Speaking up is hard to do. I understood the true meaning of this phrase exactly one month ago, when my wife and I became new parents. It was an amazing moment. It was exhilarating and elating, but it was also scary and terrifying. And it got particularly terrifying when we got home from the hospital, and we were unsure whether our little baby boy was getting enough nutrients from breastfeeding. And we wanted to call our pediatrician, but we also didn't want to make a bad first impression or come across as a crazy, neurotic parent. So we worried. And we waited. When we got to the doctor's office the next day, she immediately gave him formula because he was pretty dehydrated. Our son is fine now, and our doctor has reassured us we can always contact her. But in that moment, I should've spoken up, but I didn't.
რთულია გაბედულად ამოიღოთ ხმა. ამ ფრაზის ნამდვილ მნიშვნელობას, ზუსტად ერთი თვის წინ მივხვდი, როდესაც მე და ჩემი მეუღლე მშობლები გავხდით. ეს იყო გასაოცარი, ბედნიერი და აღმაფრთოვანებელი მომენტი, მაგრამ ამავდროულად საშიში და დამთრგუნველიც. ეს განსაკუთრებით საშიში გახდა, როდესაც საავადმყოფოდან სახლში დაბრუნებულები დარწმუნებულები არ ვიყავით, რომ ჩვენი პატარა ბიჭი ძუძუთი კვებისას საკმარის საკვებ ნივთიერებებს იღებდა. გვინდოდა პედიატრისთვის დაგვერეკა, თან არ გვსურდა თავიდანვე ცუდი შთაბეჭდილება შეგვექმნა ან შეშლილი, ნერვიული მშობლებივით მოვქცეულიყავით ვწუხდით და ვიცდიდით. მეორე დღეს, როდესაც ექიმის ოფისში მივედით, მან დაუყოვნებლივ ფხვნილის რძე მისცა ბავშვს, რადგან ძლიერი დეჰიდრატაცია ჰქონდა. ჩვენი ვაჟი ახლა კარგად არის, ექიმმა კი გვითხრა, რომ ნებისმიერ დროს შეგვიძლია დავუკავშირდეთ, მაგრამ მაშინ, იმ მომენტში, თქმა უნდა გამებედა, თუმცა ასე არ მოვიქეცი.
But sometimes we speak up when we shouldn't, and I learned that over 10 years ago when I let my twin brother down. My twin brother is a documentary filmmaker, and for one of his first films, he got an offer from a distribution company. He was excited, and he was inclined to accept the offer. But as a negotiations researcher, I insisted he make a counteroffer, and I helped him craft the perfect one. And it was perfect -- it was perfectly insulting. The company was so offended, they literally withdrew the offer and my brother was left with nothing.
ზოგჯერ, სწორედ მაშინ ვართ გამბედავები, როცა არ უნდა ვიყოთ. ეს 10 წლის წინ ვისწავლე, როდესაც ჩემს ტყუპისცალ ძმას იმედები გავუცრუე. ჩემი ძმა დოკუმენტალისტია. მან თავისი ერთ-ერთი პირველი ფილმისთვის, სადისტრიბუციო კომპანიისგან შეთავაზება მიიღო. ის აღფრთოვანებული იყო და შემოთავაზებაზე თანხმობის თქმას აპირებდა, მაგრამ როგორც მოლაპარაკებათა მკვლევარმა დაჟინებით მოვთხოვე საპასუხო შეთავაზება გაეკეთებინა და დავეხმარე, რომ ის იდეალური გამოსულიყო. ის მართლაც იდეალურად გამოვიდა... იდეალურად შეურაცხმყოფელი. კომპანია იმდენად განაწყენდა, რომ შეთავაზება უკან წაიღო და ჩემი ძმა კი ცარიელზე დარჩა.
And I've asked people all over the world about this dilemma of speaking up: when they can assert themselves, when they can push their interests, when they can express an opinion, when they can make an ambitious ask.
მთელ მსოფლიოში გამოვკითხე ადამიანებს ამ გამბედაობის დილემის შესახებ: როდის შეუძლიათ იყვნენ მტკიცე, როდის შეუძლიათ გაიტანონ საკუთარი ინტერესები, როდის შეუძლიათ გამოთქვან საკუთარი აზრი, როდის შეუძლიათ წამოაყენონ ამბიციური მოთხოვნა.
And the range of stories are varied and diverse, but they also make up a universal tapestry. Can I correct my boss when they make a mistake? Can I confront my coworker who keeps stepping on my toes? Can I challenge my friend's insensitive joke? Can I tell the person I love the most my deepest insecurities?
ისტორიები მრავალგვარი და განსხვავებულია, მაგრამ ამავე დროს უნივერსალურ სურათს ქმნიან. შემიძლია ჩემს უფროსს მის მიერ დაშვებული შეცდომა შევუსწორო? შემიძლია დავუპირისპირდე ჩემს თანამშრომელს, რომელიც განაგრძობს ჩემს საპასუხისმგებლო საქმეში ცხვირის ჩაყოფას? შემიძლია ჩემი მეგობრის გულგრილი ხუმრობა გავაპროტესტო?
And through these experiences, I've come to recognize that each of us have something called a range of acceptable behavior. Now, sometimes we're too strong; we push ourselves too much. That's what happened with my brother. Even making an offer was outside his range of acceptable behavior. But sometimes we're too weak. That's what happened with my wife and I. And this range of acceptable behaviors -- when we stay within our range, we're rewarded. When we step outside that range, we get punished in a variety of ways. We get dismissed or demeaned or even ostracized. Or we lose that raise or that promotion or that deal.
შემიძლია ადამიანს, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს, ჩემ ღრმა შიშებზე ვუამბო? და ამ გამოცდილებიდან გავაცნობიერე, რომ თითოეულ ჩვენთაგანს აქვს რაღაც, მისაღებ ქცევათა საზღვრებისმაგვარი. ზოგჯერ ჩვენ მეტისმეტად ძლიერები ვართ და ზედმეტად ვატანთ თავს ძალას სწორედ ასე მოხდა ჩემ ძმასთანაც. შეთავაზების გაკეთებაც კი მის მისაღებ ქცევათა საზღვრებს მიღმა იყო. მაგარამ ზოგჯერ ჩვენ ძალიან სუსტები ვართ. სწორედ ასე იყო ჩემ ცოლთან და ჩემთან დაკავშირებით. როდესაც ჩვენ მისაღებ ქცევათა საზღვრებში ვართ - ვჯილდოვდებით, როგორც კი მის გარეთ აღმოვჩნდებით, სხვადასხვა საშუალებებით ვისჯებით. ჩვენ გვათავისუფლებენ, გვამცირებენ, ან გვდევნიან. ან ვკარგავთ დანამატს, დაწინაურების შესაძლებლობას, ან გარიგებას.
Now, the first thing we need to know is: What is my range? But the key thing is, our range isn't fixed; it's actually pretty dynamic. It expands and it narrows based on the context. And there's one thing that determines that range more than anything else, and that's your power. Your power determines your range. What is power? Power comes in lots of forms. In negotiations, it comes in the form of alternatives. So my brother had no alternatives; he lacked power. The company had lots of alternatives; they had power. Sometimes it's being new to a country, like an immigrant, or new to an organization or new to an experience, like my wife and I as new parents. Sometimes it's at work, where someone's the boss and someone's the subordinate. Sometimes it's in relationships, where one person's more invested than the other person.
პირველი, რაც საჭიროა რომ ვიცოდეთ: რას მოიცავს ჩემი მისაღებ ქცევათა საზღვრები? მიშვნელოვანია, რომ ჩვენი საზღვრები ფიქსირებული არაა. ის დინამიურია. ის კონტექსტის მიხედვით ფართოვდება და ვიწროვდება.. და ის რაც ამ საზღვრებს ადგენს, თქვენი ძალაუფლებაა. თქვენი ძალაუფლება განსაზღვრავს თქვენს საზღვრებს. რა არის ძალაუფლება? ძალაუფლება ბევრი სახით გვხვდება. მოლაპარაკებების დროს, ის ალტერნატივების სახით არსებობს. ჩემს ძმას არ ჰქონდა ალტერნატივა; მას აკლდა ძალაუფლება. კომპანიას ჰქონდა ბევრი ალტერნატივა. მათ ჰქონდათ ძალაუფლება. ზოგჯერ ის გაკლიათ, როცა ახალჩასული ხართ ქვეყანაში, როგორც იმიგრანტი, ან ორგანიზაციაში ახალმისული, ან როცა გამოუცდელი ხართ, როგორც მე და ჩემი მეუღლე, როცა მშობლები პირველად გავხდით. ზოგჯერ ეს ხდება სამსახურში, სადაც ვიღაც უფროსია და ვიღაც დაქვემდებარებული, ზოგჯერ კი ეს ხდება ურთიერთობებში, სადაც ერთი უფრო მეტად ჩართულია, ვიდრე მეორე.
And the key thing is that when we have lots of power, our range is very wide. We have a lot of leeway in how to behave. But when we lack power, our range narrows. We have very little leeway. The problem is that when our range narrows, that produces something called the low-power double bind. The low-power double bind happens when, if we don't speak up, we go unnoticed, but if we do speak up, we get punished.
მნიშვნელოვანი ისაა, რომ როდესაც ჩვენ დიდი ძალაუფლება გვაქვს, ჩვენი საზღვრებიც ფართოა. ჩვენ მეტი თავისუფლება გვაქვს თუ როგორ მოვიქცეთ, მაგრამ როდესაც ჩვენი ძალაუფლება იკლებს, ჩვენი საზღვრებიც ვიწროვდება. ჩვენ ძალიან ცოტა თავისუფლება გვაქვს. პრობლემა იმაშია, რომ როცა ჩვენი საზღვრები ვიწროვდება, ეს წარმოშობს სუსტის კომუნიკაციურ დილემას. ეს არის დილემა, როცა თქვენ თუ ხმის ამოღებას ვერ ბედავთ შეუმჩნეველი ხართ, მაგრამ თუ გაბედავთ დაისჯებით.
Now, many of you have heard the phrase the "double bind" and connected it with one thing, and that's gender. The gender double bind is women who don't speak up go unnoticed, and women who do speak up get punished. And the key thing is that women have the same need as men to speak up, but they have barriers to doing so. But what my research has shown over the last two decades is that what looks like a gender difference is not really a gender double bind, it's a really a low-power double bind. And what looks like a gender difference are really often just power differences in disguise. Oftentimes we see a difference between a man and a woman or men and women, and think, "Biological cause. There's something fundamentally different about the sexes." But in study after study, I've found that a better explanation for many sex differences is really power. And so it's the low-power double bind. And the low-power double bind means that we have a narrow range, and we lack power. We have a narrow range, and our double bind is very large.
ბევრ თქვენგანს სმენია ფრაზა: „double bind" (ურთიერთსაწინააღმდეგო მოთხოვნებზე რეაგირების დილემა) და მას მხოლოდ გენდერთან აკავშირებს. გენდერული დილემის მაგალითია ქალები, რომლებიც გაუბედავი დუმილის შემთხვევაში შეუმჩნეველნი არიან, ხოლო ხმის ამოღებისას კი ისჯებიან. საკვანძო ისაა, რომ ქალებს ისევე სჭირდებათ ხმის ამოღება, როგორც მამაკაცებს, მაგრამ მათ წინააღმდეგობები ხვდებათ. უკანასკნელი ორი ათწლეულის მანძილზე ჩემმა კვლევამ აჩვენა, რომ ის, რაც გენდერულ განსხვავებას ჰგავს, სულაც არაა გენდერული დილემა. ეს ძალაუფლების ნაკლებობით გამოწვეული დილემაა და ის რაც გენდერულ სხვაობას ჰგავს, სინამდვილეში უფრო ხშირად მხოლოდ ძალაუფლებათა სხვაობაა. ხშირად ხდება, რომ ჩვენ ვხედავთ სხვაობას კაცსა და ქალს, ან კაცებსა და ქალებს შორის და ვფიქრობთ: „ბიოლოგიური მიზეზია. სქესებს შორის ფუნდამენტური სხვაობაა“ მაგრამ კვლევების შედეგად აღმოვაჩინე, რომ სქესობრივ განსხვავებებს უკეთესად სწორედ ძალაუფლებათა სხვაობა ხსნის. ასე რომ, ეს არის სწორედ ძალაუფლების არ ქონასთან დაკავშირებული დილემა. რაც ნიშნავს, რომ ჩვენ ვიწრო საზღვრები გვაქვს და ძალაუფლების ნაკლებობა. ჩვენი სამოქმედო არეალი ვიწროა და ჩვენი დილემა კი - მასშტაბური.
So we need to find ways to expand our range. And over the last couple decades, my colleagues and I have found two things really matter. The first: you seem powerful in your own eyes. The second: you seem powerful in the eyes of others. When I feel powerful, I feel confident, not fearful; I expand my own range. When other people see me as powerful, they grant me a wider range. So we need tools to expand our range of acceptable behavior. And I'm going to give you a set of tools today. Speaking up is risky, but these tools will lower your risk of speaking up.
ასე რომ, საზღვრების გასაფართოებლად გზები უნდა ვეძებოთ. ბოლო რამდენიმე ათეული წელია, მე და ჩემმა კოლეგებმა ორი მნიშვნელოვანი რამ აღმოვაჩინეთ. პირველი: როცა საკუთარ თვალში ხართ ძლიერი მეორე: როცა სხვის თვალში ხართ ძლიერი. როცა ძალაუფლებას ვგრძნობ, თავდაჯერებული ვარ და არ მეშინია. მე ვაფართოვებ ჩემს საზღვრებს. როდესაც სხვა ადამიანები ძლიერად აღმიქვამენ, ისინი უფრო მეტად აფართოვებენ ჩემს საზღვრებს. ასე რომ, მისაღებ ქცევათა საზღვრების გასაფართოებლად ხერხები გვჭირდება. დღეს ვაპირებ რამდენიმე ხერხი გაგაცნოთ. გაბედულება სარისკოა, მაგრამ ეს ხერხები შეამცირებენ ამ რისკებს.
The first tool I'm going to give you got discovered in negotiations in an important finding. On average, women make less ambitious offers and get worse outcomes than men at the bargaining table. But Hannah Riley Bowles and Emily Amanatullah have discovered there's one situation where women get the same outcomes as men and are just as ambitious. That's when they advocate for others. When they advocate for others, they discover their own range and expand it in their own mind. They become more assertive. This is sometimes called "the mama bear effect." Like a mama bear defending her cubs, when we advocate for others, we can discover our own voice.
პირველი ხერხი, რომლსაც გაგიზიარებთ მოლაპარაკებების შესწავლის შედეგად იქნა აღმოჩენილი. მოლაპარაკების მაგიდასთან, საშუალოდ, ქალები ნაკლებად ამბიციურ შეთავაზებებს აკეთებენ და უფრო უარეს შედეგებს იღებენ ვიდრე კაცები. მაგრამ ჰანა რაილი ბოულსმა და ემილი ამანათულამ მიაკვლიეს იმ ერთ სიტუაციას, სადაც ქალები იგივე შედეგებს იღებენ, რასაც კაცები და მათი ამბიციურობაც თანაბარია. ეს ის შემთხვევაა, როცა ისინი ვინმეს იცავენ. როდესაც ისინი ვინმეს იცავენ, ისინი აღწევენ საკუთარ საზღვრებამდე და აფართოებენ მათ საკუთარ გონებაში. ისინი მეტად გამბედავნი ხდებიან. ამას ზოგჯერ „დედა დათვის ეფექტს" უწოდებენ დედა დათვივით, რომელიც თავის ნაშიერებს იცავს, ვიღაცის დაცვისას, საკუთარ ხმის უფლებას აღმოვაჩენთ ხოლმე.
But sometimes, we have to advocate for ourselves. How do we do that? One of the most important tools we have to advocate for ourselves is something called perspective-taking. And perspective-taking is really simple: it's simply looking at the world through the eyes of another person. It's one of the most important tools we have to expand our range. When I take your perspective, and I think about what you really want, you're more likely to give me what I really want.
მაგრამ ზოგჯერ, საკუთარ თავზე უნდა ვიზრუნოთ. როგორ გავაკეთოთ ეს? ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იარაღი, საკუთარი თავის დასაცავად ე.წ. პერსპექტივის აღქმაა. პერსპექტივის აღქმა მარტივია: ეს ნიშნავს, სამყაროს სხვა ადამიანის თვალით შეხედო. ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ხერხია, რომლითაც უნდა გავაფართოვოთ ჩვენი საზღვრები. როდესაც თქვენი პერსპექტივიდან ვუყურებ და იმაზე ვფიქრობ, რაც სინამდვილეში გინდათ, უფრო დიდი შანსია ის მივიღო თქვენგან, რაც მე სინამდვილეში მინდა.
But here's the problem: perspective-taking is hard to do. So let's do a little experiment. I want you all to hold your hand just like this: your finger -- put it up. And I want you to draw a capital letter E on your forehead as quickly as possible. OK, it turns out that we can draw this E in one of two ways, and this was originally designed as a test of perspective-taking. I'm going to show you two pictures of someone with an E on their forehead -- my former student, Erika Hall. And you can see over here, that's the correct E. I drew the E so it looks like an E to another person. That's the perspective-taking E because it looks like an E from someone else's vantage point. But this E over here is the self-focused E. We often get self-focused. And we particularly get self-focused in a crisis.
მაგრამ აქ ჩნდება პრობლემა: სხვისი პერსპექტრივის აღქმა საკმაოდ რთულია. მოდით ჩავატაროთ მცირე ექსპერიმენტი. მინდა ყველა თქვენგანმა ხელი ასე დაიჭიროს: თქვენი თითი-აწიეთ. და დიდი E ასო დაიხატეთ შუბლზე, რაც შეიძლება სწრაფად. კარგი, აღმოვაჩენთ რომ E-ს დახატვის ორი საშუალება არსებობს, თავდაპირველად ეს პერსპექტივის აღქმის ტესტად შეიქმნა. მე ადამიანის 2 სურათს გაჩვენებთ, რომელსაც შუბლზე E აქვს გამოსახული. ჩემი ყოფილი სტუდენტი, ერიკა ჰოლი. აქ ხედავთ, რომ ეს სწორი E ასოა. მე E ისე დავხატე, რომ ის E-დ სხვამ დაინახოს. ის არის E სხვა პერსპექტივიდან, რადგან სხვა ადამიანის თვალით ის E-ს ჰგავს. მაგრამ ეს E, თვითორიენტირებული E არის. ჩვენ ხშირად ვფოკუსირდებით საკუთარ თავზე. და ჩვენ განსაკუთრებულად თვითორიენტირებულნი ვართ კრიზისის დროს.
I want to tell you about a particular crisis. A man walks into a bank in Watsonville, California. And he says, "Give me $2,000, or I'm blowing the whole bank up with a bomb." Now, the bank manager didn't give him the money. She took a step back. She took his perspective, and she noticed something really important. He asked for a specific amount of money.
მინდა კონკრეტულ კრიზისზე გიამბოთ. კაცი შედის ბანკში, უოთსონვილში, კალიფორნიაში და ამბობს: „მომეცით 2 000$, თირემ მთელს ბანკს ავაფეთქებ“. ბანკის მენეჯერმა მას ფული არ მისცა. არსებულ სიტუაციას, ამ კაცის პერსპექტივიდან შეხედა და რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი შეამჩნია. მძარცველმა კონკრეტული თანხა მოითხოვა.
So she said, "Why did you ask for $2,000?"
მენეჯერმა ჰკითხა: „რატომ მოითხოვეთ 2 000$?“
And he said, "My friend is going to be evicted unless I get him $2,000 immediately."
კაცმა უპასუხა: „ჩემს მეგობარს გამოასახლებენ თუ დაუყოვნებლივ 2 000$ არ გადავიხდით“.
And she said, "Oh! You don't want to rob the bank -- you want to take out a loan."
რაზეც მენეჯერმა უპასუხა: „აა, თქვენ ბანკის გაძარცვა კი არ გინდათ, არამედ სესხის აღება"
(Laughter)
(სიცილი)
"Why don't you come back to my office, and we can have you fill out the paperwork."
"წამოდით ჩემ ოთახში, და შესაბამის დოკუმენტებს შეგავსებინებთ."
(Laughter)
(სიცილი)
Now, her quick perspective-taking defused a volatile situation. So when we take someone's perspective, it allows us to be ambitious and assertive, but still be likable.
სხვისი პერსპექტივის აღქმამ, დაძაბული სიტუაცია განმუხტა. ასე რომ, როცა ჩვენ სიტუაციას სხვისი პერსპექტივიდან აღვიქვამთ, ეს საშუალებას გვაძლევს ვიყოთ მტკიცე და ამბიციური,
Here's another way to be assertive but still be likable, and that is to signal flexibility. Now, imagine you're a car salesperson, and you want to sell someone a car. You're going to more likely make the sale if you give them two options. Let's say option A: $24,000 for this car and a five-year warranty. Or option B: $23,000 and a three-year warranty. My research shows that when you give people a choice among options, it lowers their defenses, and they're more likely to accept your offer.
მაგრამ ამავე დროს სასიამოვნო. არის კიდევ ერთი გზა, თუ როგორ იყოთ მტკიცე, მაგრამ მაინც სასიამოვნო. ეს მოქნილობის ჩვენებით შეგიძლიათ. წარმოიდგინეთ, რომ მანქანის გამყიდველი ხართ და გინდათ ვინმეს მიყიდოთ მანქანა. უფრო დიდი შანსია გაყიდოთ ის, თუ თქვენ ორ ვარიანტს შესთავაზებთ. ვთქვათ, A ვარიანტია: 24 000$ მანქანა და 5 წლიანი გარანტია ან B ვარიანტი: 23 000$ მანქანა და 3 წლიანი გარანტია. ჩემი კვლევა აჩვენებს, რომ როდესაც ადამიანებს არჩევანის საშუალებას აძლევთ შეთავაზებულ ვარიანტებს შორის, ეს მათ წინააღმდეგობას ამცირებს და უფრო დიდი შანსია მიიღონ შეთავაზება.
And this doesn't just work with salespeople; it works with parents. When my niece was four, she resisted getting dressed and rejected everything. But then my sister-in-law had a brilliant idea. What if I gave my daughter a choice? This shirt or that shirt? OK, that shirt. This pant or that pant? OK, that pant. And it worked brilliantly. She got dressed quickly and without resistance.
ეს მეთოდი არ მუშაობს მხოლოდ გამყიდველებისთვის. ის ასევე სასარგებლოა მშობლებისთვის. როცა ჩემი ძმისშვილი 4 წლის იყო, ის ჩაცმას ეწინააღმდეგებოდა და უარს ამბობდა ყველაფერზე. შემდეგ, ჩემს რძალს ბრწყინვალე იდეა მოუვიდა. რა მოხდება, ჩემს ქალიშვილს არჩევანის საშუალებას თუ მივცემ? ეს მაისური თუ მეორე? კარგი, ის მაისური. ეს შარვალი, თუ - ის? კარგი, ეს. და ამან შესანიშნავად იმუშავა. მან სწრაფად ჩაიცვა, წინააღმდეგობის გარეშე.
When I've asked the question around the world when people feel comfortable speaking up, the number one answer is: "When I have social support in my audience; when I have allies." So we want to get allies on our side. How do we do that? Well, one of the ways is be a mama bear. When we advocate for others, we expand our range in our own eyes and the eyes of others, but we also earn strong allies.
როდესაც მთელ მსოფლიოში ვეკითხებოდი, თუ როდის არის კომფორტული მათთვის ხმის ამოღების გაბედვა, ნომერ პირველი პასუხი იყო: "როდესაც მხარდაჭერა მაქვს ჩემ აუდიტორიაში". "როდესაც მყავს მოკავშირეები". ჩვენ მოკავშირეების შეძენა გვინდა. როგორ ვაკეთებთ ამას? ერთ-ერთი შესაძლებლობაა იყოთ "დედა დათვი". როდესაც სხვას ვუჭერთ მხარს, ჩვენ ვაფართოვებთ ჩვენს საზღვრებს ჩვენი და სხვა ადამიანების თვალში და ამავე დროს ძლიერ მოკავშირეებს ვიძენთ.
Another way we can earn strong allies, especially in high places, is by asking other people for advice. When we ask others for advice, they like us because we flatter them, and we're expressing humility. And this really works to solve another double bind. And that's the self-promotion double bind. The self-promotion double bind is that if we don't advertise our accomplishments, no one notices. And if we do, we're not likable.
მოკავშირეების შეძენის მეორე საშუალება, განსაკუთრებით გავლენიან წრეებში, რჩევის კითხვაა. როდესაც ადამიანებს რჩევას ვეკითხებით, მათ ჩვენ მოვწონვართ, რადგან თვითშეფასებას ვუმაღლებთ და ჩვენს თავმდაბლობას ვამჟღავნებთ. და ეს ნამდვილად მუშაობს მეორე დილემის გადასაწყვეტად. ეს არის თვითპოპულარიზაციის დილემა. თვითპოპულარიზაციის დილემა ისაა, რომ თუ თავად არ გავახმაურებთ ჩვენს მიღწევებს, ვერავინ შეამჩნევს მათ და თუ ამას გავაკეთებთ ნაკლებად მოსაწონი ვხდებით.
But if we ask for advice about one of our accomplishments, we are able to be competent in their eyes but also be likeable. And this is so powerful it even works when you see it coming. There have been multiple times in life when I have been forewarned that a low-power person has been given the advice to come ask me for advice. I want you to notice three things about this: First, I knew they were going to come ask me for advice. Two, I've actually done research on the strategic benefits of asking for advice. And three, it still worked! I took their perspective, I became more invested in their cause, I became more committed to them because they asked for advice.
მაგრამ თუ რჩევას ჩვენ ერთ-ერთ მიღწევაზე ვკითხავთ, კომპეტენტური გამოვჩნდებით მათ თვალში და სანდომიანიც. ეს ხერხი იმდენად ძლიერია, რომ მაშინაც მუშაობს, როცა მას თქვენგან ელოდებიან. ცხოვრებაში რამდენჯერმე მოხდა, როდესაც წინასწარ ვიცოდი, რომ უძალაუფლებო ადამიანს ურჩიეს ჩემთან რჩევის საკითხავად მოსულიყო. მინდა სამი რამ გაითვალისწინოთ ამასათან დაკავშირებით: პირველი, ვიცოდი რომ ისინი აპირებდნენ ჩემთან რჩევისთვის მოსვლას. მეორე, მე გამოვიკვლიე რჩევის სტრატეგიული სარგებელი. და მესამე, ამან მაინც იმუშავა! მე მათი პერსპექტივიდან შევხედე. მეტად ჩავერთე მათ მოსწრაფებებში. მეტად მოვიწადინე მათი დახმარება, რადგან მათ რჩევისთვის მომმართეს. მეორე მიზეზი, რომ თავდაჯერებულად გავბედოთ ხმის ამოღება,
Now, another time we feel more confident speaking up is when we have expertise. Expertise gives us credibility. When we have high power, we already have credibility. We only need good evidence. When we lack power, we don't have the credibility. We need excellent evidence.
ჩვენი კომპეტენტურობაა. კომპეტენცია ავტორიტეტს გვმატებს. როდესაც დიდი ძალაუფლება გვაქვს ჩვენ უკვე გვაქვს ავტორიტეტი და დასადასტურებლად მხოლოდ კარგი მტკიცებულება გვჭირდება. როდესაც ძალაუფლების ნაკლებობაა, ავტორიტეტიც არ გვაქვს და ამ შემთხვევაში, იდეალური მტკიცებულებაა საჭირო.
And one of the ways we can come across as an expert is by tapping into our passion. I want everyone in the next few days to go up to friend of theirs and just say to them, "I want you to describe a passion of yours to me." I've had people do this all over the world and I asked them, "What did you notice about the other person when they described their passion?" And the answers are always the same. "Their eyes lit up and got big." "They smiled a big beaming smile." "They used their hands all over -- I had to duck because their hands were coming at me." "They talk quickly with a little higher pitch."
ერთ-ერთი საშუალება, რომ თავი კომპეტენტურად წარმოვაჩნოთ, ჩვენი გატაცებების აღწერაა. მინდა მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში, ყველა მივიდეს თავის მეგობართან და უთხრას: “ამიღწერე შენი გატაცება“ მე მთელ მსოფლიოში ვთხოვდი ადამიანებს ეს გაკეთებინათ და შემდეგ ვეკითხებოდი: "რა შეამჩნიეთ ადამიანებს, როცა ისინი საკუთარ გატაცებებს აღწერდნენ?“ და მათი პასუხები ერთნაირი იყო: “მათ თვალები ენთებოდათ და უფართოვდებოდათ" “ისინი ფართოდ იღიმოდნენ“ „ისინი ხელებით ჟესტიკულირებდნენ, მე ვიხრებოდი, რომ მათი ხელი ამ მომხვედროდა“ „ისინი სწრაფად საუბრობდნენ, ოდნავ მაღალი ტონით“. (სიცილი)
(Laughter)
"ისინი ჩემსკენ იხრებოდნენ, თითქოს რამე საიდუმლოს მიმხელდნენ"
"They leaned in as if telling me a secret."
შემდეგ კი მათ ვკითხე:
And then I said to them, "What happened to you as you listened to their passion?"
„რა მოგდიოდათ, როცა მათ გატაცებებს ისმენდით?“ მათ თქვეს: "ჩემი თვალები ინთებოდა,
They said, "My eyes lit up. I smiled. I leaned in."
მეც ვიღიმოდი, მეც ვიხრებოდი" როდესაც ჩვენს გატაცებებს ვეხებით,
When we tap into our passion, we give ourselves the courage, in our own eyes, to speak up, but we also get the permission from others to speak up. Tapping into our passion even works when we come across as too weak. Both men and women get punished at work when they shed tears. But Lizzie Wolf has shown that when we frame our strong emotions as passion, the condemnation of our crying disappears for both men and women.
საკუთარ თავს ხმის ამოსაღებად გამბედაობას ვმატებთ, მაგრამ ჩვენ ამავე დროს ნებართვას ვიღებთ სხვებისგან, რომ ავლაპარაკდეთ. ეს მაშინაც მუშაობს, როცა სუსტები და უძალაუფლებოები ვართ. კაციც და ქალიც, ორივე ისჯება სამსახურში, როდესაც ტირის. მაგრამ ლიზი ვულფმა გვიჩვენა, რომ როდესაც ჩვენს ძლიერ ემოციებს გატაცებად წარმოვაჩენთ,
I want to end with a few words from my late father that he spoke at my twin brother's wedding. Here's a picture of us. My dad was a psychologist like me, but his real love and his real passion was cinema, like my brother. And so he wrote a speech for my brother's wedding about the roles we play in the human comedy.
ჩვენს ტირილს, როგორც კაცების ასევე ქალების, აღარ გმობენ. მინდა ეს გამოსვლა ჩემი გარდაცვლილი მამის რამოდენიმე სიტყვით დავასრულო, რომელიც მან, ჩემი ტყუპი ძმის ქორწილში თქვა. ეს ჩვენი სურათია. მამაჩემი ფსიქოლოგი იყო ჩემსავით, მაგრამ მისი ნამდვილი სიყვარული და ნამდვილი გატაცება კინო იყო, როგორც ჩემი ძმის შემთხვევაში. ჩემი ძმის ქორწილისთვის დაწერილი გამოსასვლელი სიტყვა
And he said, "The lighter your touch, the better you become at improving and enriching your performance. Those who embrace their roles and work to improve their performance grow, change and expand the self. Play it well, and your days will be mostly joyful."
იმ როლების შესახებ იყო, რომლებსაც ადამიანურ კომედიაში ვთამაშობთ. მან თქვა: "რაც უფრო ფაქიზად მიუდგები, მით უფრო გააუმჯობესებ და გაამდიდრებ შენს შესრულებას. ისინი ვინც იღებენ როლებს და მუშაობენ საკუთარი შესრულების გასაუმჯობესებლად ზრდიან, ცვლიან და ავითარებენ საკუთარ თავებს. კარგად ითამაშე ეს როლი და შენი ცხოვრება უმეტესად ბედნიერი იქნება“
What my dad was saying is that we've all been assigned ranges and roles in this world. But he was also saying the essence of this talk: those roles and ranges are constantly expanding and evolving.
მამაჩემმა თქვა, რომ ჩვენ ყველას ჩვენი საზღვრები და როლები გვაქვს სამყაროში. მან ასევე ამ გამოსვლის არსი თქვა: ეს როლები და საზღვრები მუდმივად ფართოვდება და ვითარდება.
So when a scene calls for it, be a ferocious mama bear and a humble advice seeker. Have excellent evidence and strong allies. Be a passionate perspective taker. And if you use those tools -- and each and every one of you can use these tools -- you will expand your range of acceptable behavior, and your days will be mostly joyful.
ასე რომ, როდესაც სცენა მოგიწოდებთ ამას, იყავით მკაცრი "დედა დათვები" და თავმდაბალი რჩევის მაძიებლები. გქონდეთ იდეალური მტკიცებულება და გყავდეთ ძლიერი მოკავშირეები. იყავით პერსპექტივის მგზნებარე აღმქმელი თუ თქვენ ამ საშუალებებს გამოიყენებთ... თითოეულ თქვენგანს შეუძლია მათი გამოყენება... თქვენ გააფართოებთ თქვენს მისაღებ ქცევათა საზღვრებს და თქვენი სიცოცხლე უმეტესად ბედნიერი იქნება.
Thank you.
გმადლობთ.
(Applause)