For me they normally happen, these career crises, often, actually, on a Sunday evening, just as the sun is starting to set, and the gap between my hopes for myself and the reality of my life starts to diverge so painfully that I normally end up weeping into a pillow.
ჩემთვის კარიერული კრიზისები თავისთავად ხდება, ხშირად, უფრო ზუსტად კი კვირა საღამოს, მაშინ როცა მზე ჩასვლას იწყებს ნაპრალი ჩემს ოცნებებსა და ჩემს რეალურ ცხოვრებას შორის ისე მტკივნეულად იწყებს გაფართოებას, რომ როგორც წესი ამ დღეს ბალიშზე ქვითინით ვასრულებ.
I'm mentioning all this -- I'm mentioning all this because I think this is not merely a personal problem; you may think I'm wrong in this, but I think we live in an age when our lives are regularly punctuated by career crises, by moments when what we thought we knew -- about our lives, about our careers -- comes into contact with a threatening sort of reality.
ამ ყველაფერს იმიტომ ვახსენებ, რომ ვფიქრობ ეს არ არის მხოლოდ ჩემი პირადი პრობლემა. თქვენ ალბათ ფიქრობთ, რომ ვცდები. თუმცა ჩემი აზრით ჩვენ ვცხოვრობთ იმ ეპოქაში, სადაც ჩვენი ცხოვრება მუდმივად კარიერული კრიზისების რიტმშია, ეპოქაში, სადაც იმ მომენტისათვის როცა ის რაც ჩვენ გვეგონა, რომ ვიცოდით ჩვენი ცხოვრების, ჩვენი კარიერის შესახებ მწარე რეალობას ეჯახება.
It's perhaps easier now than ever before to make a good living. It's perhaps harder than ever before to stay calm, to be free of career anxiety. I want to look now, if I may, at some of the reasons why we might be feeling anxiety about our careers. Why we might be victims of these career crises, as we're weeping softly into our pillows. One of the reasons why we might be suffering is that we are surrounded by snobs.
კარგი ცხოვრება ალბათ დღეს უფრო ადვილია ვიდრე ოდესმე იყო. თუმცა დღეს ალბათ უფრო რთულია ვიდრე ოდესმე შეინარჩუნო სიმშვიდე, იყო თავისუფალი კარიერული მღელვარებებისგან. შეძლებისდაგვარად მინდა განვიხილო ზოგიერთი მიზეზი თუ რატომ შეიძლება ვღელავდეთ ჩვენი კარიერის გამო. რატომ შეიძლება ვიყოთ ამ კარიერული კრიზისების მსხვერპლი და ვქვითინებდეთ ჩვენს ბალიშებზე. ამ მღლვარების ერთ-ერთი მიზეზთაგანი არის ის, რომ ჩვენ გარშემორტყმული ვართ სნობებით.
In a way, I've got some bad news, particularly to anybody who's come to Oxford from abroad. There's a real problem with snobbery, because sometimes people from outside the U.K. imagine that snobbery is a distinctively U.K. phenomenon, fixated on country houses and titles. The bad news is that's not true. Snobbery is a global phenomenon; we are a global organization, this is a global phenomenon. What is a snob? A snob is anybody who takes a small part of you, and uses that to come to a complete vision of who you are. That is snobbery.
ამ მხრივ, მე მაქვს რამოდენიმე არასასიამოვნო სიახლე: ზოგადად, როდესაც ადამიანები ოქსფორდში სხვადასხვა ქვეყნებიდან მოდიან, სნობიზმი ნამდვილ პრობლემად ისახება. იმიტომ,რომ ზოგჯერ არაბრიტანელ ხალხს წარმოუდგენია, რომ სნობიზმი მხოლოდ ბრიტანული ფენომენია. გამოხატული ბრიტანული ტიპის დიდი სამამულო სახლებითა და წოდებებით, ცუდი ამბავი ის არის,რომ ეს სულაც არ არის მართალი. სნობიზმი უნივერსალური ფენომენია. ჩვენ - სნობები, მსოფლიო ორგანიზაცია ვართ და სნობიზმი მსოფლიო ფენომენია. ეს არსებობს. რა არის სნობი? სნობი არის ადამინი,რომელიც შენს მცირე ნაწილს აიღებს და ამითი შეიქმნის სრულ შთაბეჭდილებას თქვენს პიროვნებაზე. ეს არის სნობიზმი.
The dominant kind of snobbery that exists nowadays is job snobbery. You encounter it within minutes at a party, when you get asked that famous iconic question of the early 21st century, "What do you do?" According to how you answer that question, people are either incredibly delighted to see you, or look at their watch and make their excuses.
და სნობიზმის ყველაზე გაბატონებული ფორმა დღესდღეობით არის კარიერული სნობიზმი. თქვენ მას შეხვდებით სულ რაღაც რამოდენიმე წუთში წვეულებაზე, როდესაც ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისის ცნობილ შეკითხვას დაგისვამენ - "რას საქმიანობთ"? და თქვენი პასუხის მიხედვით ხალხი ან ძალიან მოხარული იქნება თქვენი ხილვით ან საათს დახედავენ და ბოდიშის მოხდით დაგტოვებენ.
(Laughter)
(სიცილი)
Now, the opposite of a snob is your mother.
სნობის საპირისპირო კი თქვენი დედაა.
(Laughter)
(სიცილი)
Not necessarily your mother, or indeed mine, but, as it were, the ideal mother, somebody who doesn't care about your achievements. Unfortunately, most people are not our mothers. Most people make a strict correlation between how much time, and if you like, love -- not romantic love, though that may be something -- but love in general, respect -- they are willing to accord us, that will be strictly defined by our position in the social hierarchy.
არ არის სავალდებულო თქვენი ან ჩემი დედა იყოს. ჩვენ ვსაუბრობთ იდეალურ დედაზე. ადამიანზე, ვისაც ნაკლებად აღელვებს თქვენი მიღწევები. თუმცა სამწუხაროდ, ადამიანების უმრავლესობა ჩვენი დედები არ არიან. ხალხის უმეტესობა მკაცრად აკონტროლებს დროსა და სიყვარულს შორის კორელაციას, თუნდაც არარომანტიკულ სიყვარულს შორის. ეს შეიძლება იყოს ზოგადად სიყვარული - პატივისცემა, ისინი თანახმანი არიან პატივი გვცენ იმის მიუხედავად,
And that's a lot of the reason why we care so much about our careers
თუ სოციალური იერარქიის რა საფეხურზე ვდგევართ.
and indeed start caring so much about material goods. You know, we're often told that we live in very materialistic times, that we're all greedy people. I don't think we are particularly materialistic. I think we live in a society which has simply pegged certain emotional rewards to the acquisition of material goods. It's not the material goods we want; it's the rewards we want. It's a new way of looking at luxury goods. The next time you see somebody driving a Ferrari, don't think, "This is somebody who's greedy." Think, "This is somebody who is incredibly vulnerable and in need of love."
და იმ მიზეზთაგან უმთავრესია,თუ რატომ ვზრუნავთ ასე მონდომებით ჩვენს კარიერაზე. და ამასთან ვიწყებთ მატერიალურ ნივთებზე ზრუნვასაც. როგორც იცით ხშირად გვიმეორებენ,რომ ჩვენ მატერიალისტურ დროში ვცხოვრობთ, და რომ ყველანი ხარბი ადამიანები ვართ. მე არ ვფიქრობ რომ ჩვენ მაინცდამაინც მატერიალისტები ვართ. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ვცხოვრობთ იმ საზოგადოებაში რომელიც გვანიჭებს გარკვეულ ემოციურ ჯილდოს ყოველი მატერიალური ნივთის მოპოვების დროს. ის რაც ჩვენ გვიზიდავს არის არა მატერიალური ნივთები, არამედ სწორედ ეს ემოციური ჯილდო. და ეს არის ახალი დამოკიდებულება ფუფუნების საგნებისადმი. შემდგომში, როცა დაინახავთ ვიღაცა ფერარის ატარებს არ იფიქროთ, რომ ეს ვიღაც ხარბი ადამიანია. არამედ იფიქრეთ: "ეს არის ადამიანი რომელიც ძალიან უმწეო და სიყვარული სჭირდება"
(Laughter)
სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ --- (სიცილი)
Feel sympathy, rather than contempt.
თანაუგრძნეთ, იმის მაგივრათ, რომ ზიზღი იგრძნოთ.
There are other reasons --
სხვა მიზეზებიც არის --
(Laughter)
(სიცილი)
There are other reasons why it's perhaps harder now to feel calm than ever before. One of these, and it's paradoxical, because it's linked to something that's rather nice, is the hope we all have for our careers. Never before have expectations been so high about what human beings can achieve with their lifespan. We're told, from many sources, that anyone can achieve anything. We've done away with the caste system, we are now in a system where anyone can rise to any position they please. And it's a beautiful idea. Along with that is a kind of spirit of equality; we're all basically equal. There are no strictly defined hierarchies. There is one really big problem with this,
სხვა მიზეზებიც არის იმისა თუ რატომ არის ახლა უფრო ძნელი იყოთ მშვიდად, ვიდრე ეს ოდესმე ყოფილა. ერთ-ერთი მიზეზი, და ეს მიზეზი არის პარადოქსული იმდენად რამდენადაც იგი დაკავშირებულია რაღაც უფრო სასიამოვნოსთან, არის იმედი რომელიც ყველას გვაქვს ჩვენს კარიერასთან მიმართებაში. არასოდეს ყოფილა მოლოდინები ასეთი მაღალი იმისა თუ რას შეიძლება ადამიანებმა მიაღწიონ მათი სიცოცხლის განმავლობაში. მრავალი წყაროები გვამცნობენ რომ ნებისმიერ ადამიანს ნებისმიერი რამის მიღწევა შეუძლია. კასტურ,და პრივილეგირებულ კლასურ სისტემას უკვე გამოვცდით. ჩვენ ახლა იმ სისტემაში ვართ სადაც ნებისმიერს შეუძლია დაწინაურდეს და მიაღწიოს მისთვის სასურველ პოზიციას. და ეს შესანიშნავი იდეაა. ამ იდეას თან სდევს თანასწორუფლებიანობის განცდა. ჩვენ ხომ ძირითადად თანაბარნი ვართ. არ არსებობს მკაცრად განსაზღვრული ტიპის იერარქიები.
and that problem is envy. Envy, it's a real taboo to mention envy, but if there's one dominant emotion in modern society, that is envy. And it's linked to the spirit of equality.
თუმცა ამას თან ახლავს ერთი დიდი პრობლემა. და ეს პრობლემაა - შური. შურის ხსენება ნამდვილი ტაბუა. მაგრამ თუ არსებობს ერთი დომინანტური ემოცია თანამედროვე საზოგადოებაში, ეს არის შური. და ეს დაკავშირებულია თანასწორობის განცდასთან. ნება მომეცით ავხსნა.
Let me explain. I think it would be very unusual for anyone here, or anyone watching, to be envious of the Queen of England. Even though she is much richer than any of you are, and she's got a very large house, the reason why we don't envy her is because she's too weird.
ვფიქრობ ძალიან უჩვეულო იქნებოდა რომ დამსწრეთაგან ან მაყურებელთაგან ვინმე შურით განიმსჭვალოს ინგლისის დედოფლისადმი. მიუხედავად იმისა რომ ის უფრო მდიდარია ვიდრე ნებისმიერი თქვენგანი. და მიუხედავად იმისა რომ მას ძალიან დიდი სახლი აქვს. მიზეზი იმისა თუ რატომ არ შეგშურდებათ დედოფლისა არის ის, რომ ის უცნაური და გაუგებარია.
(Laughter)
ის უბრალოდ არის ძალიან უცნაური.
She's simply too strange. We can't relate to her, she speaks in a funny way, she comes from an odd place. So we can't relate to her, and when you can't relate to somebody, you don't envy them.
ჩვენ ვერ ვპოულობთ მასთან ბევრ საერთოს. მას სასაცილო საუბრის მანერა აქვს. მას უპირატესობა უკვე წარმომავლობით აქვს მინიჭებული. ამგვარად ჩვენ მასთან ბევრი საერთო არ გვაკავშირებს. და როდესაც ადამიანებთან საერთოს ვერ პოულობ , მათი არც გშურს. რაც უფრო გვანან ადამიანები ერთმანეთს, ასაკით თუ წარმომავლობით,
The closer two people are -- in age, in background, in the process of identification -- the more there's a danger of envy, which is incidentally why none of you should ever go to a school reunion, because there is no stronger reference point than people one was at school with. The problem of modern society is it turns the whole world into a school. Everybody's wearing jeans, everybody's the same. And yet, they're not. So there's a spirit of equality combined with deep inequality, which can make for a very stressful situation.
იდენტიფიკაციის პროცესში შურის საფრთხე უფრო დიდია. რაც ხსნის იმას თუ რატომ არასდროს არ უნდა წავიდეს არც ერთი თქვენგანი თანაკლასელთა ხელახალ შეხვედრაზე. ეს იმიტომ, რომ არ არსებობს უფრო ძლიერი შეხების წერტილი ვიდრე ეს აქვთ თანაკლასელებს, რომელიც მათ საერთოობის გრძნობას განაცდევინებს. მაგრამ ზოგადად თანამედროვე საზოგადოების პრობლემა არის ის, რომ შემოატრიალებს მთელ სამყაროს ისევ სკოლისკენ. ყველას აცვია ჯინსი, ყველა თანაბარია. მაგრამ მაინც, ისინი სულაც არ არიან თანაბარნი. ამგვარად აქ საქმე გვაქვს თანასწორობის განცდასთან რომელიც კომბინირებულია რეალურ არათანასწორობასთან. ამან კი შეიძლება შექმნას ძალიან სტრესული სიტუაცია.
It's probably as unlikely that you would nowadays become as rich and famous as Bill Gates, as it was unlikely in the 17th century that you would accede to the ranks of the French aristocracy. But the point is, it doesn't feel that way. It's made to feel, by magazines and other media outlets, that if you've got energy, a few bright ideas about technology, a garage -- you, too, could start a major thing.
ალბათ ისევე ნაკლებად მოსალოდნელია რომ დღეს შენ გახდენი ისეთივე მდიდარი და ცნობილი როგორიც ბილ გეიტსია, როგორი მოულოდნელიც ეს იყო მეჩვიდმეტე საუკუნეში რომ შენ მოიპოვებდი ფრანგული არისტოკრატიის ტიტულებს. მაგრამ მთავარი აქ ის არის, რომ აქ ეს ამგვარად არ იგრძნობა. ამას გვაგრძნობინებენ ჟურნალები და სხვა მედია გამოცემები, რომ თუ შენ გაქვს ენერგია და რამოდენიმე ნათელი იდეა ტექნოლოგიის შესახებ, მაგალითად გარაჟის, შენც შეგეძლო წამოგეწყო დიადი საქმე.
(Laughter)
(სიცილი)
The consequences of this problem make themselves felt in bookshops. When you go to a large bookshop and look at the self-help sections, as I sometimes do -- if you analyze self-help books produced in the world today, there are basically two kinds. The first kind tells you, "You can do it! You can make it! Anything's possible!" The other kind tells you how to cope with what we politely call "low self-esteem," or impolitely call, "feeling very bad about yourself."
და ამ პრობლემის შედეგი ......... როდესაც წიგნების დიდ მაღაზიაში შედიხართ და შეხედავთ სექციებს "თვით-დახმარებისათვის," როგორც მე ამას ზოგჯერ ვაკეთებ, თუ გააანალიზებთ, თვით-დახმარებისათვის განკუთვნილი წიგნები რომლებიც დღეს მსოფლიოში გამოიცემა, ძირითადად ორი ტიპისაა. პირველი ტიპისა გეუბნება, რომ "შენ შეგიძლია გააკეთო ეს! შენ შეძლებ! ყველაფერი შესაძლებელია!" ხოლო მეორე ტიპისა გასწავლის თუ როგორ უნდა გავუმკლავდეთ იმას რასაც ჩვენ ზრდილობიანად "დაბალ თვითშეფასებას ვუწოდებთ," ხოლო ცოტა უხეშად კი ვეძახით "საკუთარ თავზე ძალიან ცუდი შეგრძნების ქონას."
There's a real correlation between a society that tells people that they can do anything, and the existence of low self-esteem. So that's another way in which something quite positive can have a nasty kickback. There is another reason why we might be feeling more anxious -- about our careers, about our status in the world today, than ever before. And it's, again, linked to something nice. And that nice thing is called meritocracy.
არსებობს ნამდვილი კორელაცია, იმ საზოგადოებას, რომელიც ადამიანებს ეუბნება რომ მათ ყველაფრის გაკეთება შეუძლიათ, და დაბალი თვითშეფასების არსებობას შორის. ეს მეორენაირი გზაა რომელშიც რაღაც, რაც საკმაოდ პოზიტიურია შეიძლება იყოს ასევე საშინლად ამრევ-დამრევი. არსებობს კიდევ ერთი მიზეზი რის გამოც ჩვენ შეიძლება უფრო მეტად ავღელდეთ ვიდრე ოდესმე, ეს არის ჩვენი კარიერა, ჩვენი დღევანდელი სტატუსი მსოფლიოში. და ეს კიდევ ერთხელ, დაკავშირებულია რაღაც უფრო სასიამოვნოსთან. და ეს სასიამოვნო რაღაც არის - მერიტოკრატია.
Everybody, all politicians on Left and Right, agree that meritocracy is a great thing, and we should all be trying to make our societies really, really meritocratic. In other words -- what is a meritocratic society? A meritocratic society is one in which, if you've got talent and energy and skill, you will get to the top, nothing should hold you back. It's a beautiful idea. The problem is, if you really believe in a society where those who merit to get to the top, get to the top, you'll also, by implication, and in a far more nasty way, believe in a society where those who deserve to get to the bottom also get to the bottom and stay there. In other words, your position in life comes to seem not accidental, but merited and deserved. And that makes failure seem much more crushing.
დღესდღეობით ყველა, ყველა პოლიტიკოსი - მემარცხენე თუ მემარჯვენე, თანხმდება, რომ მერიტოკრატია მართლაც კარგი რამეა. და რომ ჩვენ ყველანი უნდა ვცდილობდეთ რომ ჩვენი საზოგადოება ჭეშმარიტად მერიტოკრატიული გავხადოთ. სხვა სიტყვებით, რას ნიშნავს მერიტოკრატიული საზოგადოება? მერიტოკრატიული საზოგადოება არის ისეთი საზოგადოება რომელშიც თუ შენ გაქვს ნიჭი, ენერგია და უნარი, მწვერვალს მიაღწევ. უკან ვერაფერი დაგხევს. ეს მშვენიერი იდეაა. პრობლემა ისაა, რომ თუ ნამდვილად გჯერა ისეთი საზოგადოების სადაც ისინი ვინც იმსახურებენ, აღწევენ კიდევაც წარმატებას, შენ ასევე ირწმუნებ საზოგადოებას, სადაც ისინი ვინც საკუთარი გამოისობით და ბილწი ცხოვრების წესით იმსახურებენ ჩამოქვეითებას ჩამოქვეითდებიან კიდევაც და იქვე რჩებიან. სხვა სიტყვებით, შენი პოზიცია სულაც არ ჩანს შემთხვევითი, არამედ დამსახურებული. ეს ხდის მარცხს კიდევ უფრო დამთრგუნველს.
You know, in the Middle Ages, in England, when you met a very poor person, that person would be described as an "unfortunate" -- literally, somebody who had not been blessed by fortune, an unfortunate. Nowadays, particularly in the United States, if you meet someone at the bottom of society, they may unkindly be described as a "loser." There's a real difference between an unfortunate and a loser, and that shows 400 years of evolution in society and our belief in who is responsible for our lives. It's no longer the gods, it's us. We're in the driving seat.
როგორც იცით, შუა საუკუნეების ინგლისში, როდესაც შეხვდებოდით ღარიბ ადამიანს, ეს პიროვნება იქნებოდა აღწერილი როგორც "უბედური." სიტყვასიტყვით, ადამიანი, რომელიც ბედის მიერ არ იქნა დალოცვილი, ანუ "უბედური." დღესდღეობით, განსაკუთრებით კი შეერთებულ შტატებში, თუ შეხვდებით ვინმეს საზოგადოების დაბალი ფენიდან, იგი შეიძლება არასასიამოვნოდ იქნას დახასიათებული როგორც "ლუზერი" ანუ "დამარცხებული." აქ არის ძალიან დიდი განსხვავება უბედურსა და დამარცხებულს შორის. და ეს გვიჩვენებს საზოგადოების ევოლუციის 400 წლიან ეტაპს, და ასევე ჩვენი რწმენის ევოლუციას იმასთან დაკავშირებით თუ ვინ არის პასუხისმგებელი ჩვენ ცხოვრებაზე. ჩვენს ცხოვრებაზე პასუხისმგებელნი აღარ არიან ღმერთები, არამედ ჩვენ თვითონ. ჩვენ ვსხედვართ სამართავ საჭესთან.
That's exhilarating if you're doing well, and very crushing if you're not. It leads, in the worst cases -- in the analysis of a sociologist like Emil Durkheim -- it leads to increased rates of suicide. There are more suicides in developed, individualistic countries than in any other part of the world. And some of the reason for that is that people take what happens to them extremely personally -- they own their success, but they also own their failure.
ეს სასიხარულოა თუ მართვა კარგად გამოგდის. და ძალიან დამთრგუნველი თუ შესაბამისად ვერ მართავ. ეს განაპირობებს, უარეს შემთხვევაში, თვითმკვლელობათა ზრდას, როგორც ამას სოციოლოგ ემილ დურკჰაიმის ანალიზი უჩვენებს. განვითარებულ ინდივიდუალისტურ ქვეყნებში უფრო მეტი სუიციდის შემთხვევა შეინიშნება ვიდრე მსოფლიოს სხვა დანარჩენ ნაწილებში. და გარკვეულწილად ამის მიზეზი არის ის, რომ ადამიანები მათ თავს გადამხდარ შემთხვევებს უკიდურესად პიროვნულად იღებენ. მათ ეკუთვნით საკუთრი წარმატება მაგრამ ამავე დროს საკუთარი მარცხის პატრონნიც თავად არიან.
Is there any relief from some of these pressures that I've been outlining? I think there is. I just want to turn to a few of them. Let's take meritocracy. This idea that everybody deserves to get where they get to, I think it's a crazy idea, completely crazy. I will support any politician of Left and Right, with any halfway-decent meritocratic idea; I am a meritocrat in that sense. But I think it's insane to believe that we will ever make a society that is genuinely meritocratic; it's an impossible dream.
არის თუ არა გამოსავალი ამ წნეხიდან რომელთაც წეღან გავუსვი ხაზი? ვფიქრობ რომ არის. მინდა მხოლოდ რამოდენიმე მათგანს მივუბრუნდე. მოდით ავიღოთ მერიტოკრატია. იდეა რომ ყველა იმსახურებს იმას რა საფეხურზეც არიან . მე ვფიქრობ რომ ეს გიჟური იდეაა, ნამდვილი სიგიჟე. მე მხარდს დავუჭერ ნებისმიერ პოლიტიკოსს, მემარცხენესა თუ მემარჯვენეს, თუნდაც სანახევროდ მერიტოკრატიული იდეით. მე მერიკოტრატი ვარ და ეს ასეა. მაგრამ ვფიქრობ, რომ სიგიჟეა დაიჯერო რომ ჩვენ ოდესმე შევქმნით საზოგადოებას რომელიც ჭეშმარიტად მერიტოკრატიული იქნება. ეს აუხდენელი ოცნებაა. იდეა, რომ ჩვენ შევქმნით საზოგადოებას
The idea that we will make a society where literally everybody is graded, the good at the top, bad at the bottom, exactly done as it should be, is impossible. There are simply too many random factors: accidents, accidents of birth, accidents of things dropping on people's heads, illnesses, etc. We will never get to grade them, never get to grade people as they should.
სადაც უკლებლივ ყველა იქნება დაფასებული, რომ ღირსეულები მაღალ საფეხურზე იდგებიან, ხოლო ნაკლებად ღირსეულები - დაბალზე, ეს განუხორციელებელია. უბრალოდ არსებობს ძალიან ბევრი შემთხვევითი ფაქტორი. დაბადების შემთხვევითობები, საგნების შემთხვევითი და მოულოდნელი დაცემა ადამიანთა თავებზე, ავადმყოფობები, და ა.შ. ჩვენ მათ ვერასოდეს დავახარისხებთ. ისევე როგორც ვერ დავახარისხებთ ადამიანებს ყოველთვის ისე, როგორც ეს საჭიროა.
I'm drawn to a lovely quote by St. Augustine in "The City of God," where he says, "It's a sin to judge any man by his post." In modern English that would mean it's a sin to come to any view of who you should talk to, dependent on their business card. It's not the post that should count. According to St. Augustine, only God can really put everybody in their place; he's going to do that on the Day of Judgment, with angels and trumpets, and the skies will open. Insane idea, if you're a secularist person, like me. But something very valuable in that idea, nevertheless.
მე ძალიან მომწონს წმინდა ავგუსტინეს ეს მშვენიერი ფრაზა "ღვთის ქალაქიდან," სადაც ის ამბობს, რომ "ცოდვაა განსაჯო ადამიანი მისი თანამდებობის მიხედვით." თანამედროვე ინგლისურში ეს გამოითქმებოდა შემდეგნაირად, ცოდვაა გამოიტანო რაიმე დასკვნა ადამიანზე რომელსაც უნდა გაესაუბრო მისი სავიზიტო ბარათის მიხედვით. თანამდებობა არ უნდა ითვლებოდეს უმთავრესად. და წმინდა ავგუსტინეს მიხედვით, მხოლოდ ღმერთს შეუძლია ყველას საკუთარი ადგილი მიუჩინოს. და ის ამას გააკეთებს განკითვის დღეს ანგელოზთა და საყვირთა თანხლებით, და ცაც მაშინ გაიხსნება. ეს სიგიჟეა, თუ თქვენ ისეთივე სეკულარისტი ადამიანი ხართ როგორც მე. მაგრამ მიუხედავად ამისა, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი არის ამ იდეაში.
In other words, hold your horses when you're coming to judge people. You don't necessarily know what someone's true value is. That is an unknown part of them, and we shouldn't behave as though it is known. There is another source of solace and comfort for all this. When we think about failing in life, when we think about failure, one of the reasons why we fear failing is not just a loss of income, a loss of status. What we fear is the judgment and ridicule of others. And it exists.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კარგად მოუჭირე შენს ცხენებს ხელი როდესაც ადამიანთა განსაკითხად მოდიხარ. შეიძლება სულაც არ იცოდე დანამდვილებით რა არის კონკრეტული ადამიანის ნამდვილი ღირსება. ეს მათი ამოუცნობი ნაწილია. და ჩვენ ისე არ უნდა მოვიქცეთ თითქოს ეს ჩვენთვის ნაცნობია. ამ ყველაფრის სანუგეშოდ არსებობს კიდევ ერთი წყარო. როდესაც ვფიქრობთ ცხოვრების მარცხზე, როდესაც დამარცხებაზე ვფიქრობთ, ერთ-ერთი მიზეზი რატომაც გვეშინია დამარხების, არამარტო შემოსავლის დაკარგვაა, არამედ სტატუსის დაკარგვაც. ჩვენ გვაშინებს სხვის მიერ ჩვენი განკითხვა და მასხრად აგდება. და ეს არსებობს. იცით, ნომერი პირველი მასხრად ამგდები
The number one organ of ridicule, nowadays, is the newspaper. If you open the newspaper any day of the week, it's full of people who've messed up their lives. They've slept with the wrong person, taken the wrong substance, passed the wrong piece of legislation -- whatever it is, and then are fit for ridicule. In other words, they have failed. And they are described as "losers." Now, is there any alternative to this? I think the Western tradition shows us one glorious alternative, which is tragedy.
დღეისათვის ჯურნალ-გაზეთებია. თუ გადაშლით გაზეთს კვირის ნებისმიერ დღეს, დაინახავთ რომ ის სავსეა ადამიანებით რომლებსაც ცხოვრება აერიათ. ისინი იწვნენ არასწორ პიროვნებასთან, მათ არასწორი ნივთიერება მიიღეს. მათ არასწორი კანონი მიიღეს. ნებისმიერი რამ. და შემდეგ ისინი გახდნენ დაცინვის ,მსხვერპლნი. სხვა სიტყვებით, ისინი დამარცხდნენ. და დახასიათებულნი არიან როგორც "ლუზერები" ანუ "დამარცხებულები." არსებობს თუ არა ამის ალტერნატივა? ვფიქრობ დასავლური ტრადიცია გვიჩვენებს ერთ დიდებულ ალტერნატივას.
Tragic art, as it developed in the theaters of ancient Greece, in the fifth century B.C., was essentially an art form devoted to tracing how people fail, and also according them a level of sympathy, which ordinary life would not necessarily accord them. A few years ago, I was thinking about this, and I went to "The Sunday Sport," a tabloid newspaper I don't recommend you start reading if you're not familiar with it already.
ეს ალტერნატივა ტრაგედიაა. ტრაგიკული ხელოვნება, როგორც ეს ძველი საბერძნეთის თეატრებში განვითრდა, ჩვ.წ.-მდე მეხუთე საუკუნეში, არსებითად იყო ხელოვნების ფორმა რომელიც მიჰყვებოდა ადამიანთა კვალს მათი დამარცხების გზაზე. და ასევე აყოლებდა მათ ერთგვარ სიმპათიას. რომელიც ჩვეულებრივ ცხოვრებაში შეიძლებოდა სულაც არ ყოფილიყო მათი თანმდევი. მახსოვს, რამოდენიმე წლის წინ ვფიქრობდი ამ ყველაფერზე. და წავედი "კვირის სპორტის" სანახავად, ეს არის ბულვარული პრესა, რომლის კითხვის დაწყებასაც არ გირჩევთ, თუ უკვე არ იცნობთ მას.
(Laughter)
და წავედი მათთან სასაუბროდ
And I went to talk to them about certain of the great tragedies of Western art. I wanted to see how they would seize the bare bones of certain stories, if they came in as a news item at the news desk on a Saturday afternoon.
ერთი კონკრეტული დასავლური ხელოვნების დიდი ტრაგედიის შესახებ. მე მინდოდა გამეგო რამდენად მიხვდებოდნენ ნამდვილ არსს კონკრტული მოთხრობებისა თუ ისინი გამოჩნდბოდნენ როგორც ყოველდღიური სიახლეები
I mentioned Othello; they'd not heard of it but were fascinated.
შაბათ საღამოს ახალ ამბებში.
ამგვარად მათ მოვუყევი ოტელოს შესახებ. მათ ამის შესახებ არაფერი გაეგოთ და გაკვირვებულნი იყვნენ.
(Laughter)
(სიცილი)
I asked them to write a headline for the story. They came up with "Love-Crazed Immigrant Kills Senator's Daughter." Splashed across the headline. I gave them the plotline of Madame Bovary. Again, a book they were enchanted to discover. And they wrote "Shopaholic Adulteress Swallows Arsenic After Credit Fraud."
და მე ვთხოვე მათ დაეწერათ სათაური ოტელოზე სტატიისათვის. და მათ მოიფიქრეს "სიყვარულისაგან გაგიჟებული ემიგრანტი კლავს სენატორის ქალიშვილს" და სათაურად მიმოფანტეს. მე ახლა მათ მადამ ბოვარის სცენარი მივეცი. ისევ და ისევ მოხობლულნი დარჩნენ მსგავსი წიგნის აღმოჩენით. და მათ დაწერეს "მაღაზიებში სიარულზე გადარეული ახალგაზრდა ქალბატონი ყლაპავს დარიშხანს საკრედიტო ბარათის გაყალბების შემდეგ"
(Laughter)
(სიცილი)
And then my favorite -- they really do have a kind of genius of their own, these guys -- my favorite is Sophocles' Oedipus the King: "Sex With Mum Was Blinding."
და კიდევ, ჩემი საყვარელი. ამ ადამიანებს თითოეულს ცალცალკე რაღაც გენია მაინც აქვთ. ჩემი საყვარელი არის სოფოკლეს "ოიდიპოს მეფე." "სექსი დედასთან დამაბრმავებელი იყო"
(Laughter)
(სიცილი)
(Applause)
(აპლოდისმენტები)
In a way, if you like, at one end of the spectrum of sympathy, you've got the tabloid newspaper. At the other end of the spectrum, you've got tragedy and tragic art. And I suppose I'm arguing that we should learn a little bit about what's happening in tragic art. It would be insane to call Hamlet a loser. He is not a loser, though he has lost. And I think that is the message of tragedy to us, and why it's so very, very important, I think.
ამგვარად, სიმპათიის სპექტრის ერთ ბოლოს, თქვენ გაქვთ ბულვარული პრესა. ხოლო სპექტრის მეორე ბოლოს კი - ტრაგედია და ტრაგიკული ხელოვნება. და ჩემი ვარაუდით ჩვენ უნდა ვისწავლოთ ცოტა რამ იმის შესახებ თუ რა ხდება ტრაგიკულ ხელოვნებაში. სიგიჟე იქნებოდა ჰამლეტისათვის გვეწოდებინა "ლუზერი," "დამარცხებული." თუმცა იგი დამარცხდა, ის არ არის დამარცხებული. და მე ვფიქრობ ეს არის ტრაგედიის მთავარი გზავნილი, ჩემი აზრით სწორედ ამიტომ არის ტრაგედია ძალიან მნიშვნელოვანი.
The other thing about modern society and why it causes this anxiety, is that we have nothing at its center that is non-human. We are the first society to be living in a world where we don't worship anything other than ourselves. We think very highly of ourselves, and so we should; we've put people on the Moon, done all sorts of extraordinary things. And so we tend to worship ourselves. Our heroes are human heroes.
კიდევ ერთი რამ თანამედროვე საზოგადოების შესახებ, და იმის შესახებ თუ რა იწვევს მღელვარებას, ეს არის ის, რომ არაფერია საზოგადოების შუაგულში ისეთი რაც არაჰუმანურია. ჩვენ პირველი საზოგადოება ვართ მსოფლიოში სადაც არაფერს ვაღმერთებთ საკუთარი თავების გარდა. ჩვენ ძალიან მაღალი წარმოდგენა გვაქვს საკუთარ პიროვნებებზე. და ასეც უნდა გვქონდეს. ჩვენ გავუშვით ადამიანები მთვარეზე, გავაკეთეთ მთელი რიგი არაჩვეულებრივი საქმეები. და ამგვარად ჩვენ დავიწყეთ საკუთარი პიროვნების გაღმერთება.
That's a very new situation. Most other societies have had, right at their center, the worship of something transcendent: a god, a spirit, a natural force, the universe, whatever it is -- something else that is being worshiped. We've slightly lost the habit of doing that, which is, I think, why we're particularly drawn to nature. Not for the sake of our health, though it's often presented that way, but because it's an escape from the human anthill. It's an escape from our own competition, and our own dramas. And that's why we enjoy looking at glaciers and oceans, and contemplating the Earth from outside its perimeters, etc. We like to feel in contact with something that is non-human, and that is so deeply important to us.
ჩვენი გვირები არიან ადამიანები. ეს საკმაოდ ახალი სიტუაციაა. სხვა საზოგადოებების უმრავლესობა თაყვანს სცემს რაღაც უფრო გაურკვეველს და ბუნდოვანს; ღმერთს, სულს, ბუნებრივ ძალას, სამყაროს. რაც არ უნდა იყოს, რაღაც მაინც არის გაღმერთებული. ჩვენ ცოტა არ იყოს დავკარგეთ ამის ჩვევა. რაც ვფიქრობ განაპირობებს იმას თუ რატომ გვაქვს გასნაკუთრებული მიდრეკილება ბუნებისადმი. ჩვენი ჯანმრთელობისათვის კი არა, თუმცა ეს ხშირად ასე წარმოუდგენიათ, არამედ იმიტომ რომ ბუნება საშუალებას გვაძლევს თავი დავაღწიოთ ადამიანისეულ კვალს, ეს არის თავის დაღწევა ჩვენი საკუთარი კონკურენციისაგან, და ჩვენივე დრამატულობისგან. ამიტომაც სიხარულით შევცქერით ყინულოვან კრისტალებსა და ოკეანეებს, ვათვალიერებთ დედამიწას გარე-პერიმეტრებიდან და ა.შ. მოგვწონს კონტაქტი არა-ჰუმანურ საგნებთან. და ეს ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია.
What I think I've been talking about really is success and failure. And one of the interesting things about success is that we think we know what it means. If I said that there's somebody behind the screen who's very successful, certain ideas would immediately come to mind. You'd think that person might have made a lot of money, achieved renown in some field. My own theory of success -- I'm somebody who's very interested in success, I really want to be successful, always thinking, how can I be more successful? But as I get older, I'm also very nuanced about what that word "success" might mean.
მე ვფიქრობ გესაუბრეთ იმაზე თუ ჭეშმარიტად რა არის წარმატება და მარცხი. და წარმატების ერთ-ერთი საინტერესო თვისება ის არის, რომ ჩვენ გვგონია ვიცით თუ რას ნიშნავს იგი. თუ მე თქვენ გეტყვით, რომ ეკრანს უკან ვინმე დგას, რომელიც ძალიან წარმატებულია,რაღაც განსაზღვრული წარმოდგენა ეგრევე შეგექმნებოდათ. იფიქრებდით, რომ ამ ადამიანმა ალბათ ძალიან ბევრი ფული იშოვა, ან მიაღწია სახელსა და დიდებას კონკრეტულ სფეროში. ჩემი საკუთარი წარმატების თეორია, (და მე ვარ ადამიანი რომელსაც ძალიან აინტერესებს წარმატება. მე ყოველთვის მინდა წარმატებული ვიყო). მე ყოველთვის ვფიქრობ, "როგორ შეიძლება გავხდე უფრო წარმატებული?" მაგრამ რაც უფრო მემატება წლები, მიტ უფრო ვკონკრეტდები იმის შესახებ თუ რას შეიძლება ნიშნავდეს სიტყვა "წარმატება."
Here's an insight that I've had about success: You can't be successful at everything. We hear a lot of talk about work-life balance. Nonsense. You can't have it all. You can't. So any vision of success has to admit what it's losing out on, where the element of loss is. And I think any wise life will accept, as I say, that there is going to be an element where we're not succeeding.
წარმატება მე შემდეგნაირად მესმის: არ შეიძლება წარმატებული იყო ყველაფერში. ჩვენ ძალიან ბევრი გვესმის სამსახურისა და პირადი ცხოვრების დაბალანსებაზე. სისულელეა. ყველაფერი არ შეიძლება გქონდეს ერთდროულად. ეს შეუძლებელია. წარმატების ნებისმიერმა განმარტებამ უნდა აღიაროს რომ რაღაცაში აუცილებლად დავმარცხდებით. სადღაც გაჩნდება დამარცხების ელემენტი. და ვფიქრონ ნებისმიერი საღი ცხოვრების სტილი აღიარებს და მიიღებს, რომ როგორც ვთქვი, სადღაც აუცილებლად იქნება ელემენტი სადაც ჩვენ ვერ ვიქნებით წარმატებულნი.
And the thing about a successful life is that a lot of the time, our ideas of what it would mean to live successfully are not our own. They're sucked in from other people; chiefly, if you're a man, your father, and if you're a woman, your mother. Psychoanalysis has been drumming home this message for about 80 years. No one's quite listening hard enough, but I very much believe it's true.
წარმატებული ცხოვრების თვისება არის ის, რომ უამრავი დრო და ჩვენი მოსაზრებები იმის თაობაზე თუ რას ნიშნავს იცხოვრო წარმატებულად, ჩვენ არ გვეკუთვნის. ისინი გამოწოვილია სხვათა ცხოვრებიდან. უმთავრესად კი, თუ თქვენ ხართ მამაკაცი - მამისაგან. და თუ ქალბატონი - დედისაგან. ფსიქოანალიტიკა შეუპოვრად აჟღერებს ამ მესიჯს 80 წლის განმავლობაში. მას კი არავინ უგდებს ყურს შესაბამისად. თუმცე მე მჯერა რომ ეს სიმართლეა.
And we also suck in messages from everything from the television, to advertising, to marketing, etc. These are hugely powerful forces that define what we want and how we view ourselves. When we're told that banking is a very respectable profession, a lot of us want to go into banking. When banking is no longer so respectable, we lose interest in banking. We are highly open to suggestion.
ჩვენ ასევე ვიწოვთ გზავნილებს ყველაფრიდან, დაწყებული ტელევიზორიდან დამთვრებული რეკლამებითა და ვაჭრობით. ისინი უდიდესი ძალის მატარებლები არიან. რაც განაპირობებს იმას თუ რა გვინდა და როგორ გვინდა დავინახოთ საკუთარი თავი. როდესაც გვეუბნებიან, რომ საბანკო საქმე ძალიან რესპექტაბელური პროფესიაა უამრავ ჩვენგანს პროფესიად საბანკო საქმის არჩევა უნდა. თუმცა როდესაც ეს საქმე აღარ არის რესპექტაბელური, მის მიმართ ინტერესს ვკარგავთ. ძალიან ღია ვართ შემოთვაზებების მიმართ.
So what I want to argue for is not that we should give up on our ideas of success, but we should make sure that they are our own. We should focus in on our ideas, and make sure that we own them; that we are truly the authors of our own ambitions. Because it's bad enough not getting what you want, but it's even worse to have an idea of what it is you want, and find out, at the end of the journey, that it isn't, in fact, what you wanted all along.
ამგავარად, რისი მტკიცებაც მინდა არის არა ის, რომ ჩვენ უნდა დავივიწყოთ წარმატების ჩვენეული გაგება. არამედ ის, რომ ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ რომ ისინი ნამნდვილად ჩვენ გვეკუთვნის. უნდა ვკონცენტრირდეთ ჩვენს საკუთარ გაგებაზე. და დავრწმუნდეთ რომ ის მხოლოდ საკუთარია. რომ ჩვენ ვართ ჩვენი ამბიციების ჭეშმარიტი ავტორები. იმიტომ, რომ რა თქმა უნდა ცუდია როდესაც ვერ აღწევ იმას რაც გსურს, მაგრამ უარესია როდესაც გაქვს იდეა იმისა თუ რა გინდა, და ამის შესახევ მხოლოდ სიცოცხლის ბოლოს აღმოაჩენ. ეს რა თქმა უნდა არ არის ის, რაც ყოველთვის გინდოდა.
So, I'm going to end it there. But what I really want to stress is: by all means, success, yes. But let's accept the strangeness of some of our ideas. Let's probe away at our notions of success. Let's make sure our ideas of success are truly our own.
აქ კი მე დავამთავრებ ჩემს საუბარს. ერთ რამეს მინდა ხაზი გავუსვა, წარმატების ნებისმიერ შემთხვევაში. მოდით მივიღოთ ჩვენ საკუთარ მოსაზრებათა უცნაურობები. მოდით მოვსინჯოთ წარმატების ჩვენეული ცნება. დავრწმუნდეთ, რომ წარმატების შესახებ ჩვენი მოსაზრებები ნამდვილად ჩვენ გვეკუთვნის.
Thank you very much.
დიდი მადლობა
(Applause)
(აპლოდისმენტები)
Chris Anderson: That was fascinating. But how do you reconcile this idea of it being bad to think of someone as a "loser," with the idea that a lot of people like, of seizing control of your life, and that a society that encourages that, perhaps has to have some winners and losers?
ქრის ანდერსონი: ეს შესანიშნავი იყო. მაგრამ როგორ უთავსებთ ერთმანეთს ერთისმხრივ იმ მოსაზრებას, რომ არასასურველია ადამიანზე ვიფიქროთ რომ ის არის "დამარცხებული," ხოლო მეორე მხრივ იმ იდეას, რომ უამრავი ადამიანი, მაგალითად ისეთები რომლელთც უყვართ ცხოვრების სადავეების ხელში ჩაგდება, და აგრეთვე საზოგადოება, წაახალისებს ხოლმე იმ მოსაზრებას, რომ ალბათ ისევე უნდა არსებობდნენ დამარცხებულები როგორც გამარჯვებულები.
Alain De Botton: Yes, I think it's merely the randomness of the winning and losing process that I want to stress, because the emphasis nowadays is so much on the justice of everything, and politicians always talk about justice. Now I'm a firm believer in justice, I just think that it's impossible. So we should do everything we can to pursue it, but we should always remember that whoever is facing us, whatever has happened in their lives, there will be a strong element of the haphazard. That's what I'm trying to leave room for; otherwise, it can get quite claustrophobic.
ალან დე ბოტონი: დიახ, მე ვფიქრობ ეს უბრალო შემთხვევითობაა მოგებისა და წაგების პროცესისა რაზეც მინდოდა ყურადღება გამემახვილებინა. იმიტომ, რომ დღესდღეობით ყურადღება ძალიან არის გადატანილი ყველაფრის სამართლიანობაზე. პოლიტიკოსებიც ყოველთვის სამართლიანობაზე საუბრობენ. მე ღრმად მწანს სამართლიანობის, უბრალოდ ვფიქრობ რომ ეს შეუძლებელი და მიუღწეველია. ჩვენ შეძლებისდაგვარად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, და ვიაროთ სამართლიანობის კვალდაკვალ. მაგრამ დღის ბოლოს ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ვინც არ უნდა გვიპირისპირდებოდეს, ან რაც არ უნდა ხდებოდეს ჩვენს ცხოვრებაში, ყიველთვის იარსებებს შემთხვევითბის ძლიერი ელემენტი. და ეს არის რაზეც ყურადღება მინდოდა გამემახვილებინა. იმიტომ, რომ სხვა შემთხვევაში ამან შეიძლება კლაუსტროფობიის სახე მიიღოს.
CA: I mean, do you believe that you can combine your kind of kinder, gentler philosophy of work with a successful economy? Or do you think that you can't, but it doesn't matter that much that we're putting too much emphasis on that?
ქრის ანდერსონი: მე ვგულისხმობ, თუ გჯერათ იმის, რომ შეიძლება ერთმანეთს შევუთავსოთ თქვენი შემოთავაზებული მუშაობის უფრო კეთილი ფილოსოფია და წარმატებული ეკონომიკა? თუ ფიქრობთ, რომ ეს შეუძლებელია? თუ ეს დიდი მნიშვნელობის არ არის, და ჩვენ ვანიჭებთ მას დიდ მნიშვნელობას.
AB: The nightmare thought is that frightening people is the best way to get work out of them, and that somehow the crueler the environment, the more people will rise to the challenge. You want to think, who would you like as your ideal dad? And your ideal dad is somebody who is tough but gentle. And it's a very hard line to make. We need fathers, as it were, the exemplary father figures in society, avoiding the two extremes, which is the authoritarian disciplinarian on the one hand, and on the other, the lax, no-rules option.
ალად დე ბოტონი: კოშმარული მოსაზრებაა, თუ ვიფიქრებთ, რომ ხალხის დაშნება საუკეთესო გზაა მათი ნაყოფიერი მუშაობისათვის. და ასევე ის, რომ უფრო სასტიკ გარემოში უფრო მეტი ადამიანი შეეცდება გადალახოს გამოწვევები. შენ ფიქრობ იმაზე თუ ვინ იქნებოდა შენთვის იდეალური მამა, და იდეალური მამა ალბათ იქნებოდა ადამიანი რომელიც არის მკაცრი მაგრამ ამავდროულად გულკეთილი. და ზღვარს გავლება მათ შორის ძალიან ძნელია. ჩვებ გვჭირდება ისეთი სამაგალითო მამები საზოგადოებაში, რომლების მოახერხებენ თავის დაღწევას ამ ორი უკიდურესობიდან, რომელიც არის ერთის მხრივ ავტორიტარული და დისციპლინარული, მაგრამ მეორე მხრივ მოდუნებული, მოშვებული და უწესრიგო.
CA: Alain De Botton.
კრის ანდერსონი: ალან დე ბოტონი.
AB: Thank you very much.
ალან დე ბოტონი: ძალიან დიდი მადლობა.
(Applause)
(აპლოდისმენტები)