იმას, თუ სად ეძებენ ადამიანები ახალ ამბებს. ძირითადად ჩნდება ადგილობრივი ახალი ამბების წყაროები, რომლებიც სამწუხაროდ მხოლოდ მაუწყებლობის 12%-ს უთმობენ საერთაშორისო ამბებს.
And what about the web? The most popular news sites don't do much better. Last year, Pew and the Colombia J-School analyzed the 14,000 stories that appeared on Google News' front page. And they, in fact, covered the same 24 news events. Similarly, a study in e-content showed that much of global news from U.S. news creators is recycled stories from the AP wire services and Reuters, and don't put things into a context that people can understand their connection to it.
რაც შეეხება ინტერნეტს? ყველაზე პოპულარული საიტებიც უკეთესად არ არიან. გასულ წელს, პიუმ და კოლუმბიის ჟურნალისტიკის სკოლამ გააანალიზეს 14 000 ახალი ამბავი, რომელიც გუგლ ნიუსის პირველ გვერდზე ჩანდა. აღმოჩნდა, რომ იქ ერთიდაიგივე 24 ინფორმაცია ჩანდა. მსგავსად, ინტერნეტ ინფორმაციის ანალიზმა აჩვენა, რომ ამერიკიდან წამოსული გლობალური ახალი ამბების შემქმნელები ამუშავებენ ერთიდაიგივე ამბებს, რომლებსაც როიტერის და ასოშიეთედ პრესის სერვისებიდან იღებენ და არც სვამენ იმ კონტექსტში, რომ ადამიანებმა მათ მიმართ რაიმე კავშირი იგრძნონ.
So, if you put it all together, this could help explain why today's college graduates, as well as less educated Americans, know less about the world than their counterparts did 20 years ago. And if you think it's simply because we are not interested, you would be wrong. In recent years, Americans who say they closely follow global news most of the time grew to over 50 percent.
ასე რომ, ეს ყველაფერი რომ გავაერთიანოთ, ავხსნით, თუ რატომ არიან დღევანდელი უმაღლეს დამთავრებულები, ისევე როგორც ნაკლებად განათლებული ამერიკელები ნაკლებად ინფორმირებულები მსოფლიოს შესახებ ვიდრე მათი 20 წლის წინანდელი თანამემამულეები. თუ გგონიათ, რომ ეს მარტო იმიტომ ხდება, რომ არ გვაინტერესებს, არ იქნებით მართალი. გასულ წლებში ამერიკელების რაოდენობა, რომლებიც ამბობენ, რომ თვალყურს ადევნებენ მსოფლიო ამბებს 50 პროცენტით გაიზარდა.
The real question: is this distorted worldview what we want for Americans in our increasingly interconnected world? I know we can do better. And can we afford not to? Thank you.
საქმე ისაა: ეს არის კი ის მსოფლიო, რომელიც გვინდა ჰქონდეთ ამერიკელებს დღევანდელ მჭიდროდ დაკავშირებულ მსოფლიოში? მე ვიცი, რომ უკეთესად შეგვიძლია ვაკეთოთ ეს საქმე. სხვაგვარად არ შეიძლება. გმადლობთ.